აზაროვი “მარსელთან” მატჩის სასტარტოშია

ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში „შახტარი“ „მარსელს“ ჰამბურგში უმასპინძლებს. დონეცკური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოა, ხოლო ლუკა ლაცაბიძე ტურნირის განაცხადში არაა შეყვანილი. ის მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა მაინც წაიყვანა გერმანიაში. შეხვედრა „ფოლკსპარკშტადიონზე“ თბილისის დროით 21:45 სათზე დაიწყება.

“შტურმი” – “სლოვანი”. სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაშია

კონფერენს ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში „შტურმი“ „სლოვანს“ უმასპინძლებს. მასპინძელთა გუნდის სასტარტოშია ოთარ კიტეიშვილი, ხოლო სტუმართა რიგებში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. თამაში გრაცში თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

„მოზარდი/ზრდასრული ასაკის აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის, არცერთი სერვისის მიმწოდებელი ცენტრი არ არსებობს“ – თათია მელაშვილი

აუტიზმის ეროვნული ცენტრის „ფერადი ქალაქის“ მშენებლობა გრძელდება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ვრცლად “აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის” თანადამფუძნებელმა, თათია მელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „აუტიზმის ეროვნული ცენტრი“ – „ფერადი ქალაქი“ არ იქნება ადგილი, სადაც 16 წლის ზემოთ აუტისტური სპექტრის ადამიანები იცხოვრებენ, ეს იქნება ადგილი, სადაც ისინი დამოუკიდებლად ცხოვრების უნარს ისწავლიან. „ფერადი ქალაქის მშენებლობა ჯერ კიდევ 5 […]

“ყველა პენსიონერს საპენსიო სესხი გაუნულდება, გამარჯვებისთანავე” – გიორგი ვაშაძე

„გამარჯვების კოალიცია“, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთიანდება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პენსიონერებს საპენსიო სესხების განულებას ჰპირდება. ამასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „ნომერ პირველი, რასაც ყველა პენსიონერს ვპირდებით, 26 ოქტომბერს, გამარჯვებისთანავე, როგორც კი ამის უფლებამოსილება გვექნება, პირველი რაც მოხდება, ყველა საპენსიო სესხი განულდება. ამას ჩვენ უზრუნველყოფთ. პირველი დიდი ნაბიჯი, რის პირობასაც […]

“დრონების კოალიცია” – ნატო უკრაინას მილიონ დრონს გადასცემს

ნატო უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული – ჯერ “რამშტაინის” ფორმატში, შემდეგ კი უკრაინა-ნატოს საბჭოს ფორმატში. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის დახმარების მხრივ მოკავშირეების ახალი ვალდებულებები დავინახეთ. ნატოს წევრთა ჯგუფი უკრაინისთვის ერთი მილიონი დრონის გადაცემის მიზნით გამოვიდა“, – […]

დონალდ ტრამპის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყება – სასამართლომ ტრამპის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა 25 მარტს დაიწყება. ამის შესახებ ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა მას შემდეგ, რაც არ დააკმაყოფილა ტრამპის შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის შესახებ. სხდომას, რომელზეც აღნიშნული გადაწყვეტილება გამოცხადდა, ნიუ იორკის სასამართლოში თავად ყოფილი პრეზიდენტი ესწრებოდა. საუბარია დონალდ ტრამპის მიერ 2016 წელს დუმილის სანაცვლოდ პორნოვარსკვლავ სტორმი დანიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდის […]

“მახინჯარა” და ოზურგეთელი “დამრტყმელები – კახა ჩავლეშვილი

ფოტო – გურული მოლაშქრეები, 1880-იანი წლები, წყარო – aboutguria.blogspot.com ოზურგეთელი „დამრტყმელების“ შესახებ ხშირად გამიგონია ბავშვობაში. ბევრი ვეძებე მაგრამ მათ შესახებ რაიმე წერილობით წყაროს ვერ მივაგენი, თუ არ ჩავთვლით გრულების დუელს „მახინაჯარას“ რომლის წესებიც წააგავს დამრტყმელების ორთაბრძოლას. . „მახინჯარა“ ანუ გურულების დუელი იარაღის გამოყენებით ხდებოდა და ხშირად მსხვეპლითაც მთავრდებოდა. მახინაჯარასაგან განსხვავებით დამრტყმელები ორთაბრძოლისას იარაღს არ იყენებდნენ. […]

“სერიოზული საფრთხეა” – რა ვიცით რუსეთის ორბიტულ ანტისატელიტურ ბირთვულ იარაღზე

14 თებერვალს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ გაავრცელა ცნობა, რომ არსებობს “საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, რაც დაკავშირებულია “დესტაბილიზაციის შესაძლებლობის მქონე უცხოურ სამხედრო საშუალებებთან”. როგორც მედიები წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, საქმე ეხებოდა რუსეთის ორბიტულ ბირთვულ იარაღს. ამის შემდეგ აშშ-მ კონგრესი და ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსეთი მუშაობს კოსმოსში განსათავსებელ ბირთვულ იარაღზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამერიკულ ხელოვნურ თანამგზავრთა […]

„გენგეგმის ეტაპზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა კვლევა ჩატარებულია“ – „ორბი“ ბახმაროს პროექტზე

კომპანია „ორბი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ბახმაროს პროექტთან დაკავშირებით კომპანიას ყველა ტიპის საჭირო კვლევა ჩატარებული აქვს. როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი კვერღელიძე BMG-თან საუბრისას აცხადებს, მათ შორის დასრულებულია გარემოს ზემოქმედების შესახებ კვლევაც. მისივე თქმით პროცესში საერთაშორისო სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. „ყველა კვლევა, რომელიც გენგეგმის ეტაპზე არის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული, აბსოლუტურად ყველა ჩატარებულია. ამის გარდა, დამატებით კიდევ მოვიწვიეთ ფრანგი […]

პირს, რომელსაც 14 წლამდე ასაკის დის შვილის გაუპატიურება ედება ბრალად, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა და მასზე ძებნა გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2006 წლიდან 2013 წლამდე დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დის შვილს. „მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სამართალდამცველებს დანაშაულის ჩადენიდან 9 […]