ლევან დავითაშვილი დუბაიში მიმდინარე SDGs in Action 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დუბაიში მიმდინარე SDGs in Action 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ლევან დავითაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიტზე შეკრებილ საერთაშორისო ლიდერებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში გლობალურ დონეზე თანამშრომლობის მთავარ ასპექტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნო. […]

ომბუდსმენი პრემიერს ვეტერანების დახმარებაზე რეგულაციის შეცვლისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პრემიერ-მინისტრს წინადადებით მიმართავს და მთავრობას ვეტერანებისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდა. კერძოდ, სახალხო დამცველი პრობლემურად მიიჩნევს რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტის მიღება უწყდებათ. გარდა ამისა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალურ პაკეტთან ერთად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებაც ეკრძალებათ. […]

სალომე ჭაჭუა და დევიდ ვილანი შემდეგ ტურში გადავიდნენ

ირლანდიის ცეკვავენ ვარსკვლავების მეშვიდე სეზონის მეექვსე გადაცემაში სალომე ჭაჭუამ და დევიდ ვილანმა რუმბა შეასრულეს, რომელიც დევიდმა თავის მამას მიუძღვნა, რომელიც ძველი მოცეკვავეა და სამეჯლისო ცეკვებზეა შეყვარებული. წყვილმა საუკეთესო შეფასება მიიღო და გადავიდა შემდეგ ტურში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პრემიერ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ ტვიტერში წერს. როგორც დერეკ შოლე აღნიშნავს, მან ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დაუდასტურა აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. “დღეს პოზიტიური სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. მე მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი […]

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს

შეხვედრები გაიმართა კომიტეტების ფორმატებში, სადაც მსჯელობა იყო ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. მისი თქმით, წევრი ქვეყნებისთვის ძირითადად საზრუნავი არის ის, რომ მიღწეული იყოს თანასწორობა წევრ სახელმწიფოებს შორის. „როდესაც გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება და ქვეყნები ეკონომიკურად სხვადასხვანაირად არიან განვითარებულები, რა თქმა […]

რუსეთი Starlink-ის ტერმინალებს არაბულ ქვეყნებში ყიდულობს

რუსეთი Starlink-ის ტერმინალებს არაბულ ქვეყნებში ყიდულობს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს. „აგრესორი სახელმწიფო რუსეთი ომში გამოსაყენებლად საკომუნიკაციო აღჭურვილობას, მათ შორის Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ ტერმინალებს არაბულ ქვეყნებში ყიდულობს“, – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო “ტელეგრამის“ არხზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ორი რუსი ჯარისკაცი […]

იანვარში ექსპორტი 26%-ით შემცირდა, იმპორტი 10%-ით – საქსტატი

საქსტატმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტმა 338 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით ნაკლები იყო. ეს ექსპორტის წინასწარი ანგარიშია და ის კონკრეტული საქონლის მიხედვით ინფორმაციას არ მოიცავს, თუმცა ექსპორტის კლება სავარაუდოდ დაკავშირებულია საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მოცულობის შემცირებასთან, რამაც გასული წლის მეოთხე კვარტალში კლებადი […]

გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, სხვადასხვა პირზე რეგისტრირებული ჰქონდა კომპანიები, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც თავად იყო. უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ხსენებული კომპანიების სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, 2021-2022 წლების პერიოდში, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა […]

სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით პროექტის განხორციელება დაიწყო

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა დაიწყო პროექტის განხორციელება სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“. პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი “პარტნიორები კლიმატისთვის” (P4C) (პოლონეთი). პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა […]

5 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3533 ადამიანი დაჯარიმდა

5 თვის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 3533 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1614 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 769 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 646 – ბათუმში, 504 კი – ქალაქ რუსთავში. ამავე ცნობით, 3533 საჯარიმო ქვითრიდან 3030 […]