თბილისში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება

თბილისში, სამგორის რაიონსა და პატარა ლილოს დასახლებაში, N127 და N215 სკოლების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სკოლების სრული რეაბილიტაცია თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და შენობების სრულ კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, სკოლებში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. თბილისის საკრებულოს განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესს თბილისის საკრებულოს […]
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ მერიის თანამშრომელს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს

“ფორმულას” ინფორმაციით, ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ თბილისის მერიის თანამშრომელს, გიორგი ვახტანგაშვილს პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. ვახტანგაშვილს კვლავ ბრალდებულის სტატუსი აქვს და მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაგრძელდება. ვახტანგაშვილი თბილისის მერიაში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით იყო აღძრული, რაც ითვალისწინებს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის […]
ბიტკოინის ფასმა 2021 წლის შემდეგ $50 000-ს პირველად გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა 2021 წლის დეკემბრის შემდეგ $50 000-ს პირველად გადააჭარბა. ამის შესახებ MarketWatch წერს. CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის კურსი სამშაბათის ვაჭრობის დროს 0,2%-ით, 49943 დოლარამდე იზრდება. წინა დღით, კვოტებმა $50 211-ს მიაღწია, მაგრამ ვაჭრობის ბოლოს ზრდა შესუსტდა. ბოლო შვიდი სესიის განმავლობაში კრიპტოვალუტა 11%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც 2023 წელს ორნახევარჯერ გაიზარდა. კრიპტოვალუტის ბირჟის Coinbase Global Inc.-ის […]
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური მიწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციისგან მიიღო და შესაბამისად, მონაწილეობის მიღებას აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს პრეზიდენტმა ოფიციალური მიწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციისგან მიიღო და შესაბამისად, მონაწილეობის მიღებას აპირებს. 2024 წლის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში კიდევ ერთხელ განიხილება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევები. მიმდინარე წელს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია დაარსების 60 წლისთავს აღნიშნავს.
ლევან დავითაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გამართა

დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზიოუდის და საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუის შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა საამიროების უმაღლესი თანამდებობის პირებთან ორი ქვეყნის ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს ეკონომიკური კავშირები არაბთა გაერთიანებულ […]
საქართველო არის ქვეყანა, სადაც როგორც ჩვენი, ასევე, საქართველოში ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს

საქართველო არის ქვეყანა, სადაც როგორც ჩვენი, ასევე, საქართველოში ჩამოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ორგანიზაცია numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად. „საქართველო არის ქვეყანა, სადაც როგორც ჩვენი, […]
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით გასამართლებული მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი სასჯელს სახლში მოიხდის – მას საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, მსჯავრდადებულ გიგა გიგაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებითაა გასამართლებული, სასჯელს სახლში მოიხდის. მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინა პატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო. როგორც ვახტანგაშვილის ადვოკატმა კახა წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, მისი დაცვის […]
ნათია მეზვრიშვილი პრემიერს -კორუფციას ებრძვით? – შექმენით საგამოძიებო კომისია და გაუშვით სახლში კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე და მურუსიძე – დაიბარეთ გენერალური პროკურორი პარლამენტში

მივმართავთ პრემიერ-მინისტრს: კორუფციას ებრძვით? – დაიწყეთ გამოძიება, შექმენით საგამოძიებო კომისია და გაუშვით სახლში კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე და მურუსიძე, -ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ის „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, დაიბაროს გენერალური პროკურორი პარლამენტში და დაიწყოს გამოძიებები დანაშაულის არაერთ ფაქტზე. ნათია მეზვრიშვილი ასევე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეიქმნას რეალურად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო ბიურო და მისი […]
გიორგი კახიანი – სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები უკვე აღარ მიკვირს – პრეზიდენტობის განმავლობაში, სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები მე უკვე აღარ მიკვირს – სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს პრეზიდენტობის განმავლობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მთავრობის თანხმობის გარეშე საქართველოს პრეზიდენტის მიუნხენის კონფერენციაზე დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა. მისივე თქმით, ის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტის განხორციელებაზე მთავრობის მხრიდან თანხმობა არ ექნება გასაკვირი არ არის, რადგან პრეზიდენტი […]
ანალენა ბერბოკი – ისრაელმა რაფაჰის მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო დერეფნებით უნდა უზრუნველყოს

ისრაელმა რაფაჰის მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო დერეფნებით უნდა უზრუნველყოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ისრაელის მთავრობის მიერ რაფაჰში დიდი სახმელეთო სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ გაკეთებული განცხადებით“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა. ანალენა ბერბოკი ბერლინში პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, რიად ალ-მალიკის შეხვდა. „რა თქმა უნდა, სრულიად ნათელია, რომ […]