1 ოქრო და 3 ბრინჯაო – ქართველი მოკრივეების წარმატება ბულგარეთის ტურნირზე

ვულოცავ და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ! რატომ არაფერს წერთ ჭიდაობაზე, ეხლა ხომ ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ნუთუ ეს სპორტის სახეობა არაა პრიორიტეტული?

აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის პოზიციებზე “შურისძიების ოპერაცია” ჩაატარეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ “შურისძიების ოპერაცია” ჩაატარეს. მათი თქმით, სომეხმა სამხედროებმა მათ პროვოკაცია მოუწყვეს. მესაზღვრეების ინფორმაციის მიხედვით, სომხეთის სამხრეთით მდებარე სიუნიქის ოლქის კაპანის რაიონის სოფელ ნერქინ-ხანდში სრულად გაანადგურეს სომეხი სამხედროების საბრძოლო პოსტი. აზერბაიჯანის მტკიცებით, მათ ცეცხლი ამ მიმართულებიდან გაუხსნეს. ამას გარდა, უწყების ცნობით, დღეიდან ისინი მსგავს შემთხვევებს უფრო “სერიოზულად” […]

ირანი: ისრაელის შეტევა რაფაზე მათთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა თქვა, რომ ისრაელის შეტევა სამხრეთ ღაზაში რაფაზე მათთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. “ომის დანაშაულების და პალესტინელი ლტოლვილების გენოციდის მასშტაბის გაზრდას მძიმე შედეგები ექნება თელ ავივისთვის” – თქვა ამირ-აბდოლაჰიანმა. 11 თებერვალს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო ოპერაცია განახორციელეს ღაზის სექტორის სამხრეთში რაფას ტერიტორიაზე საიდანაც ორი დატყვევებული ისრაელელი გაათავისუფლეს. ისრაელის შეტევა რაფაზე […]

„არდის“ შეძენის შემდეგ სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ წილი 35.6%-მდე იზრდება

„კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სადაზღვევო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით თანხმობა გასცა. შეტყობინების მიხედვით, სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი განახორციელებს სს არდი დაზღვევის სადაზღვევო პორტფელის 100%-იანი წილის შეძენას“, – ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. ამავე ცნობით, სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ წილი 35.6%-მდე იზრდება. „2023 წელს (11 თვის მონაცემი), სს „არდი დაზღვევის“ მიერ მოხდა 83 […]

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გვარამიას გუნდს შეუერთდა

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელმაც სპორტული კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდ „ახალს“ შეუერთდა. ნიკა გვარამიას თქმით, დათუნაშვილი მისი გუნდის ჩრდილოვანი კაბინეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრია. შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში, მინისტრის პოსტს სწორედ ის დაიკავებს. როგორც გვარამიამ ნეტგაზეთს განუცხადა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კვლავ უნდა გამოეყოს კულტურის სამინისტროს. საქართველოსა და სერბეთის მოჭიდავეთა […]

პოლიტიკო: EU აპირებს ჩინური კომპანიების სანქცირებას რუსეთისთვის დახმარების გამო

ევროკავშირი სურს სანქციები დაუწესოს ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, ინდოეთსა და სერბეთში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს ორმაგი დანიშნულების მქონე საქონლის მიღებაში ეხმარებიან. ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს ბრიუსელში რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით. თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდებიან, ზემოხსენებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტში მოხვდება. ბრიუსელს სურს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი 24 თებერვლამდე დაასრულოს, როდესაც […]

სოსო ჯაჭვლიანი ქაშვეთის ეკლესიიდან ტაშით გამოასვენეს

ცნობილი ქართველი მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი ქაშვეთის ეკლესიიდან მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ტაშით გამოასვენეს. მსახიობს საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა და მას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, საპარლამენტო […]

შინაურ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვის, ევთანაზიის, გამრავლების, რეალიზაციის პირობების და საარსებო გარემოს სტანდარტების კუთხით კანონმდებლობა მკაცრდება და ახალი ტიპის სანქციები შემოდის

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პროექტი მათი სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურის […]

ედო ჯავახიძე – საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა სჭირდება ევროკავშირთან, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება და ეკონომიკური სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს – „ქართული ოცნება“ ამ ინტერესების მიღწევას არ ემსახურება

საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა სჭირდება ევროკავშირთან, რადგან ქვეყანაში უსაფრთხოება და ეკონომიკური სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ღირსეული შემოსავალი, სამუშაო გარემო ჰქონდეს და ქვეყანაში დოვლათი შეიქმნას. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ აღნიშნული ინტერესების მიღწევას არ ემსახურება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა, ედო ჯავახიძემ განაცხადა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ […]

ეკონომიკის სამინისტროში სიმძლავრის მეორე აუქციონზე, პირველთან შედარებით ორჯერ მეტი განაცხადი შევიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2023 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონში 146 განაცხადი შევიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, პირველი აუქციონისგან განსხვავებით, სამინისტროში, დაახლოებით, ორჯერ მეტი განაცხადი შევიდა, რაც კერძო სექტორის დიდ დაინტერესებაზე მიანიშნებს. მისი თქმით, აუქციონის კომისია შეიკრიბება უახლოს […]