“პერედაჩები” რომ არ იყოს, მძიმედ დაავადებული გამოხვალ თუნდაც 5 დღიანი ასეთი კვების გამო” – ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე, რომელმაც სასამართლოს მიერ დაწესებული, 5 დღიანი სასჯელი, სამებაში, სტალინის გამოსახულებისათვის საღებავის შესხმისთვის, ცოტა ხნის წინ მოიხადა, სოციალურ ქსელში, წერს: დმი-ს მენიუზე: ყველაზე უფრო მენატრებოდა დილას კარგი პრეს ყავა და ერბოკვერცხი. იქ რო “პერედაჩები” არ იყოს, მძიმედ დაავადებული გამოხვალ თუნდაც 5 დღიანი ასეთი კვების გამო. ნუ “პერედაჩების” მოწოდება ცალკე მეცნიერებაა, რა გაივლის […]
თავის ტვინის იშვიათი სიმსივნისგან პირველი ბავშვის განკურნება „რეალურ იმედს იძლევა“

ფრანგი ექიმი, ჟაკ გრილი ემოციებს ახლაც ვერ მალავს, როდესაც იხსენებს, როგორ მდგომარეობაში იყო მაშინ, როდესაც ლუკასის მშობლებისთვის უნდა ეთქვა, რომ მათი 6 წლის შვილი მოკვდებოდა. მას შემდეგ 7 წელი გავიდა. ლუკასი უკვე 13 წლის გახდა და სიმსივნის კვალი აღარ ეტყობა. ბელგიელი ბიჭუნა პირველი ბავშვია მსოფლიოში, რომელიც თავის ტვინის ღეროს გლიომისგან განიკურნა. მკვლევარები, რომლებიც ამ დაავადებას […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება […]
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, […]
ჰარისი და ბლინკენი მიუნხენის კონფერენციაზე ნატოს წევრებს ამერიკის ერთგულებაში დაარწმუნებენ

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიუნხენში, ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციაზე დასასწრებად მიდიან. ჰარისსა და ბლინკენს ახლა მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ამერიკა დაიცავს ნატოს მოკავშირეებს ნებისმიერი საფრთხისგან. ეს საჭიროება მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას არ დაიცავდა, თუ რუსეთი თავს დაესხმებოდა. ტრამპი, დიდი ალბათობით, თავისი პარტიის საპრეზიდენტო […]
უკრაინის სამხედრო დახმარების კანონპროექტის პერსპექტივა

სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მეშვეობითაც უკრაინის , ისრაელის და ტაივანის სამხედრო დახმარება უნდა გაგრძელდეს, თუმცა პროცედურულად იგივე კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაშიც უნდა დამტკიცდეს, სანამ ის პრეზიდენტის მაგიდაზე აღმოჩნდება, ხელი მოეწერება და კანონად იქცევა. თუმცა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის პრინციპული უთანხმოება არ დასრულებულა, რაც სამხრეთის საზღვარზე წესრიგის დამყარებას უკავშირდება. კანონპროექტი ამჟამად პალატის საერთო კენჭისყრაზეც ვერ მოხვდება, თუ […]
ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა

ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული – ჯერ “რამშტაინის” ფორმატში, შემდეგ კი უკრაინა-ნატოს საბჭოს ფორმატში. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის დახმარების მხრივ მოკავშირეების ახალი ვალდებულებები დავინახეთ. ნატოს წევრთა ჯგუფი უკრაინისთვის ერთი მილიონი დრონის გადაცემის მიზნით გამოვიდა“, – […]
ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, ორივე ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. პარლამენტის ყოფილ შენობასთან მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, ორივე ადგილზე დაიღუპა. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ძებნა გამოცხადდა კაცზე, რომელიც 14 წელს მიუღწეველ დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა

ძებნა გამოცხადდა კაცზე, რომელიც 14 წელს მიუღწეველ დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2006 წლიდან 2013 წლამდე დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს. “მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენიდან 9 […]
ვოლოდინი: აშშ-ში სურთ, რომ მათი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყოს

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, აშშ-ში სურთ, რომ მათი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყოს. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო მედია, ТАСС-ი წერს. “თუ ნახავთ, რას წერენ ამერიკაში, მათ უნდათ, რომ მათი პრეზიდენტი პუტინი იყოს, მაგრამ არ ჰყავთ, ის ჩვენ გვყავს, ხოლო მათ ბაიდენი ჰყავთ, ხედავთ, სასჯელი მათთვის”. – თქვა ვოლოდინმა პლენარული სხდომის დროს. ვოლოდინმა ასევე […]