„მოქალაქეები“ პენსიონერების სახელით „ლიბერთი ბანკს“ სასამართლოში უჩივის

პარტია „მოქალაქეები“ პენსიონერების სახელით „ლიბერთი ბანკს“ სასამართლოში უჩივის და საპენსიო ოვერდრაფტის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს. როგორც პარტიის დეპუტატი ქეთი თურაზაშვილი ამბობს, სარჩელს სასამართლოში დღეს, 13 თებერვალს შეიტანენ. · რა უნდა ვიცოდეთ საპენსიო სესხსა და ოვერდრაფტზე „დღეს პარტია მოქალაქეები „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანს სარჩელს საპენსიო სესხებზე. ჩვენ უკვე მეორე წელია ვმუშაობთ საპენსიო სესხებზე და პენსიონერების პრობლემებზე. […]

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა იმართება. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება თამაზ გინტურის მკვლელობის, ასევე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებისა და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი. „ბუნებრივია, თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი იქნება დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საგანი, ვინაიდან გვსურს მოვისმინოთ, რა ღონისძიებები გატარდა მკვლელების მიმართ. […]

სერგეი ლავროვი – რუსეთი ღაზას სექტორის გარშემო სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციის პერსპექტივას ვერ ხედავს – პალესტინას, ისრაელს და მთელ ახლო აღმოსავლეთს კატასტროფისკენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები უბიძგებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ღაზას სექტორის გარშემო სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციის პერსპექტივას ვერ ხედავს, განსაკუთრებით ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის გაფართოების გეგმის ფონზე. „ისრაელის ხელმძღვანელობის უკომპრომისო დამოკიდებულების გათვალისწინებით, გააგრძელოს სამხედრო ოპერაცია ღაზაში, ახლა კი მისი რაფაჰში გავრცელებით, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სექტორში სიტუაციის სწრაფი სტაბილიზაციის პერსპექტივას”, – აღნიშნა ლავროვმა. მან ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში შეერთებული […]

ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას

16-18 თებერვალს მიუნხენში ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო და აპირებს მონაწილეობის მიღებას. მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ პრეზიდენტს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობისთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავს. უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მას პირველი […]

რუსეთმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ძებნილად გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 თებერვალს დაუკონკრეტებელი ბრალდებებით ძებნილთა თავის სიაში შეიყვანა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი, ლატვიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარია გოლუბევა და ლატვიის 59 კანონმდებელი. კაია კალასი პირველი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც ძებნილთა სიაში შეიყვანეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ევროპელი პოლიტიკოსები, როგორც წესი, ძებნილთა სიაში რუსეთის საგამოძიებო […]

მეკარე 20 წამში შეცვალეს, ყველაფერი წინასწარ გადაწყდა… – გაამართლებს ეს ამბავი საქართველოში?!

სლოვენიის პირველ ლიგაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. რეგლამენტის თანახმად, გუნდებს 23-წლამდე ფეხბურთელების თამაშის გარკვეული ვალდებულება აქვთ, მინიმალური სათამაშო დრო კი განსაზღვრული არაა. ამის თავიდან ასაცილებლად, “როგასკაში” ასეთი რამ მოიფიქრეს – 17 წლის მეკარე ლორბერმა მხოლოდ 20 წამით ითამაშა, მისმა თანაგუნდელებმა ბურთი გვერდით ხაზს მიღმა გადააგდეს და პირველი ცვლილებაც განხორციელდა – მოედანზე გამოცდილი კიპერი მულალიჩი შევიდა. Cnn-ი […]

საგანგებო მდგომარეობაში ვართ, ამ დროისთვის მოქმედების სისტემა არ არსებობს – ნინო ჩხობაძე

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, საქართველოში მომხდარი სტიქიური მოვლენები გლობალური კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში შესაბამისი სამსახურები, სპეციალისტები აფიქსირებდნენ, რომ ასეთი პროცესები გახშირდებოდა. როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, ზოგადად, მონაცემებით ჩანს, რომ აჭარა-თრიალეთის ქედი მთლიანობაში პრობლემატურია, მცირე კავკასიონზეც საკმაოდ სერიოზული […]

OpenAI-ის წლიურმა შემოსავალმა $2 მლრდ-ს გადააჭარბა – Financial Times

ChatGPT-ის შემქმნელის – OpenAI-ის შემოსავალმა დეკემბერში $2 მლრდ-ს გადააჭარბა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემა წერს, რომ OpenAI-ის ფლაგმანი პროდუქტის ChatGPT არნახული წარმატება კომპანიას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიად ისტორიაში აქცევს. OpenAI, რომლის ინვესტორიცაა Microsoft-ი თვლის რომ, ბიზნეს კლიენტების გაზრდილი ინტერესის წყალობით, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთ ოპერაციებში გენერაციული AI ინსტრუმენტები გამოიყენონ, 2025 წლისთვის შეუძლია […]

“Ehrbar Saal”-ში ქართული სიმღერის საღამო გაიმართა

ქ. ვენაში, საკონცერტო დარბაზში “Ehrbar Saal”, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ქართული სიმღერის საღამო, ანსამბლების “ალილო”-სა და “შვიდკაცა”-ს წევრების: დავით ნოზაძის, ნიკოლოზ კირვალიძის, სანდრო კობახიძისა და გია დავითიანის მონაწილეობით. საღამოს ესწრებოდნენ ავსტრიაში მცხოვრები თანამემამულეები, ავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეას მინიხი, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ურთიერთობების სექციის ხელმძღვანელი გერჰარდ ზაილერი, აგრეთვე, სტუმრები სლოვაკეთიდან და […]

რუსეთმა ესტონეთის პრემიერზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილ პირთა ნუსხაში ესტონეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასიც აღმოჩნდა, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონა“. კალასის ძიების ბარათში მითითებულია, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა კონკრეტულად რას ედავებიან ესტონეთის პრემიერს, უცნობია. „მედიაზონა“ აღნიშნავს, რომ 2022 წლის ბოლოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა დაავალა თავის უწყებას, „მიხედონ ესტონეთის ხელისუფლებას“, რომელმაც […]