ცესკო – საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მორიგი დისკრედიტაციის მცდელობაა

საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების ჭრილში, ცესკოს საქმიანობა მორიგი დისკრედიტაციის საგანი გახდა, – ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარის პრესკონფერენციას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცესკოს პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების, მათ შორის მოქმედი თავმჯდომარის საქმიანობაში, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომელიც მათ დამოუკიდებლობას ან მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ […]

პუტინს ამერიკის პრეზიდენტად ბაიდენი ურჩევნია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთს ურჩევნია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვოს არჩევნებში, ვიდრე დონალდ ტრამპმა. პუტინის თქმით, ბაიდენი ტრამპზე მეტად გამოცდილი და პროგნოზირებადია, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კატეგორიულად არ ეთანხმება ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას. პუტინმა ეს კომენტარი 14 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის მოახლოებული […]

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე – ამერიკელებს პრეზიდენტად პუტინი სურთ, მაგრამ არ ჰყავთ! ის ჩვენ გვყავს!

ამერიკელებს პრეზიდენტად პუტინი სურთ, მაგრამ ის ჩვენ გვყავს! – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა სახელმწიფო დუმის სხდომაზე განაცხადა. „ამერიკაში სურთ, რომ პრეზიდენტად პუტინი ჰყავდეთ. მაგრამ არ ჰყავთ! ის ჩვენ გვყავს! მათ კი ბაიდენი ჰყავთ. ხედავთ, სასჯელი მათთვის”, – განაცხადა ვოლოდინმა. სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ასევე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთის მომავალი მხოლოდ […]

გაერთიანებულ სხდომაზე ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე იმსჯელეს

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე „ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება” და ეროვნულ დონეზე მისი იმპლემენტაციის თაობაზე იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის ცნობით, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლის” მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ივანე აბრამაშვილმა სხდომაზე წარადგინა ანგარიში „ახალგაზრდები, მშვიდობა და […]

თორნიკე რიჟვაძე ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის ფარგლებში, კვინიტაძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. აღნიშნულ მისამართებზე საცხოვრებელი ფართები 120 ოჯახზეა გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მშენებლობა და გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს 9 მისამართზე და უკვე დასრულდა 12 მისამართზე. „ბათუმი ავარიული […]

სერგო ჩიხლაძე აუდიტის დასკვნაზე – კომპლექსურად თუ შევხედავთ, ჯანდაცვაში პრობლემები და გამოწვევები კიდევ უფრო მეტია – სისტემას სჭირდება გაჯანსაღება

ჯანდაცვის ექსპერტის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში პრობლემები და გამოწვევები კიდევ უფრო მეტია, ვიდრე აუდიტის დასკვნაში წერია. როგორც ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ჯანდაცვაში ხარისხის პრობლემას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ერთ-ერთი არის მცოდნე ექიმი და კვალიფიციური ექთანი. „ვეთანხმები, რაც წერია აუდიტის დასკვნაში, თუმცა უფრო ბევრი პრობლემაა, ვიდრე ეს კონკრეტული. კომპლექსურად თუ […]

გიორგი ამილახვარმა ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის, საეიმას განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, აგიტა ზარინა-სტურესა და კომიტეტის წევრებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების გზები განიხილეს. „გიორგი ამილახვარმა სტუმრებს განათლების სამივე […]

გაერთიანებული სამეფო უკრაინას ათასობით დრონს გადასცემს

ბრიტანეთმა განაცხადა, რომ $251 მილიონიანი პაკეტის ფარგლებში, უკრაინას ათასობით დრონს გადასცემს. „[გაერთიანებული სამეფო და ლატვია] ერთად, უკრაინას მისცემს შესაძლებლობებს, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად და ომის მოსაგებად, ასევე იმაში დარწმუნებისთვის, რომ პუტინი მარცხს განიცდის საკუთარი არაკანონიერი და ბარბაროსული ამბიციების განხორციელებაში“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ხუთშაბათს, მიმდინარე კვირაში ბრიუსელსა და მიუნხენში დაგეგმილ მოკავშირეთა შეხვედრამდე. […]

ისრაელმა იერიში მიიტანა ღაზის მთავარ საავადმყოფოზე, რაფაჰთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთების ფონზე

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 15 თებერვალს თავდასხმა განახორციელეს ღაზის ყველაზე დიდ, მოქმედი საავადმყოფოზე. გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს ქაოსი, ყვირილი და სროლა ბნელ დერეფნებში, რომლებიც მტვრითა და კვამლითაა სავსე – იტყობინება Reuters-ი. ისრაელის სამხედროებმა ნასერას საავადმყოფოზე თავდასხმას შეაფასეს, როგორც “ზუსტი და შეზღუდული” და თქვეს, რომ ის ეყრდნობოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰამასელები, ეს დაჯგუფება ტერორისტულ […]

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე: „უფრო […]