BOGG PLC სომხეთის ნომერ პირველ ბანკთან შესაძლო ტრანზაქციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

BOGG PLC „ამერიაბანკის“ პოტენციურ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ადასტურებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „ამერიაბანკი“ წამყვანი უნივერსალური ბანკია, რომელიც მრავალფეროვანი არხებისა და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთში. „BOGG PLC მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, სომხეთს პოტენციური გაფართოებისთვის საინტერესო ბაზრად მიიჩნევს. […]

პაველ ჰერჩინსკი – ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება მოხდება

ჩვენთვის ვენეციის კომისია არის უმაღლესი სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება იურიდიულ გადაწყვეტილებებს. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მაქსიმალურად სრულყოფილად განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხს მომავალ კვირაში ბრიუსელში განიხილავენ. „ამ საკითხს მომავალ კვირაში ბრიუსელში აუცილებლად განვიხილავთ ასოცირების საბჭოზე, რომელზედაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს, ევროპული მხარე კი უმაღლესი […]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ქართული რესტორანი გაიხსნა

„თაკარა“ – პირველი ქართული რესტორანია, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ობიექტი გაფრენის დარბაზის მეორე სართულზე მდებარეობს და აეროპორტში პირველი A la carte რესტორანია, რომელიც მგზავრებს ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. პირველი ქართული რესტორანი ოფიციალურად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ „თაკარას“ დამფუძნებლებთან, ირაკლი ლომიძესთან და ზვიად მექერიშვილთან ერთად გახსნა. […]

ფონდ „ქართული გალობის“ სპეციალური ჯილდო „მგალობელი ჩიტი“ ანსამბლ „შილდას“ გადაეცა

სმარტ კაპიტალ ჯგუფის ფონდ ქართული გალობისა და ა. ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ფოლკლორის ცენტრში გაიმართა „დედას ლევანას“ სახელობის ფოლკლორული ანსამბლ შილდას კონცერტი და რიგით მე-2 აუდიო ალბომის პრეზენტაცია. ღონისძიებაზე სმარტ კაპიტალ ჯგუფის დამფუძნებელმა, ვანო ჩხარტიშვილმა, ანსამბლ შილდას ფონდი ქართული გალობის სპეციალური ჯილდო „მგალობელი ჩიტი“ გადასცა, ნომინაციაში – ახალი თაობა. ჯილდო 2013 წელს შეიქმნა […]

პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილს და მისი პარტიის წევრებს არ აინტერესებთ ჩვენი მოქალაქეების პრობლემები და ნაცვლად ეკონომიკის გაძლიერებისა, ცდილობენ ჩაგვითრიონ სიძულვილის რიტორიკაში, რაც არ გამოუვათ

ჩვენ ვუსმენდით გაბოროტებულ ადამიანს, რომელიც სრულად არის მოწყვეტილი რეალობას და ხალხის პრობლემებს, – ასე ეხმაურება პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ღარიბაშვილის თითოეული განცხადება მოწმობს, რომ ივანიშვილსა და მის პარტიას ხალხის პრობლემები არ აინტერესებს. მანჯგალაძე ღარიბაშვილს კორუფციის განსახიერებას უწოდებს და ამბობს, რომ მათი რიტორიკა […]

ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს

საუდის არაბეთთან პარტნიორობას, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრთან, ხალიდ ალ-ფალიჰთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თბილისში, საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის გახსნის ღონისძიების შემდეგ გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის, რომლის პოტენციალიც ეკონომიკის არაერთ […]

პაველ ჰერჩინსკი – ხელისუფლების პასუხისმგებლობაა გამონახოს გზა იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია ჩართული იყოს საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში. სწორედ ამიტომ, 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთში დაზუსტებითაა საუბარი სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ჩართულობაზე საკანონმდებლო პროცესებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა გამონახოს გზა იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია ჩართული […]

მეუფე შიო – სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ეკლესიას, რატომ ხდება ეს? – იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე

სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ჩვენი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე ტოვებენ ხოლმე ეკლესიას. საკმაოდ ხშირია ეს შემთხვევა. რატომ ხდება ეს? – იმიტომ, რომ ჩვენ, უფროსებმა, მშობლებმა, ვერ დავაყენეთ ისინი ამ გზაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი) მირქმის დღესასწაულზე სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული… მაცხოვარი სწორედ ამისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ […]

ღარიბაშვილის თქმით, პრემიერობის დროს განკარგულებების გამოქვეყნების ვალდებულება არ ჰქონდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობას არ აქვს ვალდებულება გამოაქვეყნოს განკარგულებები. ამის შესახებ მან ისაუბრა “ქართული ოცნების” ოფისში, სადაც პრესკონფერენცია გამართა ჟურნალისტებისთვის, როგორც პარტიის თავმჯჯდომარემ. საქართველოში მოქმედი კანონით (“ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით”) საჯარო დაწესებულება ვალდებულებულია პროაქტიულად გამოაქვეყნოს სამართლებრივი აქტები, რომელიც დაკავშირებული მის საქმიანობასთან. ასეთი დოკუმენტი დამტკიცებული აქვს მთავრობის ადმინისტრაციასაც, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერად […]

თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი გაიმართა

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰიმ. საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ, პრეზენტაცია გამართა “აწარმოე საქართველოში” დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. “დღევანდელი მონაცემებით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების წილი ჩვენ ქვეყანაში 100 […]