2022 წლიდან დღემდე დედაქალაქში ვანდალიზმის 963 ფაქტი დაფიქსირდა

2022 წლიდან დღემდე, დედაქალაქში ვანდალიზმის 963 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე აცნობა. უფრო კონკრეტულად, მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში, თბილისში ვანდალიზმის 428 შემთხვევა აღირიცხა, 2022 წელს კი, ქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანების 535 ფაქტი დაფიქსირდა. ვანდალიზმის ფაქტების მნიშვნელოვანი წილი პარკებისა და სკვერების ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე მოდის. ამასთან, როგორც კონკრეტულად ისნისა და სამგორის […]
მეპატრონეებმა შინაური ცხოველის რეგისტრაცია 2025 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა უზრუნველყონ – ამ ვადამდე, სამზე მეტ შინაური ცხოველის რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ გავრცელდება

შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონეებმა მათი რეგისტრაცია – იდენტიფიკაცია, რა ვალდებულებაც „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტით შემოდის, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა უზრუნველყონ. იგივე დრო და ვალდებულება ეძლევათ ძაღლებისა და კატების მიმკედლებელ პირებსაც. აღსანიშნავია, რომ იმ მეპატრონეების მიმართ, რომელთაც სწორედ 2025 წლის 1-ელ ივლისამდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველი ეყოლებათ რეგისტრირებული, […]
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის 2 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ მოაწერეს. „მემორანდუმი ითვალისწინებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის […]
სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სოფელ ლიბანში, რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საამქროს შიდა პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი იქნა აღმოჩენილი. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია […]
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, დუბაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტში მონაწილეობს. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრ აჰმედ ბელჰოულ ალ ფალასთან. „მხარეებმა ქვეყნებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა […]
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სასამართლომ ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი საწარმოს დირექტორთან და ცნობილი კომპანიების […]
მარნეულის მუნიციპალიტეტმა, მშვილდოსნობაში, ახალგაზრდებს შორის 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. მარნეულის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატი ჩატარდა „კლასიკური მშვილდის“ კაცების და ქალების კატეგორიაში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 21 წლამდე ასაკის მშვილდოსნები. „გოგონების და ბიჭების კატეგორიაში ფინალისტებს შორის, გათამაშდა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მშვილდოსნობის დამფუძნებლის გიორგი გორდეზიანის სახელობის თასი, რომლის […]
„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრაღაში შეხვედრებს მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრაღაში შეხვედრებს მართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, იგი საქართველო-ჩეხეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ონდრეი კოლარს შეხვდა. „კოლარი ჩეხეთის პარლამენტის წევრია პარტია „ტოპ-09“-დან, რომელიც მმართველ კოალიციაში შედის. საუბრის თემა საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე გადასადგმელი რეფორმები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია. ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს […]
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი დიდი შეტევა შესაძლოა, მარტში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს – ჯოზეფ ბორელი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი დიდი შეტევა შესაძლოა, მარტში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყოს. როგორც ბორელმა აღნიშნა, უკრაინაში ვიზიტისას მან დაინახა, რომ ხალხი მტკიცეა ბრძოლის გაგრძელების თვალსაზრისით და რუსი ჯარისკაცებისგან განსხვავებით, უკრაინელებმა იციან, რისთვის იბრძვიან, აქვთ საკმარისი მოტივაცია. „თუმცა, ისინი ამას ვერ შეძლებენ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს. […]
„საპროექტო არეალში, გრძელდება მიწის მოწყობის სამუშაოები“ – როგორია Yuksel Proje-ის ბათუმის კუნძულის პროექტი?

ბათუმში, კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდში“ აცხადებენ, ამ დროისთვის ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, საპროექტო არეალში, გრძელდება მიწის მოწყობის სამუშაოები. კომპანიის ინფორმაციით, კუნძულის დაპროექტება თურქეთში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიის Yuksel Proje-ის მიერ განხორციელდა. განაშენიანების გეგმა კი ბრიტანულმა Aroup Group-მა შეიმუშავა. „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბათუმის ზღვისპირა სივრცეში „ბარცხანასა“ და „თამარის“ დასახლების 2,5X1,5 […]