რუსეთთან საზღვარი შესაძლოა, ესტონეთმაც დაკეტოს

ევროკავშირის და ნატოს წევრი ესტონეთის მთავრობამ შესაძლოა, დროებით დაკეტოს რუსეთთან საზღვარი. მიზეზი რუსეთის მხრიდან მიგრაციული კრიზისის შექმნის მცდელობაა. ესტონეთის პოლიციის და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო კვირებში რუსეთი ესტონეთთან საზღვრისკენ შეგნებულად უშვებს უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე კანონიერად შესვლის უფლება. დეპარტამენტი ესტონეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თუ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები გაგრძელდება, […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაშვებული 9 დრონი ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაშვებული 9 დრონი ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში 2, ვორონეჟის ოლქში 1 და შავი ზღვის თავზე 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ქალბატონი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“წვიმა და ტემპერატურის კლება” – ხვალიდან ამინდი შეიცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 თებერვალს, საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად, ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. თბილისში 14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 14 თებერვალს დღისით +20, […]
იტალიაში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ტელეფონების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ამ დრომდე, ეძებენ კიდევ ერთ თანამზრახველს. იტალიური მედიის ცნობით, 29 და 31 წლის ქართველებმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 3 ტელეფონი მოიპარეს. ქართველები მაღაზიის დაცვამ იმ დროს დააკავა, როდესაც მოპარულ ტელეფონებს ქურთუკის ჯიბეში მალავდნენ და მაღაზიის დატოვებას ცდილობდნენ. მათ 4-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
დღეს +24 გრადუსი იქნება – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

14 თებერვალს ქუთაისში +24 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს […]
წყალი ხვალ დილამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი შეუწყდება, ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს: 14 თებერვალს 21:00 საათიდან 15 თებერვლის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის რაიონში: ქერჩის ქუჩას.
2023 წელს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და სათაფლია იყო

2023 წელს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი და სათაფლია იყო. აღნიშნულის შესახებ სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობა. კერძოდ, 2023 წელს პრომეთეს მღვიმემ 230 677 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 49 917 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 180 760 პირი იყო. 2023 წელს მარტვილის კანიონმა 228 […]
დეკანოზი პეტრე: ჩემთვის დასჯა არ არის ეკლესიიდან წასვლა, ჩემთვის დასჯაა მონობაში დარჩენა

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებას ფორმულასთან ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის დასჯა მონობაში დარჩენაა და არა ეკლესიიდან წასვლა. დეკანოზი ამბობს, რომ მას არ მოეწონა სტალინის ხატი სამების ტაძარში. მისივე განცხადებით, ყურმოჭრილი მონა არ არის, ყველას ყველაფერში ბრმად დაეთანხმოს. დეკანოზი საუბრობს მის და მისი ოჯახიის წინააღმდეგ მუქარებზეც. “ჩემი განცხადებები ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ რაღაცებს […]
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე – როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რომ გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის წარმოება

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, აბსოლუტურად აუცილებელია, როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის წარმოება და გამოვაცოცხლოთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია, – ამის შესახებ გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა. მისი თქმით, ნატო ახორციელებს თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმას, რომელზედაც ლიდერები ვილნიუსში შეთანხმდნენ, რათა დააჩქაროს ერთობლივი შესყიდვები, გაზარდოს წარმოების შესაძლებლობები და […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

14 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ღვინის აღმართის, რუისის, ჯორბენაძის, მეტეხის, ფერიცვალების, ჩეხოვის, ისნის და ურბნისის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადარეიშვილის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო […]