“ერთხელ არ შეუხედავს ბრძოლისთვის, სულ ლოცულობს” – მერაბ დვალიშვილის ძმის კადრები სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]

ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი კვირას UFC-ის ექსჩემპიონს ორ წონით კატეგორიაში, ჰენრი სეჰუდოს შეხვდება. შესაძლოა, მერაბისთვის ეს ბრძოლა კარიერულად ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომელი შეხვედრა იყო ჩვენებურისთვის ყველაზე პრინციპული. 2023 წლის 12 მარტს დვალიშვილი რუს პიოტრ იანს შეხვდა. შეხვედრამდე იანი თავს იმის უფლებას აძლევდა, რომ მერაბზე დამამცირებლად ესაუბრა. მაგალითად, აბუ-დაბიში, როდესაც მებრძოლები გადაიკვეთნენ, რუსი დვალიშვილის […]
ზელინსკის შემცვლელის შეძენა “ნაპოლის” 18-20 მილიონი დაუჯდება

Calciomercato იტყობინება, რომ “ნაპოლი” “ბოლონიას” ერთ-ერთი ლიდერის შეძენას შეეცდება. გამოცემის ცნობით, ნეაპოლური კლუბი პიოტრ ზელინსკის შემცვლელს აქტიურად ეძებს. თუ ლაზარ სამარჯიჩი (უდინეზე) ისევ ვერ გადაიბირა, მაშინ “ბოლონიას” 24 წლის ნახევარმცველის, ლუის ფერგიუსონის ტრანსფერზე გადაერთვება. ფერგიუსონი შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელია, “ბოლონიამ” 2022 წლის 12 ივლისს “აბერდინისგან” 3 მილიონ ფუნტად შეიძინა, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 24 მატჩში […]
ალეკსანდარ ჯიკიჩი ქართულ მასმედიას კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წარუდგინა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის შეკრება, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, 13 თებერვალს დაიწყო, დღეს კი სერბი სპეციალისტი ალეკსანდარ ჯიკიჩი სასტუმრო “ქორთიართ თბილისში” მასმედიას წარუდგინეს. ჩვენი ნაკრების ახალი თავკაცი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ და გენერალურმა მდივანმა ლაშა გამყრელიძემ წარადგინეს. ჯიკიჩის მისასალმებელი სიტყვა ლაკონიური და საქმიანი იყო: “დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველა თქვენგანს იმ დიდი ინტერესისთვის, […]
დღეს – “შახტარის” ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ორთვიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირები ბრუნდება. “ნაპოლი” – “ბარსელონას” მიმართ დიდი მოლოდინია, თუმცა ეს მატჩი მომდევნო კვირას შედგება. ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო შეხვედრები დღეს როგორც ევროპა ლიგაზე, ასევე კონფერენს ლიგაზე ჩატარდება. მათ შორის ჩვენებურების უშუალო დაპირისპირებაცაა. “შახტარი” გერმანიაში, გატუზოს წინააღმდეგ… გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის (ახალწვეული ლუკა ლაცაბიძე ევროპა ლიგის განაცხადში არაა) “შახტარმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე […]
პოლონურად ითარგმნა და გამოიცა ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, პოლონურად ითარგმნა და გამომცემლობის სონია დრაგას მიერ გამოიცა ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“. მთარგმნელი: მაგდალენა ნოვაკოვსკა. ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ […]
სამტრედიაში საკურას ხეივანი გაშენდება

იაპონელებმა სამტრედიაში საჩუქრად საკურას ნერგები ჩამოიტანეს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცეში საკურას ხეივანი გაშენდება, რაც ქართულ-იაპონური მეგობრობის სიმბოლოდ ჩაითვლება. სტუმრები სამტრედიაში სანიკიძის ღვინის მარანს ეწვივნენ. მათთვის ქართული ღვინის წარმოების და უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების გაცნობა საინტერესო აღმოჩნდა. ასევე, სტუმრები ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ფერხისს” ესტუმრნენ და ქართული ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს გაეცნენ.
გელა ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გელა ბოლქვაძე (82 კგ) კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ბულგარეთის ნაკრების წევრი აიკ მნაცაკანიანი ანგარიშით 9:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილს დასჯერდა იური ლომაძეც. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში […]
ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2024

რას სასჯელს უმზადებს მოსკოვი სოხუმს – აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბიჭვინთის შეთანხმებაზე რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო ქრება თუ არა ოპოზიციაში ერთობის პერსპექტივა – რითია განპირობებული მიუღებლობა და დაპირისპირება კიევი დილემის წინაშეა – რას გამოიწვევს ავდიივკას დაკარგვა * * * რას სასჯელს უმზადებს მოსკოვი სოხუმს – აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბიჭვინთის შეთანხმებაზე რუსეთისგან საპროტესტო ნოტა მიიღო […]
კირილ ბუდანოვი – F-16-ების საკითხი მოგვარებულია – იმედი მაქვს, ისინი უკრაინის ცაზე გაზაფხულზე გამოჩნდებიან

უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების საკითხი უკვე მოგვარებულია, ისინი მალე უკრაინის ცაზე უნდა გამოჩნდნენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „რაც შეეხება F-16-ებს, საკითხი მოგვარებულია, ვფიქრობ, ეს ყველამ იცის. „რამშტაინზე“ საუბარი იყო დეტალებზე, მაგრამ ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა: გადაცემა, ინფრასტრუქტურის მზადყოფნა, ამ თვითმფრინავების მომსახურებისთვის მზადყოფნა, აეროდრომებისა და საავიაციო პერსონალის მომზადება“, […]
დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება – ნახეთ, პროგნოზი

15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი […]