,,დღის ანეგდოტი!“ – რას წერს გახარიას პარტიაზე ნოდარ მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციოს ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სოციალირ ქსელში წერს: ,,დღის ანეგდოტი! გიორგი გახარიას პარტიის მტკიცებით ტვ პირველი ეხმარება, “კორუმპირებილ მოქმედ პრემიერს (კობახიძეს) პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში” თურმე არ უნდა, გაიხსენოს ჟურნალისტმა, რომ გახარიამ დაიწყო განკარგულებების დამალვა, ვებ გვერდის რეკონსტრუქციის მოტივით – მთავრობის სტრატკომი სად არის ვებ გვერდი იქნებ გვითხრათ, 2020 წელს რომ დაიწყეთ განახლება? გახარია, რომ პრემიერი […]
„ადამიანები, სამი თვე რომ ვარჯიშობდნენ, თვლიდნენ, რომ დამოუკიდებლად ფრენა შეეძლოთ. ეს აღარ იქნება” – ირაკლი კაპანაძე

თითქმის 18-თვიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოში პარაპლანით ფრენები სამ ლოკაციაზე – გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში აღდგა. ახალი დადგენილებით ფრენების აღდგენამდე პილოტებს შესაბამისი ლიცენზია უნდა მიეღოთ. რამდენმა პილოტმა გაიარა სერტიფიცირების პროცესი და რა მდგომარეობაა კომერციული ფრენების მიმართულებით თემაზე საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კაპანაძემ მედია ცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში ისაუბრა. მისი თქმით დღეის მდგომარეობით საქართველოში სერტიფიცირება 90-მდე მფრინავს […]
საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, სადაც ტურისტებისთვის ღამით გადაადგილება უსაფრთხოა

სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად. გვერდზე World of Statics გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო მე-4 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა […]
სენატმა მიიღო $95-მილიარდიანი პაკეტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს

აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი. მიღებული პაკეტი მოიცავს $60 მილიარდს უკრაინის, $14.1 მილიარდს ისრაელის, 4.8 მილიარდს კი ინდო-წყნარ ოკეანეთში პარტნიორების, მათ შორის, ტაივანის მხარდასაჭერად. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია 9.2 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ახლა კანონპროექტი განსახილველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გაიგზავნება, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. […]
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშში ივანიშვილი “პრორუს ოლიგარქად” არის ნახსენები

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) 2024 წლის ანგარიშში საქართველოს ყოფილი პრემიერი, ქართული ოცნების ამჟამინდელი ე.წ. საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც “პრორუსი ოლიგარქი” და ნათქვამია, რომ ის პასუხისმგებელია ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე. “რუსეთმა, შესაძლოა ვერ შეძლო საკუთარ ბანაკში ჩაერთო საქართველო, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთი, თუმცა ის კვლავ ცდილობს მათი დასავლური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლას. საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი, […]
უკრაინაში რუსეთმა პირველად ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა

რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთმა პირველად 3M22-ის ტიპის ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, რუსეთის მხარემ ანტისატანკო ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტა 7 თებერვალს გაუშვეს. Kyiv Independent-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 50 ადამიანი დაშავდა. მოსკოვს აქამდე რუსეთის არსენალში არსებულ ცირკონის ჰიპერბგერით რაკეტაზე გავრცელებული აქვს […]
მდინარაძე ასახელებს მიზეზს, რის გამოც არ ქვეყნდებოდა ღარიბაშვილის განკარგულებები

პარტია “ქართული ოცნების” საპარალამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შედეგია, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებები არ ქვეყნდებოდა საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის თქმით, პრემიერობის დროს გიორგი გახარიამ გადაწყვიტა, რომ აღარ გამოქვეყნებულიყო განკარგულებები და ამას საბაბად დაურთო ვებსაიტის განახლების მოტივი. გახარია 2021 წლის 18 თებერვლამდე იკავებდა პრემიერის […]
მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული

მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქადაა მოხსენიებული. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ მნიშვნელოვანი შეშფოთებებისა: “მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ჩათრევა საკუთარ ბანაკში, ის მაინც არ აკლებს მცდელობებს, რომ ამ ქვეყნების დასავლურ ინტეგრაციას ხელი შეუშალოს. პრორუს […]
კორპუსში, 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მეზობლების თანხმობით იქნება დასაშვები – ჯარიმები და ახალი კანონპროექტის დეტალები

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის – ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების […]
„საქართველოს ბანკი“ მსურველებს საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ბანკი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. მათივე ცნობით, უკვე 12 წელია, ფინანსური ინსტიტუტი „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) მიერ ორგანიზებული საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია. „კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1 მარტამდე უნდა მიმართონ British Corner-ის წარმომადგენლებს ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected], საჯარო მეტყველების კონკურსის პირველი ტური 4 და 6 მარტს ჩატარდება, მეორე […]