მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული

მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. დოკუმენტში წერია, რომ პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე. სწორედ ამ ანგარიშს დაეყრდნობა ის დისკუსიები, რომლებიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. დოკუმენტში საქართველოზე კიდევ ერთი ჩანაწერია: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შესახებ მნიშვნელოვანი […]

დარეგისტრირდი საჯარო მეტყველების კონკურსზე და გამოცადე შენი შესაძლებლობები – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. უკვე 12 წელია, ფინანსური ინსტიტუტი „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) მიერ ორგანიზებული საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1 მარტამდე უნდა მიმართონ British Corner-ის წარმომადგენლებს ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected], საჯარო მეტყველების კონკურსის პირველი ტური 4 და 6 მარტს ჩატარდება, მეორე ტური კი 13 მარტს […]

ცხოველის მიტოვებისთვის ფიზიკური პირი 3000 ლარით, იურიდიული პირი კი 5000 ლარით დაჯარიმდება

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პროექტი მათი სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურის […]

2023 წელს ევროკავშირში 6,3 მლნ კომერციული ფრენა განხორციელდა

2023 წელს ევროკავშირში კომერციული ფრენების რაოდენობამ 6,3 მლნ შეადგინა, რაც ჯერ კიდევ დაბალია 2019 წლის პანდემიამდე მაჩვენებელზე, რომელიც 7 მილიონი იყო. მონაცემებს ევროსტატი ავრცელებს. ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის ჩათვლით, ფრენების რაოდენობამ თვეში 600 000-ს გადააჭარბა. გასულ წელს ყველაზე მეტი ფრენა ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტმა (453 000) განახორციელა. შემდეგ მოდის პარიზის შარლ დე გოლი (451 000) და […]

ცხოველების წამებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე შესაძლოა, სისხლის სამართლის კანონმდებლობა გამკაცრდეს

ცხოველების წამებასა და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე შესაძლოა, სისხლის სამართლის კანონმდებლობაც გამკაცრდეს. “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ პროექტი ფარგლებში პარლამენტში ინიცირებულია “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლები დგინდება. უფრო კონკრეტულად, შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული ოპერაციის ჩატარება არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე, რამაც მისი სხეულის მძიმე დაზიანება ან დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის […]

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ისრაელმა ექსპანსიონისტურ ამბიციებზე უარი უნდა თქვას

ისრაელმა ექსპანსიონისტურ ამბიციებზე უარი უნდა თქვას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თუ ისრაელს გრძელვადიანი მშვიდობა სურს, მან თავისი ექსპანსიონისტური ამბიციების განხორციელება უნდა შეწყვიტოს და 1967 წლის საზღვრებზე დაფუძნებულ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს არსებობას უნდა დათანხმდეს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის […]

მამუკა მდინარაძე – ადრე იყო ციმბირში გადასახლება, ახლა ხაზარაძემ გააუმჯობესა პირობები და მოსკოვში გადასახლებას გვპირდება

„ლელო“ თავს ჰყიდის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ცდილობს – ადრე ციმბირში გადასახლება იყო, ხაზარაძემ პირობები გააუმჯობესა და მოსკოვში გადასახლებას გვპირდება, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, “ლელო” ცდილობს ამომრჩეველს დააჯეროს, რომ ბარიერს გადალახავს, თუმცა, ის „6 პროცენტიც გაზრდილი და გაბერილია“. „რამდენიმე დღეა ლაპარაკობენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და მოსვლაზე. ცდილობენ […]

მამუკა მდინარაძე – როდესაც ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ მთავრობის ყველა განკარგულება გახდეს საჯარო, ამან ზოგიერთი ადამიანი ძალიან შეაშინა, მათ შორის გახარიას გუნდის წარმომადგენლები

როდესაც ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გახდეს საჯარო, ამან ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც გახარიას გუნდს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში თუ მის გარეთ, – ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას მთავრობის განკარგულებების გასაჯაროების შესახებ. მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი მედია და […]

მას შემდეგ რაც დამატებითი რესურსის სახით ონკოპაციენტებისთვის , საბაზისო 25 000 ლარიანი ცალკე პაკეტი გამოიყო , ვიღაცები ცდილობენ, ეს ძალიან კარგი ამბავი პირიქით შეატრიალონ

მას შემდეგ რაც დამატებითი რესურსის სახით ონკოპაციენტებისთვის , საბაზისო 25 000 ლარიანი ცალკე პაკეტი გამოიყო , ვიღაცები ცდილობენ, ეს ძალიან კარგი ამბავი პირიქით შეატრიალონ როგორც აქამდე არ ტოვებდა სახელმწიფო ონკოპაციენტს ყურადღების მიღმა, ისევე გაგრძელდება, უბრალოდ ამ ყურადღებას კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი, პოზიტიური ამბავი, ახალი 25000 ლარიანი პაკეტი დაემატა, იმისათვის, რომ თავიდან ვისაც რა დაჭირდება […]

როდესაც ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გახდეს საჯარო, ამან ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც გახარიას გუნდს წარმოადგენენ

როდესაც ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გახდეს საჯარო, ამან ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც გახარიას გუნდს წარმოადგენენ როდესაც ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გახდეს საჯარო, ამან ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც გახარიას გუნდს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში თუ მის გარეთ, – ასე […]