NATO უკრაინას მილიონ დრონს გადასცემს – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემა გადაწყვიტეს. “NATO-ს წევრთა ჯგუფმა უკრაინისთვის მილიონი დრონის გადაცემა დაისახა მიზნად”. – თქვა სტოლტენბერგმა. მხარეები გადაწყვეტილებაზე ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ, თავდაპირველად რამშტაინის ფორმატში და შემდეგ უკრაინა-NATO-ს საბჭოს ფორმატში. “უკანასკნელ დღეებში, მოკავშირეების მხრიდან უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ახალი ვალდებულებები ვიხილეთ”. […]

„საქართველოში დონორი მხოლოდ ცოცხალი ადამიანია, მაშინ როცა მსოფლიოში ტრანსპლანტაციის 60% გვამურ დონაციაზე მოდის“ – გია თომაძე

რას გულისხმობს ტრანსპლანტაცია, გვამური ტრანსპლანტაცია და როგორია საქართველოში ამ კუთხით სასამართლო და სამედიცინო პრაქტიკა? ამ თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია თომაძემ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში გადანერგვის პირველი ოპერაცია 1977 წელს ჩატარდა, როცა მოსკოვიდან 4 თირკმელი ჩამოიტანეს და ადამიანებს გადაუნერგეს, თუმცა ამ ოპერაციების შედეგები უცნობია. „შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში […]

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. „აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა […]

“დღესდღეობით, ჩემი ბილწსიტყვაობა უკვე მისაღებია. ხალხს ჩემი ლექსიკონი ისე შევაჩვიე, რომ უკვე აღარ უკვირთ”

· 92 “პრაიმ ჰაუსის” პირველი სეზონის ფინალისტი – ანი ყიფშიძე რეალითი შოუში მონაწილეობის შემდეგ, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აქტიურობს. როგორც გვითხრა, დღე-ღამის განმავლობაში სოციალურ ქსელებს 16 საათს უთმობს… ამჟამად ანი “პრაიმ ჰაუსის” ბოლო სეზონში – All Star-ში მონაწილეობას აპირებს, სადაც მისი კონკურენტები 4 სეზონის ყველაზე ძლიერი და დასამახსოვრებელი მონაწილეები იქნებიან… – სხვათა შორის, ზუსტად ვიცოდი, რომ […]

უკრაინის დაფინანსებას ბრიტანეთის და ევროპის უსაფრთხოებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა – დევიდ კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა თავის სტატიაში, რომელიც გამოცემა „The Hill-მა“ დაბეჭდა, განმარტა, რატომ მიესალმება აშშ-ის სენატის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში დამატებითი კანონპროექტის მიღებას. კამერონი წერს, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც სხვათა შორის, უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს, დიდი მნიშვნელობისაა ბრიტანეთის და ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამ სტატიაში, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო და საფინანსო დახმარების მნიშვნელობას ეხება,კამერონი გამოთქვამს […]

ანა ნაცვლიშვილი – „ქართული ოცნება“ აშკარად პანიკაშია – ძალიან აშინებთ „ლელოს“ გაძლიერება და ის დამოუკიდებელი გზა, რომელიც ჩვენ პარტიას აქვს არჩეული

„ქართული ოცნება“ აშკარად პანიკაშია. მესმის, რომ ძალიან აშინებთ „ლელოს“ გაძლიერება და ის დამოუკიდებელი გზა, რომელიც ჩვენ პარტიას აქვს არჩეული, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ პარტია „ლელოს“ შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საქმის კეთება არ შეუძლია და […]

უმცროსი ბორჯღალოსნები 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე!

უმცროსი ბორჯღალოსნები მარტის ბოლოს იტალიის ქალაქ პარმაში გაემგზავრებიან და 8-გუნდიან 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, უელსს, შოტლანდიას და იტალიას, საქართველოს გარდა პორტუგალია დაემატება და თითოეულ მათგანს 3-3 თამაშის გამართვა მოუწევს. ფესტივალი 30 მარტს საქართველოსა და შოტლანდიის მატჩით იხსნება; 3 აპრილს საფრანგეთს ვეთამაშებით; 7 აპრილს კი ინგლისს ვერკინებით. მსოფლიო რაგბისა და ექვსი […]

ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 3 სამხედრო დააკავეს

გორის რაიონის სოფელ ახალშენში სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის საქმეზე, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, სამ პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, რის გამოც მათ აღნიშნულ თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს. ბრალდებულებმა თანამშრომელს 11 იანვარს, გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე […]

ფაშინიანი: აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს შეიძლება გეგმავდეს

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთის ანალიზის მიხედვით, აზერბაიჯანი მათ წინააღმდეგ “სრულმასშტაბიან ომს” შეიძლება გეგმავდეს. 15 თებერვალს ფაშინიანმა სამთავრობო შეხვედრაზე თქვა, რომ ერევანი ბაქოს საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრების დაწესებასა და სამხედროების გაყვანას სთავაზობს, მაგრამ, მისი თქმით, ბაქო არაკონსტრუქციულ პოზიციას იკავებს. “აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, ამ ვარიანტს გაურბის. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ საამისოდ მხოლოდ ერთი მიზეზი […]

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა – ქვეითად მოსიარულეებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.