ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 2 მედალი მოიპოვა. 55 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა რამინ შამილიშვილმა ევროპის ვიცეჩემპიონობა იზეიმა. ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 111 კგ დაძლია, აკვრაში – 130 და ორჭიდში მოგროვებული 241 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ რ. შამილიშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. 2023 წელს მეორე […]

ანტონიო გუტერეში – კლიმატი და კონფლიქტი გლობალური სასურსათო კრიზისის წამყვანი მამოძრავებელი ფაქტორებია – სადაც ომები მძვინვარებს, შიმშილი ბატონობს

კლიმატი და კონფლიქტი გლობალური სასურსათო კრიზისის წამყვანი მამოძრავებელი ფაქტორებია, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. „კლიმატი და კონფლიქტი ჩვენი გლობალური სასურსათო კრიზისის ორი წამყვანი მამოძრავებელი ფაქტორია. სადაც ომები მძვინვარებს, შიმშილი ბატონობს – იქნება ეს ხალხის გადაადგილების, სოფლის მეურნეობის განადგურების, ინფრასტრუქტურის დაზიანების, თუ შეზღუდვის მიზანმიმართული პოლიტიკის გამო“, – განაცხადა ანატონიო გუტერეშმა. ანტონიო გუტერეშმა […]

წალენჯიხაში, ჭიათურაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა. „ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ბენეფიციარები, სერვისს, მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ. სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების […]

2023 წლის განმავლობაში ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის 43 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ 13 შემთხვევაა გახსნილი

2023 წლის განმავლობაში ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის 43 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ 13 შემთხვევაა გახსნილი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, უწყების ცნობით, შემთხვევათა გახსნის პროცენტული მაჩვენებელი 30,23%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის შემთხვევა რაოდენობა მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა. კერძოდ, 2022 წელს შინაგან […]

ქემოკლიძე: გახარიას ნათქვამი “ქართულ-ჯიგრულ პონტში” ტერმინოლოგიის თვალსაზრისით შეცდომა იყო

პარტია საქართველოსთვის პოლიტიკური მდივანი კახა ქემოკლიძე ამავე პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას – “ქართულ-ჯიგრულ პონტში” ტერმინილოგიის თვალსაზრისით შეცდომას უწოდებს. პალიტრანიუსის ეთერში მან თქვა, რომ გახარია ამ განცხადებით რეფერირებას არა კორუფციულ გარიგებაზე, არამედ კორონავირუსის დროს საშვების დაშვებაზე აკეთებდა. “გულწრფელად გეტყვით, ეს განცხადება ტერმინოლოგიის თვალსაზრისით იყო შეცდომა. ამას გეუბნებით, როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი, ყოფილი […]

ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მლნ დოლარი გაათეთრეს – 4 პირი დამნაშავედ ცნეს

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი გაათეთრეს. სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირებს […]

სირსკი: გადავედით თავდაცვით ოპერაციებზე, მიზანია მტრის გამოფიტვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი ამბობს, რომ ფრონტზე რთული სიტუაციაა და უკრაინა დროებით თავდაცვით ოპერაციებზე გადადის. ამის შესახებ სირსკიმ ისაუბრა გერმანულ მედია ZDF-თან. “შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციებზე გადავედით. ჩვენი ოპერაციების მიზანია მოწინააღმდეგის გამოფიტვა, მისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება”. – თქვა სირსკიმ. ახალი მთავარსარდლის თქმით, განსაკუთრებით დაძაბული შეტაკებები მიმდინარეობს კუპიანსკის მიმართულებით, სადაც რუსეთის ძალებს, მისი […]

რუსეთი: გავანადგურეთ უკრაინის გაშვებული 9 დრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში, ასევე შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს უკრაინის გაშვებული 9 უპილოტო საფრენი აპარატი. “დღეს აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მცდელობა ტერორისტული იერიში მიეტანა ცხრა დრონის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. სამორიგეო საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატები ბელგოროდის (ორი უპილოტო საფრენი აპარატი) და […]

“მაკაბიში” ტომასონის დებიუტი შედგა

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრებში ახალი ნატურალიზებული მოთამაშე ჯო ტომასონი იასპარეზებს. 30 წლის გამთამაშებელმა გუშინ “მაკაბის” რიგებში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ისრაელის ჩემპიონატის მატჩში “მაკაბიმ” “აირონ რამათ განი” 92:75 დაამარცხა. ტომასონმა პარკეტზე 11:31 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. შეგახსენებთ, უკანახაზელი “მაკაბიში” გადასვლამდე “გრანადას” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ […]

თურქეთის ოქროს მაღაროში მეწყერი ჩამოწვა – 9 მაღაროელი დაკარგულად ითვლება

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მაღაროში მეწყერი ჩამოწვა, ცხრა მაღაროელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას BBC ავრცელებს. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 400 მაშველი იღებს მონაწილეობას.