სოსო ჯაჭვლიანი ქაშვეთის ეკლესიიდან ტაშით გამოასვენეს

ცნობილი ქართველი მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი ქაშვეთის ეკლესიიდან მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ტაშით გამოასვენეს. მსახიობი საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს ფოტო – ინტერპრესნიუსი

ძეხვეულის საწარმოდან ავტონაწილების ბიზნესში – “მითანას” დირექტორი ახალ კომპანიას ორ კვირაში გახსნის

ძეხვეულის წარმოების შეჩერების შემდეგ „მითანას“ დირექტორმა კახა ყრუაშვილმა სრულიად განსხვავებულ სფეროში გადაინაცვლა. როგორც მან ‘’ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, თითქმის ყველა დეტალი მზად არის და დაახლოებით ორ კვირაში ახალი მაღაზია და ე.წ. შოურუმი გაიხსნება. ყრუაშვილის ინფორმაციით, კომპანია ძირითადად ბიზნესს მოემსახურება – ავტონაწილების მაღაზიებსა და სხვადასხვა კომპანიას, რომელიც ავტონაწილების ბაზარზე ოპერირებს. “სრულიად სხვა სეგმენტში გადავერთეთ. გადავწყვიტეთ, ავტონაწილების ბაზარზე შემოვიდეთ […]

იონათამიშვილი: ლელო არის პარტია, რომელსაც წევრი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მხარდამჭერი

ლელო არის პარტია, რომელსაც წევრი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მხარდამჭერი. ანუ, მათი წევრებიც კი სხვა პარტიას უჭერენ ხოლმე მხარს. შესაბამისად, სრული ფანტასმაგორიაა, როდესაც ლელო ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს. აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობა ერთიმეორის იმედად არის, მაგრამ ეს იმედიც ფუჭია, რადგან ამ ადამიანების ბიოგრაფია, კრიმინალური წარსული და მათი საქართველოს მიმართ მტრობა არის ის, […]

მამუკა მდინარაძე – მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია, რომ ზურაბიშვილმა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, დოკუმენტი გააყალბეს, ძველი რიცხვი დააწერეს – ზურაბიშვილი რადიკალურ, რიგით ოპოზიციონერად გვევლინება

მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია წარმოუდგენელ ფაქტზე, რომ ზურაბიშვილმა მეზობელი, პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, დოკუმენტი გააყალბეს, ძველი რიცხვი დააწერეს – ზურაბიშვილი რადიკალურ, რიგით ოპოზიციონერად გვევლინება, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ ზურაბიშვილმა ალიევს პრეზიდენტად არჩევა 9 თებერვალს მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ტყუილია. „დადასტურებული […]

იმ ჯიშის ძაღლების დადგენილი ნორმების დარღვევით გამრავლება, რომლებიც მომეტებული რისკის კატეგორიაში შედიან, სანქციებს გამოიწვევს – ჯარიმები 30 ჯიშის ძაღლის გამრავლებას ეხება

მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით ინიცირებულ “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტშია ნათქვამია. კანონპროექტით მომეტებული რისკის მქონე ძაღლის 30 ჯიშია განსაზღვრული, კონკრეტულად: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ; ფილა ბრაზილეირო; […]

ძაღლისა და კატის სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში შეყვანა იკრძალება – დაჯარიმებას იწვევს მეტროთი, ავტობუსითა და საბაგიროთი შინაური ცხოველის საბელის გარეშე გადაყვანაც

შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით ინიცირებულ “შინაურ ბინადარ […]

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა

აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ფარჰად აბდულაევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კი – დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აბდულაევმა აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად, ილჰამ ალიევი მომდევნო 7 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულად ითვლება. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. გადაწყვეტილების გამოცხადებისას საკონსტიტუციო სასამართლოს […]

საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. ასეთ შეზღუდვას “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის […]

ცხოველის მიტოვება ფიზიკური პირის 3000 ლარით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის 5000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს – ჯარიმები შემოდის ვაქცინაციის და სხვა სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევაზეც

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის. კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს მეპატრონის […]

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილის, მისი ნათესავების მთავარი ამოცანაა თავად გამდიდრდნენ და ხალხი გაღარიბდეს – მაგიდის გარშემო ადგილების ცვლილება კეთილდღეობას არ გამოიწვევს

ივანიშვილის, მისი ნათესავების, დეიდაშვილების მთავარი ამოცანაა თავად გამდიდრდნენ და ქართველი ხალხი გაღარიბდეს. მამაცაშვილთან დაახლოებული პირის დანიშვნაც ამას ემსახურება, ამიტომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება არა საქართველოს მოქალაქის, არამედ ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის და ასეთი ადამიანების გამდიდრებისკენაა მიმართული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, „მაგიდის გარშემო ადგილების ცვლილება ქართველი ხალხისთვის კეთილდღეობას არ […]