ვინ არის ქრისტინა ცირეკიძე: მოდელი, რომელიც 2015 წელს Vogue-ის გარეკანზე მოხვდა და რუსეთს სამშობლოდ მოიხსენიებს – “2005 წლის ჩვენებაზე მან საზოგადოება შოკში ჩააგდო” – Marao

ვინ არის ქრისტინა ცირეკიძე: მოდელი, რომელიც 2015 წელს Vogue-ის გარეკანზე მოხვდა და რუსეთს სამშობლოდ მოიხსენიებს – “2005 წლის ჩვენებაზე მან საზოგადოება შოკში ჩააგდო” – Marao ქართველი მოდელების წარმატება უცხოეთში მედიას ყურადღების მიღმა არასოდეს რჩება. მაგალითად, ბოლო თვეებია ხშირად ვწერთ მატილდა გვარლიანზე, რომელიც ამჟამად ყველაზე წარმატებული მოდელია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატილდა გვარლიანი […]
FT: უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი დაბლოკა

უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი დაბლოკა. ინფორმაციას Financial Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სანქციების რიგით მე-13 პაკეტს, რომლის ფარგლებშიც სანქციები ეკისრებოდა რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების 200-მდე მოქალაქესა და ორგანიზაციას. წყარომ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ უნგრეთმა სანქციების ახალი პაკეტი […]
“მაცარი ზაფხულში აუცილებლად წავა. მოდით, კონტეზე ოცნებას თავი დავანებოთ” – რას აცხადებს ფედელე?

“ნაპოლის” დიდმა გულშემატკივარმა და წარსულში ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ იტალიურ მედიასთან “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა. ფედელემ კომენტარი ვიქტორ ოსიმენზე, აურელიო დე ლაურენტისსა და ვალტერ მაცარის შესახებ გააკეთა. “უნდა ითამაშოს თუ არა ოსიმენმა “ჯენოასთან”? თუ ის ნეაპოლში მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ჩავა, ფორმა უნდა ჩაიცვას და დაუყოვნებლივ მოედანზე შევიდეს. ჩვენ გადამწყვეტ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. რასპადორის და […]
“ორბის” პროექტი ბახმაროს პარამეტრებში ჯდება – გენგეგმის ავტორი

ბახმაროს გენგეგმის ავტორის, გიორგი სულაბერიძის შეფასებით, „ორბი ჯგუფის“ მიერ ბახმაროში წარმოდგენილი პროექტი კურორტის გენერალურ გეგმას ყველა პარამეტრით შეესაბამება. როგორც ურბანისტი და არქიტექტორი, BMG-თან ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნავს, ინვესტორი კომპანია, სახელმწიფო უწყებებთან ერთად წარდგენილ პროექტზე 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და ყველა დეტალი ერთობლივად შეთანხმდა. მისი თქმით, „ორბის“ მიერ წარდგენილ დოკუმენტზე პრობლემური ის უკანონო მშენებლობებია, რომელიც კურორტზე სუსტი […]
„ცოტა დროში იწელება სასამართლო, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს სასამართლოთი სიარული“ – პაპაშვილი

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ საქართველოში სასამართლოში საქმეების განხილვები დროში იწელება, მაგრამ ბიზნესმა სასამართლოთი არ უნდა იაროს. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვისას არსებულ გამოწვევებს ეხებოდა. ლაშა პაპაშვილი ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის სასამართლო სისტემას გამოწვევად არ აფასებს და საუდის არაბეთიდან ინვესტორების მოზიდვისას ერთადერთ სირთულედ მენტალიტეტს ასახელებს. თუმცა ამ შემთხვევაში საუდელების დასავლური […]
უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება დაბლოკა

უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, უნგრეთის ამ ნაბიჯის მიზეზი ჩინეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ზომები იყო, რომელსაც ეს პაკეტი ითვალისწინებს. ევროკავშირი სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცებას უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავისთვის გეგმავს. სანქციების შესათანხმებლად ევროკავშირის ელჩების ბრიუსელში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე შემზღუდველი ზომების დამტკიცების […]
„ლელოსგან” ჯერ მხოლოდ ორი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება მოვისმინეთ და ორივე შემთხვევაში ხალხისგან საქილიკო გახდნენ

„1000-ლარიანი პენსია რომ რეალობისგან შორს არის, ამის დათვლა სკოლის მოსწავლესაც კი შეუძლია. მაგრამ, საარჩევნოდ ხმები სჭირდებათ და პენსიონერების მოტყუებასაც კი არ თაკილობენ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს. დიმიტრი ხუნდაძე „ლელოს“ წინასაარჩევნო დაპირებებს განიხილავს და მათ პოლიტიკურ ნაბიჯებს კრიტიკულად აფასებს. „ლელოსგან” ჯერ მხოლოდ ორი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება მოვისმინეთ და ორივე […]
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ღელე შხერულაზე ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. ხობის მერიის ინფორმაციით, პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით მერია ახორციელებს. „ხეთაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი იოსავა გაეცნენ. პროექტით გათვალისწინებულია ლითონის ხიდის მშენებლობა, ორ ადგილას […]
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. გორის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა/რეაბილიტაცია ხორციელდება როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. „1 500 მეტრ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება უკვე დაიწყო ქიწნისის მეურნეობის დასახლებაში. 2 300 მეტრი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ტყვიავი – მარანას მონაკვეთზე. სამუშაოები დაწყებულია არაშენდის გზაზე და […]
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავება აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკის გამოვლინებაა – აზერბაიჯანის განზრახვები იგივე რჩება: სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარება

13 თებერვალს, აზერბაიჯანის აგრესიული მოქმედებების შედეგად სიუნიქის ოლქის კაპანის თემის ნერკინ ჰანდის მონაკვეთზე სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას 4 ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და აღნიშნა, რომ მომხდარი აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. „საჭიროდ მიმაჩნია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი […]