ღორების იმპორტი 577%-ით გაიზარდა

ღორების (ღორები ცოცხალი) იმპორტი ბოლო ხუთ წელიწადში 6.77-ჯერ გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 28 013 190 დოლარის ღირებულების 18 405.16 ტონა ღორის იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 577.21%-ით მეტია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ წლების მანძილზე, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთი და უკრაინა იყვნენ, თუმცა 2023 წელს უკრაინა ბაზარზე აღარ ფიგურირებს. […]

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – მივიღებთ ზომებს რუსეთის უკანონო აგრესიის მარცხის უზრუნველსაყოფად და მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ გააგრძელონ კოორდინაცია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში და უახლოეს მომავალში ვაიმარი-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გამართონ, – ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „საგანგებო დრო მოითხოვს საგანგებო ზომებს. ამ ფონზე, ჩვენი მიზანია გავხადოთ ევროკავშირი უფრო ერთიანი, ძლიერი, რათა შეძლოს და უპასუხოს დღევანდელ […]

რას წარმოადგენს “პეივ ბანკი” და რა არის მისი კონკურენტული უპირატესობა?

2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს “პეივ ჯორჯიას” ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა, რითაც საქართველოს საფინანსო სისტემას რიგით მე-3 ციფრული და რიგით მე-17 კომერციული ბანკი შეემატა. როგორც თავდაპირველად გახდა ცნობილი, “პეივ ჯორჯია” ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას გეგმავს და მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ კომპანიებს მოემსახუროს. საბანკო ლიცენზიის მიღებიდან შვიდი თვის […]

აშშ-ს ერთ-ერთ უდიდეს ევანგელურ ეკლესიაში ქალმა ბავშვის თანხლებით ცეცხლი გახსნა

აშშ-ს ერთ-ერთ უდიდეს ევანგელურ ეკლესიაში, რომელიც ტეხასის შტატში მდებარეობს, ქალმა დაახლოებით 5 წლის ბავშვის თანხლებით ცეცხლი გახსნა. პოლიციის ორმა ოფიცერმა, რომლებიც ამ დროს სამსახურებრივ ვალდებულებას არ ასრულებდნენ, მსროლელი სასიკვდლოდ მანამდე დაჭრეს, სანამ ის ვინმეს მოკვლას მოასწრებდა. ჰიუსტონის პოლიციის უფროსის, ტროი ფინერის, თქმით, შემთხვევა ლეიქვუდის ეკლესიაში ადგილობრივი დროით 2 საათამდე მოხდა, სანამ ესპანურენოვანი პარაკლისი დაიწყებოდა. დაშავებულები […]

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – მივიღებთ ზომებს რუსეთის უკანონო აგრესიის მარცხის უზრუნველსაყოფად და მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ გააგრძელონ კოორდინაცია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში და უახლოეს მომავალში ვაიმარი-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გამართონ, – ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „საგანგებო დრო მოითხოვს საგანგებო ზომებს. ამ ფონზე, ჩვენი მიზანია გავხადოთ ევროკავშირი უფრო ერთიანი, ძლიერი, რათა შეძლოს და უპასუხოს დღევანდელ […]

სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ. 12 თებერვალს მსახიობი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ დრომდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სოსო ჯაჭვლიანს ქაშუეთის ტაძრიდან დღეს გამოასვენებენ და საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ. სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

დერეკ შოლე – ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტვიტერში“ წერს. როგორც დერეკ შოლე აღნიშნავს, მან ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერა დაუდასტურა. “დღეს პოზიტიური სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. მე მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი […]

როგორი იყო 2023 წელი “ქონექშენსისთვის” და რას გეგმავს კომპანია 2024 წლისთვის

აუთსორს რეკრუტინგის კომპანია “ქონექშენსი” უკვე მეოთხე წელია, რაც კომპანიებს, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზარზე თანამშრომლების შერჩევის და დაქირავების მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის პორთტფოლიო არაერთ წარმატებულ პროექტს მოიცავს. დღეს თანამშრომლების, როგორც შერჩევა – მოძიების, ასევე მათი შენარჩუნების საკითხი კვლავ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ზოგი პანდემიის შემდეგ მუშაობას გადაეჩვია, ზოგს ონლაინ მუშაობა უნდა, ზოგს სამსახურში სიარული სურს, ზოგს კი […]

სკანდალი გაეროში – ამერიკის კონგრესში „ანრვას“ დაფინანსებაზე იმსჯელეს

მას შემდეგ, რაც ამერიკამ, ბრიტანეთმა, გერმანიამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა, ღაზაში მისი საქმიანობის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ისრაელი ამტკიცებს, რომ ჰუმანიტარული მისიის 12 თანამშრომელი 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.

ნიუ-იორკის მეტროსადგურში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

ნიუ-იორკში, ბრონქსში მდებარე მეტროსადგურ Mount Eden-ში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, სროლა მოზარდთა ორ ჯგუფს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. მოკლულია 34 წლის მამაკაცი. დაშავებულთა შორის კი არიან : 14 წლის გოგონა, 15 წლის ბიჭი და 28, 29 და 71 წლის მოქალაქეები. მათი ნაწილი კამათში მონაწილეობდა, ნაწილი კი – მატარებელს ელოდებოდა. პოლიცია […]