სომეხთა ეკლესია მირქმას ზეიმობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს მირქმას ულოცავს. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს. „დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ საუფლო ქრისტიანულ დღესასწაულს, მირქმას აღნიშნავს, როცა იესო იერუსალიმის ტაძრად მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა, სვიმეონ მართალმა იხილა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას […]

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, მეორე მცდელობით შეძლო შიდა უსაფრთხოების მინისტრ ალეხანდრო მაიორკასისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მხარდაჭერა. ამ ფედერალური უწყების კომპეტენციაშია საზღვრების დაცვაც. რესპუბლიკელები მაიორკასს ადანაშაულებენ კონგრესისთვის ყალბი ცნობების მიწოდებასა და იმიგრაციასთან დაკავშირებული კანონების შეუსრულებლობაში, რამაც მათი აზრით, გამოიწვია ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების სარეკორდო ნაკადი. ალეხანდრო მაიორკასი და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია რესპუბლიკელების […]

ჯო ბაიდენი – დონალდ ტრამპის განცხადება ნატო-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით სისულელეა, სამარცხვინოა, არაამერიკულია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატო-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება სისულელე, სამარცხვინო და არაამერიკულია. „ისტორიაში არცერთ სხვა პრეზიდენტს არ მოუხრია ქედი რუსი დიქტატორის წინაშე. ეს სისულელეა. ეს სამარცხვინოა. ეს საშიშია. ეს არაამერიკული”, – აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, ტრამპის კომენტარი კიდევ უფრო ხაზს უსვამს, როგორი აუცილებელია აშშ-ის მიერ მოკავშირეებისთვის 95 მილიარდი დოლარის […]

მედია – მძევლების გათავისუფლების საკითხზე კაიროში გამართული მოლაპარაკებები პროდუქტიული და სერიოზული იყო

მძევლების გათავისუფლების საკითხზე კაიროში გამართული მოლაპარაკებები პროდუქტიული და სერიოზული იყო, მაგრამ ჯერჯერობით არ მომხდარა ისეთი გარღვევა, რომელიც საბოლოო შეთანხმების მიღწევას გამოიწვევდა, – ამის შესახებ CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. ტელეკომპანიის წყაროების განცხადებით, მოლაპარაკებები გაგრძელდება. მათი განმარტებით, მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებში მხარეებს შორის უთანხმოების გამორჩეული სფეროა პალესტინელი პატიმრების თანაფარდობა მძევლებთან, რომლებიც შეთანხმების ფარგლებში უნდა გათავისუფლდნენ. […]

მედია – რუსეთმა ძებნა 100 ქართველზე გამოაცხადა, მათ შორის არიან ალეკო ელისაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, დომენიკ მანგო

რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა 100 ქართველი, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს ბრძოლაში ადანაშაულებენ, – ინფორმაციას „მედიაზონა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზაში, ძებნილი უცხოელების ერთ-ერთი ყველაზე დიდ ჯგუფს უკრაინის მხარეს მებრძოლი „დაქირავებული სამხედროები“ წარმოადგენს. „მედიაზონამ“ საძიებო მონაცემთა ბაზაში 36 ქვეყნიდან 396 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც იძებნიან როგორც „დაქირავებული“ მებრძოლები. აქედან ყველაზე დიდ […]

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მინისტრის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მინისტრის, ალეხანდრო მაიორკასის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, რეზოლუცია 214 ხმით 213-ის წინააღმდეგ მიიღო. აღსანიშნავია, რომ მაიორკასის იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა „დემოკრატებთან“ ერთად სამმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმაც მისცა. „რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ მაიორკასმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები და გადაცდომები სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით. მაიორკასსთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს […]

ალექსანდრ სირსკი – უკრაინა, მტრის გამოფიტვის მიზნით, თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარება მძიმეა და უკრაინა, მტრის გამოფიტვის მიზნით, შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა. „შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებაზე გადავედით. ჩვენი ოპერაციის მიზანია მტრის გამოფიტვა, მაქსიმალური დანაკარგის მიყენება,“ – აღნიშნა სირსკიმ. მისი თქმით, განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს კუპიანსკის მიმართულებით, სადაც რუსული ძალები ცდილობენ, ნებისმიერ ფასად აიღონ კუპიანსკი […]

“საცოლე ყოფილხარო და “კოსმეტიჩკა” დააძრო ჩანთიდან, პუდრიც კარგად შემომაყარა…” – გოჩა მირცხულავა –

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა: “წლების წინ, 14 თებერვალს, სრულიად ახალგაზრდა ყმაწვილი, იმ დროინდელი ცხაკაიადან თბილისკენ ვმგზავრობ, იკარუსით. ფანჯარასთან კი ვზივარ მაგრამ გვერდზე მიზის ქალბატონი – მინა (ასე გამეცნო, ალბათ მინადორა ერქვა, იქნებოდა ასე, 35-37 წლის) ნახევარი თეძო ბარძაყი ჩემს ფეხზე უდევს და მიჭყლეტილი ვყავარ, მეორე ნახევარი კი ავტობუსის კორიდორში აქვს შლაგბაუმად. ვინმე რომ გაატაროს ღრმად უნდა […]

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: “ლაიფციგს” გოლი არ ჩაუთვალეს, “რეალმა” გაიმარჯვა – “სიტი” ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. „რეალმა“ ბელინგემის გარეშე სტუმრად „ლაიფციგს“ 1:0 სძლია. მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით და აგრესიულად შეუტიეს, გაიტანეს კიდეც, მაგრამ გოლი წესების დარღვევის გამო არ ჩაუთვალეს. „სამეფო გუნდმა“ მეტოქის იერიშები მოიგერია და შესვენების შემდეგ ბრაიმ დიასმა დიდებული გოლით დააწინაურა. დარჩენილ დროში გერმანულმა გუნდმა რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე […]

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: “ლაიფციგს” გოლი არ ჩაუთვალეს, “რეალმა” გაიმარჯვა – “სიტი” ცალი ფეხით მეოთხედფინალშია

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. „რეალმა“ ბელინგემის გარეშე სტუმრად „ლაიფციგს“ 1:0 სძლია. მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით და აგრესიულად შეუტიეს, გაიტანეს კიდეც, მაგრამ გოლი წესების დარღვევის გამო არ ჩაუთვალეს. „სამეფო გუნდმა“ მეტოქის იერიშები მოიგერია და შესვენების შემდეგ ბრაიმ დიასმა დააწინაურა. დარჩენილ დროში გერმანულმა გუნდმა რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ლუნინი და […]