საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს „ჭკვიანი დაფა“ გადაეცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს „ჭკვიანი დაფა“ გადაეცა. საუნივერსიტეტო ცენტრს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინვენტარი, შეუფერხებელი სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად, ბიზნესმენმა, სტუ-ის კურსდამთავრებულმა ზვიად მუკბანიანმა უსახსოვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებას, რომელიც გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ესწრებოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს […]

ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მე-8 სხდომა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი, მე-8 სხდომა გაიმართა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ წევრ ორგანიზაციებს წლების განმავლობაში ფინანსური განათლების პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა ფინანსური განათლების მნიშვნელობას როგორც ქვეყნის, ისე ცალკეული ორგანიზაციების ფინანსური […]

კვების მენიუში საქონლის ჯამური ფასის მითითება მომსახურების ფასს გაზრდის – მაკა ცაბუტაშვილი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ რესტორნებმა მენიუში ფასი დღგ-ის და მომსახურების ხარჯის ჩათვლით უნდა მიუთითონ.

„ეს არის დიდი მიღწევა“ – სტოლტენბერგი უკრაინის ბოლო წარმატებაზე შავ ზღვაში

უკრაინელებმა შეძლეს სერიოზული ზიანის მიყენება რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის – ასე ეხმაურება ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მორიგი რუსული სადესანტო ხომალდის, „ცეზარ კუნიკოვის“ განადგურებას. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინამ შავი ზღვა რუსული გემებისთვის სახიფათო გახადა გასულ წელს. „უკრაინამ რუსეთის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეძლო. მათ, ფაქტობრივად, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილიდან ფლოტის უკან დახევა შეძლეს და […]

„რამშტაინის“ ფორმატის მე-19 შეხვედრა მიმდინარეობს

„რამშტაინის“ ფორმატის მე-19 შეხვედრა გაიხსნა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. ეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინის” ფორმატის) პირველი შეხვედრაა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალების ახალი მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი ესწრება. შეხვედრა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. “მთავარსარდალ სირსკისთან და სამხედრო დაზვერვის მეთაურ ბუდანოვთან ერთად ველით, რომ პროდუქტიული შეხვედრა გვექნება. ფოკუსირებას მოვახდენთ თავდაცვით […]

ქუთაისში, N1 საჯარო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ. სკოლის დაარსებიდან 192-ე სასწავლო წელი ოქროს მედლით სულ 37-მა მოსწავლემ დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. „წარმატებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადავეცით. […]

ჯეფ ბეზოსმა მიმდინარე წელს Amazon-ის 24 მლნ აქცია გაყიდა

Amazon-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა კომპანიის კიდევ 2 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა, როგორც ადრე დამტკიცებული სავაჭრო გეგმის ნაწილი. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) შეტანილი დოკუმენტების თანახმად, ბეზოსმა Amazon-ის 12 მილიონი აქცია გაყიდა 9 და 12 თებერვალს. ქაღალდები გაიყიდა 170,61-იდან 175,34 დოლარამდე ფასებით. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ბეზოსმა 7 და 8 თებერვალს […]

აზერბაიჯანმა სომხეთს 19-20 სექტემბერს ყარაბაღში დაღუპული 173 სამხედროს ცხედარი გადასცა

აზერბაიჯანმა სომხეთს 19-20 სექტემბერს ყარაბაღში დაღუპული 173 სამხედროს ცხედარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და დაკარგული მოქალაქეების სახელმწიფო კომისია ავრცელებს. უწყების განცხადებით, მიესალმებიან სომხური მხარის განცხადებას მათი “მზაობის შესახებ, ითანამშრომლონ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის დადგენის საკითხებში”. გარდა ამისა, როგორც აზერბაიჯანული მხარე აღნიშნავს, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთში 1713 ცხედარი გადაასვენეს, 2022 წლის 12-14 […]

საბო: მუდრიკის ტრანსფერი თაღლოთობა იყო – სუდაკოვი? “შახტარისგან” 100 მილიონად არავის აღარ იყიდიან

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ “შახტარი” 21 წლის ნახევარმცველის გიორგი სუდაკოვის ზაფხულში 150 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავს. სწორედ ამ თანხად შეუძლია მსურველ კლუბს სუდაკოვის გამოსყიდვა. ამ საკითხზე ua-football-თან ინტერვიუში კიევის “დინამოსა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ ისაუბრა. – რას იტყვით გიორგი სუდაკოვის ეპოპეურ ბაზრობაზე, რომელზეც ვაჭრობდნენ, ვერ შეძლეს შეთანხმება, ფასი ვერ დაადგინეს, ბოლოს […]

ამერიკელმა კანონმდებლებმა წარმომადგენელთა პალატაში მაიორკასის იმპიჩმენტი დაამტკიცეს

რესპუბლიკელებით დომინირებულმა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ განმეორებით უყარა კენჭი დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დანიშნულ, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის იმპიჩმენტს. 13 თებერვლის საღამოს, რესპუბლიკელებმა კენჭისყრა მინიმალური უპირატესობით მოიგეს. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საზღვრის უსაფრთხოების და იმიგრაციის პრობლემა წამყვანი საკითხი ხდება. ამერიკის საზღვრების დაცვა იმიგრანტების მასობრივი შემოდინებისგან კი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალეხანდრო მაიორკასის პასუხისმგებლობაა. 214 […]