საქართველო ევროპაში მე-4 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტებისთვის ღამით უსაფრთხოდ გადაადგილებაა უზრუნველყოფილი – World of Statistics

სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად. გვერდზე World of Statics გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო მე-4 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა […]
სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ. 12 თებერვალს მსახიობი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ დრომდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სოსო ჯაჭვლიანს ქაშუეთის ტაძრიდან დღეს გამოასვენებენ და საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ. სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.
როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

13-15 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი. „13-14 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. თბილისში 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს […]
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ და დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ იუწყებიან

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს საზღვარზე ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციაში ადანაშაულებენ და დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ იუწყებიან. “12 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მორიგი სამხედრო პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. სომხური მხარის ეს პროვოკაცია სერიოზულ დარტყმას აყენებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესს. ბოლო 4-5 თვის სტაბილურობის პირობებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება […]
დღეს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, მხარგრძელის, ჯიქიას, ხარაბაძის, ორბელების, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, ჩოჩუას, კვაჭანტირაძის, ზანდუკელის, კაკაბეთის, წალენჯიხის, […]
“რუსეთი ბალტიისპირეთში შეიჭრება, თუ უკრაინის მიწას მიიღებს” – სააკაშვილის წერილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთი ბალტიისპირეთში შეიჭრება, თუ უკრაინის მიწას მიიღებს. სააკაშვილი მოუწოდებს დასავლეთს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მომავალში NATO-ს ქვეყნებში ომი თავიდან აიცილოს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ბრიტანული გამოცემა Telegraph აქვეყნებს. “თუ რუსეთი შეძლებს უკრაინის ნაწილზე კონტროლის გაყინვას, ომი დროებითი გაყინვის შემდეგ, მალევე გავრცელდება უკრაინის, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. […]
ვაშინგტონს დაკავებული რუსული იახტის შენახვა წელიწადში 7 მლნ დოლარი უჯდება

აშშ-ის მთავრობამ ნიუ-იორკის სასამართლოს აცნობა, რომ ყოველწლიურად 7 მილიონ დოლარს ხარჯავს ჩამორთმეული რუსული იახტის „ამადეუსის“ შენახვაში. ვაშინგტონმა სასამართლოს გემის გაყიდვის ნებართვისთვის მიმართა, მისი კონფისკაციის კანონიერების საკითხის გარკვევამდე, იუწყება სააგენტო Reuters-ი. 106-მეტრიანი Amadea ფიჯის პორტში 2023 წლის 14 აპრილს ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს. აშშ-ის მთავრობა ამტკიცებს, რომ იახტა, რომლის სავარაუდო ღირებულება 325 მილიონი დოლარია, რუს მილიარდერ […]
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი

რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მწვრთნელის რანგში, “ბორჯღალოსნების” ორი ისტორიული გამარჯვების შემოქმედი ლევან მაისაშვილი, რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორი გახდა. 48 წლის მაისაშვილი, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ ქართულ რაგბისთან ერთად გაიზარდა. ოვალური ბურთისადმი მისი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, სწავლისა და მუშაობის პარალელურად, მშობლიურ კლუბ “ლელოში” ბავშვთა და მოზარდთა წვრთნას უანგაროდ […]
„ავთანდილის მეღვინეობა“ წლის ბოლომდე ექსპორტზე გასვლას გეგმავს – სად გაიყიდება ქართული ღვინო?

კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარე „ავთანდილის მეღვინეობა“ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა და 5 სახის ღვინოს, კერძოდ „წარაფს“, „ქვევრის რქაწითელს“, „საფერავს“, „ქვევრის ალადასტურს“, “ალადასტურ ნახევრად მშრალ როზესა” და “გვიანი მოსავალს” აწარმოებს. კომპანია წლის ბოლომდე ექსპორტის განხორციელებას გეგმავს. როგორც მეღვინეობის დამფუძნებელმა, ავთანდილ ირომაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, გასულ წელს, “ავთანდილის მეღვინეობა” გერმანიასთან და იტალიასთან საექსპორტო მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა წარმოებული პროდუქციის […]
უკრაინის საჰაერო ძალები – რუსების მიერ გაშვებული 23 დრონიდან 16 გავანადგურეთ

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 23 დრონიდან 16 გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერმა შეტევა Shahed-136/131 ტიპის 23 უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკისა და ყირიმის ოლქის ტერიტორიიდან განახორციელა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. მათი ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის […]