კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სადაზღვევო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით თანხმობა გასცა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, შეტყობინების მიხედვით, სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი განახორციელებს სს „არდი დაზღვევის“ სადაზღვევო პორტფელის 100%-იანი წილის შეძენას. მათივე ცნობით, 2023 წელს (11 თვის მონაცემი), სს „არდი დაზღვევის“ მიერ მოხდა 83 744 974 ლარის პრემიის მოზიდვა. „პრემიის 81.3%-ს შეადგენს სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის რეალიზაციის შედეგად მოზიდული პრემია, 9.2%-ს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (გარდა […]
განათლების სამინისტრომ გრუნის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, მარიამ ლაშხი, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გრუნის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, მარიამ ლაშხი, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მარიამ ლაშხი რამდენიმე ათეული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია, მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია SCOPUS-ის და ELSEVIER-ის წამყვან სამეცნიერო ბაზებში განთავსებულ ჟურნალებში, მათ შორის, ერთი – მონოგრაფიის სახით. […]
საქართველო ევროპაში მე-4 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტებისთვის ღამით უსაფრთხოდ გადაადგილებაა უზრუნველყოფილი

სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად. გვერდზე World of Statics გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო მე-4 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა […]
Mall of Berlin-ში Cnick-ის მაღაზია გაიხსნა

Cnick-ის გუნდმა ბერლინში, Mall of Berlin-ში უნიკალური დიზაინის მაღაზია გახსნა, სადაც მომხმარებელს მრავალფუნქციურ ჭკვიან ბეჭედს შესთავაზებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Cnick-ის დამფუძნებელი კობა ცერცვაძე ავრცელებს. მისი თქმით, Cnick-ის შოურუმის უნიკალური დიზაინი ხაზს უსვამს Cnick-ის გუნდის განსაკუთრებულ ხედვებს. Cnick-ის გუნდმა მრავალი დაბრკოლების და სირთულის გადალახვის შემდეგ, ბერლინის გულში, კონკრეტულად კი Mall of Berlin-ში გავხსენით უნიკალური დიზაინის მქონე […]
Skillwill-მა ავატარის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა

20 თებერვლის ჩათვლით, შეიმუშავე რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის ავატარი, რომელიც თანხვედრაში იქნება სქილვილის მისიასთან, მიზნებთან და ვიზუალურ სტილთან. გაეცანი ბრენდბუქს: https://bit.ly/3HR6GvI კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე მონაწილეებმა 22 თებერვლის ჩათვლით უნდა შექმნან ავატარის 2D კონცეფცია, მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა კი, 29 თებერვლის ჩათვლით, 3D ავატარის საბოლოო ვერსია უნდა წარმოადგინონ. გიზიარებთ მახასიათებლებს, რომელიც უნდა […]
დარეგისტრირდი საჯარო მეტყველების კონკურსზე და გამოცადე შენი შესაძლებლობები – პროექტის მხარდამჭერი “საქართველოს ბანკია”

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. უკვე 12 წელია, ფინანსური ინსტიტუტი „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) მიერ ორგანიზებული საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1 მარტამდე უნდა მიმართონ British Corner-ის წარმომადგენლებს ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected], საჯარო მეტყველების კონკურსის პირველი ტური 4 და 6 მარტს ჩატარდება, მეორე ტური კი 13 მარტს […]
Phubber-ი ყაზახეთსა და უზბეკეთში შედის – სტარტაპის 2024 წლის გეგმა

სამოსისა და აქსესუარების ყიდვა-გაყიდვის ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა Phubber ახალი ბაზრების ექსპანსიას აგრძელებს. სომხეთსა და აზერბაიჯანში სტარტაპის გაშვების შემდეგ დამფუძნებლები 2024 წელს ყაზახეთსა და უზბეკეთში შესვლას გეგმავენ. კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ ამ ქვეყნებში კომპანიები უკვე დარეგისტრირებულია, ასამოქმედებლად კი ხელსაყრელ დროს ელიან. „ზუსტად ვიცით, რომ 2024 წელს ამ ორ ქვეყანაში შევალთ, რადგან იქ პოტენციალს ვხედავთ […]
BLOOMBERG: ტანკერების ნახევარმა რუსეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება შეწყვიტა

Bloomberg-ის ინფორმაციით, 50 ტანკერიდან დაახლოებით ნახევარმა, რომლებიც 2023 წლის ოქტომბრიდან აშშ-ს სანქციებს ექვემდებარებიან, რუსეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება შეწყვიტა. როგორც გამოცემა წერს, ეს ადასტურებს, რომ შეზღუდვების გამკაცრება მოსკოვზე ზეწოლას რეალურად ზრდის. ამასთან, Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში 14 ტანკერი, რომლებსაც რუსული ნავთობი ინდოეთში გადაჰქონდათ, გადადიოდნენ დრეიფზე ან სინგაპურის აღმოსავლეთით წყლებში უშვებდნენ ღუზას. გამოცემის ინფორმაციით, დანიშნულების […]
TI: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მრჩევლად „ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენი დაინიშნა

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჯდენ კუპრაშვილის მრჩეველად დანიშნული ვასილ ბაბლუანი „ქართულ ოცნებასთან“ და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენია, აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“. ორგანიზაციამ შესაბამისი კვლევა დღეს, 13 თებერვალს გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ვასილ ბაბლუანი: · 2018 წელს ბიზნესპარტნიორებთან ერთად იყო „ოცნების“ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის კამპანიის შემომწირველი; · არის „საპარტნიორო ფონდის“ და სახელმწიფო პროგრამის — „აწარმოე საქართველოში“ […]
მდინარაძე: კობახიძის პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში იქნებოდა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ არ მიიღებს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას. მდინარაძის თქმით, კობახიძის “პოლიტიკური განაცხადი იყო ის, რომ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში იქნებოდა”. ის ასევე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობას კონფერენციაში და ამბობს, რომ პრეზიდენტი “მორიგ ჯერზე არღვევს კონსტიტუციას და რადიკალიზმს აღვივებს”. “ერთ-ერთი რიგითი ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერი, რომელსაც ჯერჯერობით ფორმალურად […]