ელჩ ზაზა გაბუნიას 1828 წელს დაარსებული მეხიკოს უნივერსიტეტის (UAEM) პრემია გადასცეს

მექსიკაში საქართველოს ელჩს ზაზა გაბუნიას, “საერთაშორისო თანამშრომლობაში, ჰუმანიზმში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში განსაკუთრებული წვლილისათვის, მექსიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნისა და ქვეყნებს შორის პირველი უმაღლესი დონის ხელშეკრულების ხელმოწერისათვის, ლათინურ ამერიკაში მთავარი ქართული ეპოსის “ვეფხისტყაოსნის” პირველად გამოცემისა და ათასწლოვანი კულტურის ორი ერის დაახლოებისათვის ყოველდღიურად გაწეული დიდი ძალისხმევისთვის”, მეხიკოს შტატის უნივერსიტეტის (UAEM) დიდი პრემია გადასცეს. […]
უკრაინაში, დაბომბვის გამო, ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა და მუშაობა შეწყვიტა

რუსული ძალების მიერ წუხელ განხორციელებული დაბომბვის შედეგად კერძო ენერგეტიკული კომპანია DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მტერი უკრაინაში, სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებზე სისტემატურ ტერორისტულ თავდასხმებს აგრძელებს. 12-13 თებერვლის ღამეს დაბომბვის შედეგად DTEK-ის ერთ-ერთი თბოელექტროსადგური დაზიანდა“, – აცხადებენ კომპანიაში. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა. DTEK-ში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად კომპანიის აღჭურვილობა სერიოზულად […]
იორდანიის მეფე – არ შეიძლება ისრაელის რაფაჰზე თავდასხმა დავუშვათ – გვერდზე ვერ გავდგებით

იორდანიის მეფე აბდულა აცხადებს, რომ აუცილებელია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება. ”ჩვენ ერთად, არაბული ქვეყნებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა პოლიტიკური ჰორიზონტის შესაქმნელად, რომელიც მიგვიყვანს სამართლიან და ყოვლისმომცველ მშვიდობამდე“, – განაცხადა იორდანიის მეფე აბდულამ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო […]
ჯო ბაიდენი მხარს უჭერს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის 6 კვირით შეწყვეტას გამოიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევაზე, რომელიც ღაზაში ბრძოლის მინიმუმ ექვსი კვირით შეჩერებას გამოიწვევს. „შეთანხმება მოიტანს დაუყოვნებელ და მდგრად სიმშვიდეს ღაზის სექტორისთვის მინიმუმ ექვსი კვირის განმავლობაში, რაც შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ რაღაც უფრო ხანგრძლივის შესაქმნელად”, – აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში, იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრის შემდეგ. […]
Bloomberg – ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ტურნეს გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს, – ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ევროპული ტურნეს ფარგლებში ზელენსკი პარიზსა და ბერლინსაც ეწვევა. ასევე განიხილება ლონდონში ვიზიტის შესაძლებლობა. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ზელენსკი გეგმავს ფოკუსირება მოახდინოს უკრაინისთვის სამხედრო […]
ბალტიისპირეთის ლიდერები ვაშინგტონში უკრაინის დახმარების დაუყოვნებლივ საჭიროებაზე საუბრობენ

კონგრესში უკრაინის დახმარების პაკეტის ბედი ჯერაც გაურკვეველია. რესპუბლიკელ კონგრესმენთა ნაწილი არ აპირებს მას მხარი დაუჭიროს მანამ, სანამ დემოკრატები საიმიგრაციო პოლიტიკის სათანადოდ გამკაცრებას არ დათანხმდებიან. ამ დროს ბალტიისპირელი ლიდერები დახმარების გადაუდებელ აუცილებლობაზე საუბრობენ.
კასილასი: იამალი მხოლოდ რონალდინიოს მაგონებს

მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ იკერ კასილასმა “ბარსელონას” თავდამსხმელი ლამინ იამალი რონალდინიოს შეადარა: “ის, რასაც ლამინი აკეთებს, მხოლოდ რონალდინიოს მაგონებს. მისი მოძრაობა და დრიბლინგი სრულად ჰგავს რონალდინიოსას. ეს ბიჭი 16 წლის ასაკში არანორმალურად თამაშობს. ის აკეთებს იმას, რაც მომავალში ლეგენდად გახდის”. იამალი კატალონიური კლუბის აღზრდილია, პირველ გუნდს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, ამ სეზონში […]
ჯაფარიძე: ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი იზრდება – ეს აშინებს ქართულ ოცნებას

არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ამოცანა ორპოლუსიანი მოცემულობის შეცვლაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ველზე ბოლო წლებში დამკვიდრდა. კერძოდ, ის, რომ ქართული ოცნება თავისი პროპაგანდის მეშვეობით, ადამიანებს აშინებს, რომ მათი დამარცხება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლას ნიშნავს. ლელო ამ მითს ამსხვრევს. ჩვენი პარტია მოწოდებულია იმისთვის, რომ იმ ამომრჩევლების კონსოლიდაცია მოახდინოს, რომელსაც ქართული ოცნება აღარ უნდა, მაგრამ არც ნაციონალური მოძრაობის […]
ბიტკოინის ფასმა, 2021 წლის შემდეგ, პირველად 50 000 დოლარს მიაღწია

ბიტკოინის ფასის ბოლოდროინდელი ზრდის მამოძრავებელი ფაქტორი “შესაძლოა უკავშირდებოდეს ბიტკოინის გაცვლით სავაჭრო ფონდებში (Bitcoin spot EFTs) კაპიტალის მზარდ შემოდინებას”. – თქვა საინვესტიციო ფირმის Fineqia International-ის ანალიტიკოსმა, მატეო გრეკომ. აშშ-ს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ ბიტკოინის პირველი გაცვლითი ფონდები 2024 წლის იანვარში დაამტკიცა. კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს, 3 ტრილიონ დოლარს 2021 წელს გადააჭარბა, რა დროსაც, ასევე, […]
ბოკერია: სანამ ყველაფერი ივანიშვილის თავში იხარშება, ქვეყანა ამ ჭაობიდან ვერ ამოვა

მე არანაირ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი იმას, ივანიშვილის ესა თუ ის პოლიტიკური თოჯინა რომელი მორიგი აბსურდული განცხადებით ავსებს ეთერს, ან თავისი პროპაგანდის ნიაღვარს. მგონია, რომ მთავარი, რაც უნდა დავინახოთ, არის ის, თუ როგორ მოხდა ეს ცვლილება – ერთი პოლიტიკური თოჯინა რომ გადადო, მეორე გადმოდო და ამის შეურაცხმყოფელად აბსურდული ახსნა შემოგვთავაზა – მათი ვერსიით, ყველაზე წარმატებული პრემიერმინისტრი […]