უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის მიღებას არ თანხმდება – FT

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრაზე უნგრულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმების პროცესი დროებით დაბლოკა. ამის შესახებ The Financial Times წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. წყაროების ინფორმაციით, ბუდაპეშტი ახალ სანქციებს ჩინური კომპანიების ახალ პაკეტში შეყვანის გამო ეწინააღმდეგება. ბრიუსელის ცნობით, გარკვეული ჩინური კომპანიები რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარებიან. გაზეთის წყაროს ცნობით, უნგრეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ახალი სანქციების პაკეტის […]

11 ადამიანი დაშავდა რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში

ორი საათის განმავლობაში დღეს რუსეთი უკრაინულ ქალაქებს ბომბავდა. სარაკეტო იერიშების სამიზნე დედაქალაქი კიევი და უკრაინის სხვა შვიდი რეგიონი იყო. ოფიციალური კიევის ცნობით იერიშები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა. მხოლოდ კიევში, რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად შვიდი კერძო სახლი და ავტომობილი დაზიანდა. ლვივში, პოლონეთის საზღვართან კი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. კიევში […]

“გაინტერესებთ რა ტკივა ქართულ მიწას? მოუსმინეთ ამერიკელებს” – რას წერს გიგა გელენიძე

მიიწა, ქართული მიწა, მიწა პეშვში, მიწა ფეხსაცმელში, ნიკოლო მიწიშვილის მიწაა, თუ ნიკო ლომოურის, მიწა, რომელსაც გვეცილებიან (წარმატებით), გაპოხილი სისხლით ოფლით, ვხნავდით, მეორე ხელში ხმლით, დედამიწა, მიწის ყივილი, ძახილი, ფეთქავს, და… ვერ უზრუნველყოფს გლეხის ოჯახის გამოკვებას, ვერ ქმნის დოვლათს, აყოვნებს მოსახლეობას ინდუსტრიისგან, მოითხოვს სუბსიდირებას, ტირის ტელევიზორში (ისევ სეტყვა, ისევ ქარი, ისევ გვალვა), ბრაზობს ბიუჯეტის სიმწირეზე, რომ […]

არ გვითქვამს, რომ პენსია ეგრევე 1000 ლარი გახდება – ეტაპობრივად გავზრდით – ჯაფარიძე

პარტია ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პენსიის 1000 ლარამდე ზრდის გეგმა 2024-2028 წლებს მოიცავს, ანუ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პენსიის მატება ეტაპობრივად მოხდება. ლელოს საარჩევნო დაპირებებზე ბადრი ჯაფარიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. “პირადად მე, მამუკა ხაზარაძეს ან არც ერთ ჩვენს სპიკერს არ უთქვამს, რომ ჩვენი მოსვლისთანავე გახდება პენსია 1000 ლარი… ირაკლი კუპრაძის განზრახვა იყო […]

პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. “16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე „უფრო […]

ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, ის გერმანიაში უკვე გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს. პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში. ადმინისტრაციის ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე “უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი” და […]

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პოპულაციების მართვის ცენტრს აშენებს – ბიუჯეტი 727698 ლარი

მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება. შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, პროექტი 727698,35 ლარი დაჯდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი შპს ბილდკინგსია. პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, […]

დიდი ბრიტანეთი და ლატვია უკრაინას ათასობით დრონს გადასცემენ

დიდი ბრიტანეთი და ლატვია უკრაინას ათასობით დრონს გადასცემენ. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. „სიამაყით ვაცხადებ, რომ დიდი ბრიტანეთი და ლატვია სათავეში ჩაუდგებიან უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დრონების განვითარების საერთაშორისო კოალიციას. ჩვენ ერთად უკრაინას მივაწვდით შესაძლებლობებს, რომლებიც მას სჭირდება თავდაცვისთვისა და ამ ომში გამარჯვებისთვის, რათა გარანტირებულ იქნას, რომ პუტინი მარცხს განიცდის თავის უკანონო და […]

BBC – ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ალყაში მყოფი საავადმყოფო შტურმით აიღეს

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ალყაში მყოფი საავადმყოფო შტურმით აიღეს, სადაც ასობით ადამიანი იმყოფება. მედიის ინფორმაციით, დილით გამოცხადებული ევაკუაციის შემდეგ, ისრაელის არმია ხან იუნისში, ნასერის ჰოსპიტალში ინტენსიური ცეცხლით შევიდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, საავადმყოფოს შენობას თავს „ჰამასის“ ათობით მებრძოლი აფარებს თავს, ამასთან შენობაში დაჯგუფების შეიარაღება ინახება. ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისრაელის […]

გაერთიანებულ სხდომაზე ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე იმსჯელეს

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე „ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება” და ეროვნულ დონეზე მისი იმპლემენტაციის თაობაზე იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის ცნობით, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლის” მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ივანე აბრამაშვილმა სხდომაზე წარადგინა ანგარიში „ახალგაზრდები, მშვიდობა და […]