ლატვიის თავდაცვის მინისტრი – ნატო-ს რუსეთთან დიალოგში მკაცრი მიდგომა ესაჭიროება

ნატო-ს რუსეთთან დიალოგში მკაცრი მიდგომა ესაჭიროება, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „ჩვენ ძალის პოზიციიდან უნდა ვიმოქმედოთ და ვისაუბროთ. რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა. ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ, იმის გაგებით, რომ ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“, – განაცხადა ანდრის სპრუდსმა. ანდრის სპრუდსმა აღნიშნა, ალიანსმა პოტენციური აგრესიისგან საზღვრების დაცვა უნდა გააძლიეროს. […]
1 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა აშშ-ში, „სუპერ ბოულის“ აღლუმზე სროლისას

ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა მისურის შტატში, კანზას სიტიში „სუპერ ბოულის“ გამარჯვების შემდგომ აღლუმზე სროლის შედეგად. დაჭრილებს შორის ცხრა ბავშვია — მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პოლიციამ განაცხადა, რომ სროლაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცავი ორგანოს წყარომ CBS News-ს განუცხადა, რომ სროლა, როგორც ჩანს, კამათის შედეგი იყო და ეს არ არის […]
წყლის აბონენტად დარეგისტრირება 1 500-დან 2 500 ლარამდე ძვირდება

1-ლი მარტიდან თვითმმართველი ქალაქებისთვის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება ძვირდება. ამის შესახებ bpn.ge-ის სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა, რევაზ გერაძემ განუცხადა, ცვლილება ძირითადად მსხვილ მომხმარებლებს შეეხო. „ცვლილება ყველა კატეგორიის მომხმარებელს შეეხება, თუმცა ძირითადად მსხვილი მომხმარებლებისთვის გაძვირდება. მცირე დიამეტრით მიერთებულ მომხმარებელზე კი ეს გადაწყვეტილება ნაკლებად იმოქმედებს“, – განაცხადა რევაზ გერაძემ. მისი თქმით, […]
2026 წლიდან ოსკარის დაჯილდოებას საუკეთესო კასტინგის რეჟისორის კატეგორია დაემატება

2026 წლიდან ამერიკის კინოაკადემია ოსკარის დაჯილდოებაზე ახალი კატეგორიის დამატებას გეგმავს. ნომინაციებსა და შესაბამისად ოქროს ქანდაკებებს კასტინგის რეჟისორები მიიღებენ. კასტინგის რეჟისორი პასუხისმგებელია სამსახიობო შემადგენლობის შერჩევაზე. მისი მოვალეობაა ფილმისთვის შეარჩიოს მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები, ასევე მასიურ სცენებში დაკავებული მსახიობები. “აკადემია განაგრძობს წინსვლას. სიამაყით გვსურს განვაცხადოთ, რომ კასტინგის რეჟისორები მომავალში უფრო დაფასდებიან და ჯილდოებს მიიღებენ”. – წერია […]
“პროექტი ბახმაროს პარამეტრებში ჯდება” – გენგეგმის ავტორი “ორბის” პროექტზე

ბახმაროს გენგეგმის ავტორის, გიორგი სულაბერიძის შეფასებით, „ორბი ჯგუფის“ მიერ ბახმაროში წარმოდგენილი პროექტი კურორტის გენერალურ გეგმას ყველა პარამეტრით შეესაბამება. როგორც ურბანისტი და არქიტექტორი, BMG-თან ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნავს, ინვესტორი კომპანია, სახელმწიფო უწყებებთან ერთად წარდგენილ პროექტზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და ყველა დეტალი ერთობლივად შეთანხმდა. მისი თქმით, „ორბის“ მიერ წარდგენილ დოკუმენტზე პრობლემური ის უკანონო მშენებლობებია, რომელიც კურორტზე სუსტი […]
შორენა თეთრუაშვილის თანხმობა; “დიდი ინტრიგნული თამაშები” და ის. რაც სასამართლომ “დახურა” – რას აანონსებს მამალაძის ძმა და ადვოკატი

საპატიმროდან გათავისუფლებული დეკანოზი სიმართლისთვის ბრძოლას აანონსებს, მისი ძმა, თორნიკე მამალაძე კი მედიასთან ამბობს: მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას ამ საქმის უკან რეალურად. ეს არ იქნება უბრალოდ საუბრები, ეს იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია. ჩემს ძმას უკვე იურიდიულადაც აქვს უფლება, ის ფაქტები რაც სასამართლომ დახურა […]
“ბიზნესი თანამშრომლობს “ოცნებასთან”, ცხადია და რა არის ამაში ცუდი?” – კალაძე

11 მილიონი მმართველი პარტიის ანაგრიშზე და 100 ათასი მთელი ოპოზიციური სპექტრის – თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ “ოცნების” ყულაბა სამართლიანად ივსება და ბიზნესს მილიონების ჩუქება საკუთარი სურვილით უნდება. არანაირ კითხვებს არ იწვევს, ეს არის თქვენი სულელური სპეკულაციები. ე.ი. ბიზნესის დიდი ნაწილი თანამშრომლობს “ქართულ ოცნებასთან”, ცხადია და რა არის ამაში ცუდი. როგორც ფიქრობთ, საიდან ფინანსდებიან […]
POLITICO: საამიროებმა აშშ პროირანულ ძალებზე დარტყმების დროს შეზღუდა, ბაზები არ გამოაყენებინა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა აშშ-ს საჰაერო ძალებს ხელი შეუშალეს მათი ტერიტორიიდან ირანიდან მართული მარიონეტული ორგანიზაციების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელებაში. ამის შესახებ ინფორმაციას Politico აშშ-ს ოთხ სხვადასხვა სამხედრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო პერიოდში პროირანულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს სხვადასხვა ამერიკულ სამიზნეებზე, მათ შორის ამერიკელ ჯარისკაცებზე ერაყში, სირიასა და იორდანიაში. ამ იერიშების საპასუხო დარტყმების განხორციელების ბრძანება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა […]
რუსული „სუხოი სუპერჯეტი“ ავარიულად დაეშვა „შერემეტევოს“ აეროპორტში

ავიაკომპანია „რასიას“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავო „სუხოი სუპერჯეტი“ ავარიულად დაეშვა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში. რუსული მედიის ინფორმაციით, ავარიული დაშვება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ძრავის სენსორი გათიშვის შეტყობინება ამოქმედდა. თვითმფრინავმა აფრენიდან, დაახლოებით, 95 წუთში შეძლო აეროპორტში დაშვება. როგორც წესი, ავარიულ დაშვებამდე პილოტები ცდილობენ, თვითმფრინავის საწვავის ავზები მაქსიმალურად დაცალონ, რათა აფეთქების რისკები შეამცირონ. Sukhoi Superjet 100 შექმნილია […]
„კოლორ პაკმა“ შესაფუთ პროდუქციის წარმოებაში სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა და ISO 22 000-ის სერტიფიკატი მიიღო

ქართულმა პოლიგრაფიულმა საწარმომ „კოლორ პაკმა“, 2-წლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, შესაფუთი პროდუქციის წარმოებაში სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა და ISO 22 000-ს სერტიფიკატი მიიღო. სტანდარტის დანერგვის შედეგად, „კოლორ პაკი“ აწარმოებს სპეციალურად საკვები პროდუქტებისთვის განკუთვნილ, ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელ შესაფუთ მასალებს. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების რისკები ნულამდე იქნება დაყვანილი. ISO 22000 არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც […]