საერთაშორისო გამოფენაზე „Fruit logistica 2024“ ქართული მოცვით დაინტერესდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენის „Fruit logistica 2024” ფარგლებში, ქართველმა მწარმოებლებმა შეხვედრები ლურჯი მოცვის შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებთან, მათ შორის, ლურჯი მოცვის მწარმოებელი გერმანული კომპანია Wonderland Farmers და კომპანია Driscolls წარმომადგენლებთან გამართეს. მათივე ცნობით, Driscolls ამერიკული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს. „შეხვედრებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი […]

მედია: ახრა ავიძბას წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზური ბატალიონი პიატნაშკას მეთაურის, ახრა ავიძბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალად ედება მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობა ომის დროს და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმაზე. ტელეგრამ-არხი BRIEF-ი აქვეყნებს დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის აღძრის შესახებ. დოკუმენტი 29 დეკემბრით თარიღდება. მის მიხედვით, ავიძბა გადაიყვანეს სხვა, ახალ “თანაბარ […]

თამარ გაბუნია აუდიტის ანგარიშზე – სასერტიფიკაციო გამოცდა ორიენტირებულია მხოლოდ ცოდნის შეფასებაზე, უნარ-ჩვევების შეფასების მექანიზმი ჩადებული არ არის, შესამუშავებელია – ასევე, ვიზიარებ ხარისხობრივ ნაწილთან დაკავშირებულ შენიშვნას

სასერტიფიკაციო გამოცდა ორიენტირებულია მხოლოდ ცოდნის შეფასებაზე, უნარ-ჩვევების შეფასების მექანიზმი ჩადებული არ არის, განსხვავებით კარგი დასავლური გამოცდილებისგან და შესამუშავებელია ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს განიხილავენ. გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული […]

შემოსავლების სამსახური – საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“-ს მიერ გავრცელებულ კვლევას ეხმაურება და მის საფუძველზე პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს, რომლებიც მსუბუქი ავტომანქანების რეექსპორტის მიმართულებით საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხს ეხება. (https://ifact.ge/sankcirebuli-avtomobilebi-sakartvelodan-rusetamde/) ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ „ამ ე.წ. კვლევაში გამოთქმული ბრალდებები არის უსაფუძვლო და მხოლოდ და მხოლოდ […]

შალვა პაპუაშვილი ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის – საეიმას განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, აგიტა ზარინა-სტურესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ლატვიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების მხარდაჭერისთვის. მან, აგრეთვე, აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლატვიის მონაწილეობის მნიშვნელობა. „შალვა პაპუაშვილის თქმით, ორი ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტებს […]

ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ცფათში 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა

ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ცფათში 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცფათის საავადმყოფო ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ ლიბანიდან რაკეტები ცფათში მდებარე ჩრდილოეთის სარდლობის შტაბ-ბინის მიმართულებით გაისროლეს. „ლიბანიდან ნეტუას, მანარასა და ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე სამხრედრო ბაზის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაფიქსირდა “, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის […]

საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 4.5 მლრდ-ია – აქციების 45.8% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული

2024 წლის იანვარში გლობალური აქციების ბაზრების დინამიკა რეგიონებს შორის განსხვავებული იყო. გასული თვე განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა აშშ-ს აქციების ბაზრისთვის, რომელიც 1.6% გაიზარდა. თუმცა, სხვა რეგიონების ბაზრებზე ფასების კლება დაფიქსირდა. 31 იანვრის მდგომარეობით გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 18.8% იყო. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 45.8% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% ევროპაში. […]

„ბუნებრივია, მონაცვლეობა ხდება ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით და არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით“ – სოსო ფხაკაძე

“ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბენზიგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე პირველ კომენტარს „ბიზნესპარტნიორთან“ აკეთებს. როგორც ცნობილია, იმ ბენზინგასამართი სადგურებიდან ერთ-ერთი, რომელიც „ლაგუნა-ვერეს“ მიმდებარედაა და რომელიც გზის გაფართოების გამო დემონტაჟს დაექვემდებარება, „ვისოლ ჯგუფის“ ბენზინგასამართი სადგურია. როგორც სოსო ფხაკაძე განმარტავს, ადგილმონაცვლეობა ხდება ბიზნესთან კონსულტაციის შედეგად, ბიზნესის ობიექტური ინტერების გათვალისწინებით და არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით. […]

აშშ-მ უარი თქვა პუტინთან მოლაპარაკებაზე უკრაინის გარეშე – „როიტერსი“

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ მხარეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და ფრონტზე ამჟამინდელი ვითარების შენარჩუნება შესთავაზა, იტყობინება „როიტერსი“ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ 2023 წლის ბოლოსთვის პუტინმა საჯაროდ, და ასევე საიდუმლოდ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შუამავლების მეშვეობით, გადასცა ვაშინგტონს შეტყობინება, რომ მზადაა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა განიხილოს, ოღონდ, მხოლოდ იმ პირობით, რომ რუსეთი უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს. „როიტერსის“ […]

19-20 და 22-23 თებერვალს, „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა“ თანამედროვე მხატვრების გამოფენას გამართავს

19-20 თებერვალს, „აბრეშუმის გალერეაში“, FREE ART SPACE GALLERY – „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა“ წარმოგიდგენთ თანამედროვე მხატვრების გამოფენას „ძალა ერთობაშია“. გამოფენის მიზანია გააერთიანოს და ერთ მუჭად შეკრას საქართველოში და ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები. მასში 43 ხელოვანი მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც ორგანიზატორები ამბობენ – „ერთიანობა განაპირობებს ძალას“ FREE ART SPACE GALLERY – „თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეა“ […]