დააკავეს პირი, რომელმაც თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3 223 841 ლარის გადახდას

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3 223 841 ლარის გადახდას. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, სხვადასხვა პირზე რეგისტრირებული ჰქონდა კომპანიები, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც თავად იყო. უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ხსენებული კომპანიების სახელით სამეწარმეო […]

24 წლის კენიელი მსოფლიო ჩემპიონი მორბენალი ავარიაში დაიღუპა

მსოფლიო ჩემპიონი მორბენალი კელვინ კიპტუმი ავარიაში დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა კენიის რეგიონ კაპტაგატში მოხდა. 24 წლის კიპტუმთან ერთად დაიღუპა მისი მწვრთნელი, რუანდელი ჯერვაის ჰაკიზიმანა. კიპტუმი მსოფლიო სპორტული გამოცემების ყურადღების ცენტრში 2023 წელს მოექცა, როდესაც თავისი თანამოქალაქე, ლეგენდარული მარათონელი ელიოტ კიპჩოგე დაამარცხა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა კიპტუმს ასევე დამყარებული აქვს მსოფლიო რეკორდი ჩიკაგოს მარათონზე. მორბენალი ფინიშთან 2 […]

კალინინგრადის გუბერნატორი უკრაინის ომის დაწყებაში იმანუელ კანტს ადანაშაულებს

კალინინგრადის ოლქის გუბერნატორი, ანტონ ალიხანოვი უკრაინაში მიმდინარე ომის დაწყებაში გერმანელ ფილოსოფოსს, იმანუელ კანტს ადანაშაულებს. ამის შესახებ მან პოლიტოლოგთა მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. იმანუელ კანტი წარმოშობით სწორედ კენიგსბერგიდან, ანუ დღევანდელი კალინინგრადიდან იყო. ის აღმოსავლეთ პრუსიის ქალაქში 1724-1804 წლებში ცხოვრობდა. “კანტს, რომელიც აქ დაიბადა, თითქმის პირდაპირი კავშირი აქვს იმ გლობალურ ქაოსთან, გლობალურ გადაწყობასთან, რომელსაც ახლა […]

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის პროექტი გრძელდება – დარეგისტრირდი STEM სკოლის გაზაფხულის სემესტრზე

მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მეორე წელია საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს. 400-მდე ახალგაზრდამ უკვე გაიარა ერთწლიანი სასწავლო კურსი და გაიღრმავა ცოდნა როგორც ზუსტი, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. STEM სკოლაში მიღება გრძელდება. გაზაფხულის სემესტრზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 16 თებერვალს დასრულდება. STEM სკოლა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, გაიარონ […]

2023 წელს საქართველომ $5 126 000-ის ყვავილები და კოკრები იყიდა – მთავარი საიმპორტო ქვეყანა ეკვადორია

2023 წელს საქართველოში ყვავილების იმპორტის ღირებულება, 2022 წელთან შედარებით 70.5%, მოცულობა კი 42.8% გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველომ 5 მილიონ 126 ათასი დოლარის, 1 718 ტონა ყვავილები და კოკრები შეიძინა. მაშინ, როცა 2022 წელს, იმპორტის ღირებულება 3 მილიონ დოლარს, მოცულობა კი 1203 ტონას შეადგენდა. რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, საქართველო ყვავილებისა და კოკრების […]

“ამ ბიჭის პრობლემა ფსიქოლოგიურია, ცდილობს, ყველას აჩვენოს, რომ…” – რას აცხადებს “ნაპოლის” ყოფილი მოთამაშე კვარაცხელიაზე?

“ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანი იმპროტამ Punto Nuovo-სთან ინტერვიუში “მილანისა” და “პარტენოპეის” (1:0) მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. იმპროტას თქმით, ქართველ გარემარბს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. “კვარაცხელიას დახმარება და დაცვა სჭირდება. ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ინდომებს, ხანდახან კი დაბნეულია. რა არის ხვიჩას მთავარი პრობლემა? – კონტრაქტი. მას ამის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თითქოს მოედანზე ცდილობს, ყველას […]

ბაიდენი: აშშ ღაზაში ექვსკვირიანი ზავის გეგმას ამზადებს

შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს ღაზის სექტორში სულ მცირე, ექვსი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც განხილულია, როგორც ისრაელსა და რადიკალურ პალესტინელ მოძრაობა ჰამასს შორის, უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი, რაც მოიცავს ასევე მძევლების გათავისუფლებას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დაჯგუფება ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა […]

სროლა და მსხვერპლი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხური მხარის განცხადებით, 13 თებერვალს, დილის 05:30 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს – დაიღუპა ორი სომეხი ჯარისკაცი, არიან დაჭრილებიც. სომხური მხარის ცნობითვე, ამ დროისთვის სომხური პოზიციების მიმართულებით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აღარ ისვრიან. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ეს პირველი ინციდენტია, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მოხდა. საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმაც, რომლის […]

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის პროექტი გრძელდება – დარეგისტრირდი STEM სკოლის გაზაფხულის სემესტრზე

მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მეორე წელია საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს. 400-მდე ახალგაზრდამ უკვე გაიარა ერთწლიანი სასწავლო კურსი და გაიღრმავა ცოდნა როგორც ზუსტი, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. STEM სკოლაში მიღება გრძელდება. გაზაფხულის სემესტრზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 16 თებერვალს დასრულდება. STEM სკოლა შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, გაიარონ […]

იანვარში საგარეო ვაჭრობა 14.9%-ით შემცირდა

2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 1 339 800 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9%-ით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 338.2 მლნ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 26.3%-ით), ხოლო იმპორტი 1 მილიარდი აშშ დოლარი (10.2 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ. აშშ დოლარი […]