8 წინადადება ოცნებას – “ამ ინიციატივების განხორციელებით შესრულდება ევროკავშირის 9 რეკომენდაცია”

ნათია მეზვრიშვილი, პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე. პარტიის ბრიფინგზე, ამბობს: „ოცნებას“ მივმართავთ კონკრეტული ინიციატივებით, რომელთა განხორციელებით: · შესრულდება ევროკავშირის 9 რეკომენდაცია; · საქართველო დაიბრუნებს ლიდეობას ასოცირების ტრიოში; · ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. „ოცნებამ“ განაცხადა, რომ ოპოზიციას 9 პუნქტთან დაკავშირებით ინიციატივები არ წარუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ჯერ კიდევ ნოემბერში, პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივები ოფიციალურად გავუგზავნეთ, დღეს […]
“საიდან მოიტანეთ რუსეთის დახმარება. ვის თავში იხარშება ეს აზრები” – ირმა ბერიძე

“ქართული ოცნება” უარყოფს კრემლის მიერ ცხინვალისთვის ახალი დირექტივის მიცემას და მომხდარს აბსურდს უწოდებს – უმრავლესობის წარმომადგენელი, რიმა ბერიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. რა “ქართულ ოცნებას” რუსეთი ეხმარება. გამორიცხულია. “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, მაგრამ საიდან მოიტანეთ რუსეთის დახმარება. ვის თავში იხარშება ეს აზრები”, […]
უკრაინელი სამხედროების თქმით ავდეევკაში საშიში სიტუაცია

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. რუსეთის სამხედრო უწყებასთან აფილირებულმა ბლოგერებმა, ისევე როგორც არაერთმა უკრაინულმა წყარომ, ბოლო დღეებში გაავრცელეს ინფორმაცია ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონებში რუსული ჯარების წინსვლისა და უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის საფრთხის შესახებ. მე-3 ცალკეულმა მოიერიშე ბრიგადამ დაადასტურა, რომ “უკიდურესად კრიტიკული” სიტუაციის გამო იგი სასწრაფოდ […]
კახა კალაძე მიუნხენის კონფერენციის ანგარიშზე – ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე – არა ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, ამაში ფულს იღებენ და ეს შენიღბულია, როგორც ლობიზმი

ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, ვინც ეს იკადა, არა ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, ამაში ფულს იღებენ და ეს შენიღბულია, როგორც ლობიზმი, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიუნხენის კონფერენციის ანგარიში, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც „პრორუსი ოლიგარქი“. კალაძის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, როგორ მიიღება ასეთი დოკუმენტები. „ჩვენ არა ერთხელ […]
გედევან ფოფხაძე – მიუნხენის კონფერენციაზე ვიღაცები შემთხვევით მოხსენებებს არ აკეთებენ და თუ კონფერენცია დაეთანხმება პოზიციას, სადაც ბიძინა ივანიშვილი ცუდად მოიხსენიეს, ეს ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს – მადლობა, რომ პრეზიდენტი მაინც გვყავს!

მოდით, დასავლეთს ვთხოვოთ, ისარგებლოს ჩვენი კონსტიტუციით და არა უდღეური მთავრობით, რომელიც დღეს არის, ხვალ არ იქნება – ჩვიდმეტი საუკუნეა საქართველო იბრძვის, რომ იყოს ევროპა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. ამასთან, ის გამოეხმაურა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ქართული მხარის დასწრების საკითხს და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს დასავლეთში მათ […]
ბექა დავითულიანი – ხაზარაძე კომკავშირული ეპოქის წარმომადგენელია, ივანიშვილმა რუსეთში იშოვა ფული და საქართველოში არავისთვის არაფერი წაურთმევია – ასეთი მონდომებით ითვლიდეს პარტია კვირებს საკუთარ კრახამდე, სასაცილოა

ხაზარაძე კომკავშირული ეპოქის წარმომადგენელია, ივანიშვილი ამ პერიოდში საქართველოში არ ცხოვრობდა, რუსეთში იშოვა ფული და საქართველოში არავისთვის არაფერი წაურთმევია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი შეფასებით, “ლელოს” ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს და ხაზარაძის განცხადებები სასაცილოა. “ასეთი მონდომებით ითვლიდეს ადამიანი და პარტია კვირებს საკუთარ კრახამდე, ძალიან სასაცილო და გასაოცარია. “ლელოს” არავითარი […]
ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრებს და ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება

გერმანიასა და საფრანგეთში 16-17 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტის დროს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიასა და საფრანგეთს ეწვევა და გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ […]
აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის – „ნარჩენების მართვის სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები“, შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმა გახსნეს, პროგრამის პარტნიორი ბრენდული სასტუმროების (Hilton და Sheraton) მიერ, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკის […]
ალექსანდრე კრევო ასათიანი – „ნაციონალურ მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის აშენების, ეკონომიკური ზრდის და რეფორმების გატარების გამოცდილება აქვს – ჩვენი ინიციატივებით შევძლებთ ევროკავშირში შესვლას

„ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის აშენების, ეკონომიკური ზრდის და საჭირო რეფორმების გატარების გამოცდილება აქვს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო ასათიანმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვენი ინიციატივებით შესაძლებელია ქვეყნის გადარჩენა და ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობის გარანტია. „ჩვენ შევდივართ კონკრეტული რეალური დემოკრატიული განვითარების ინიციატივებით. „ერთიანი […]
საცხოვრებელი ფართები კიდევ 33 ოჯახს დაუკანონდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დღეს საბურთალოს, ვაკის, ისნის, მთაწმინდის, კრწანისისა და სამგორის რაიონში მცხოვრებ 33 ოჯახს გადასცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები ამ ოჯახებს სიმბოლურ 1 ლარად გადაეცათ. „დღეს 33 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ის ფართებია, სადაც ეს ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო […]