“მეტეხის ხიდიდან” მტკვარში ავტომობილი გადავარდა

თბილისში, “მეტეხის ხიდიდან” ავტომობილი გადავარდა. სატრანსპორტო საშუალებამ ხიდზე რკინის ჯებირი დააზიანა და მდინარეში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ავტომობილში მყოფი ადამიანების რაოდენობის შესახებ ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
Instagram და Threads მომხმარებლებს „პოლიტიკურ“ კონტენტს აღარ შესთავაზებენ

როგორც CNN-ის სტატიიდან ირკვევა, Instagram და Threads მომხმარებელს „პოლიტიკურ“ კონტენტს აღარ შესთავაზებენ. „ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ადამიანთა შესაძლებლობა, აირჩიონ პოლიტიკურ შინაარსთან ურთიერთობა, ამასთან, პატივი ვცეთ თითოეული ადამიანის სურვილს, თავად გააკეთონ არჩევანი,“ – განაცხადა Instagram-ის გენერალურმა დირექტორმა ადამ მოსერიმ. სტატიიდან ირკვევა, რომ მილიარდერი მარკ კუბანი (ბიზნესმენი, კინოპროდიუსერი) მოსერის პოსტს Threads-ზე გამოეხმაურა კითხვით, „გამოწვევაა იმის დადგენა, რა არის […]
ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც კოლეგას შეხვდა

15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაქან ფიდანთან. “საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, […]
კიტეიშვილმა გაიტანა – “შტურმმა” “სლოვანს” დამაჯერებლად სძლია

კონფერენს ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „სლოვანი“ 4:1 დაამარცხა. სამივე ქართველი ლეგიონერი სასტრტოში იყო – ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გურამ კაშია და ჯაბა კანკავა (სლოვანი). კიტეიშვილმა პენალტით გოლი გაიტანა და 83-ე წუთზე შეცვალეს. საპასუხო დაპირისპირება 23 თებერვალს „ტეჰელნე პოლეზე“ ჩატარდება. შტურმი – სლოვანი 4:1 გოლები: ბიერეტი (4), 1:1 როდრიგესი (8), 2:1 გორენც-სტანკოვიჩი (27), 3:1 […]
სალივანი აპირებს შეხვდეს აშშ-ის კონგრესის მაღალი დონის წევრებს რუსეთის მხრიდან ახალი საფრთხის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, ჯეიკ სალივანი 15 თებერვალს მართავს ბრიფინგს კონგრესის მაღალი რანგის წევრების ჯგუფთან, რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ცნობების გარშემო. მედიამ გაავრცელა კრემლის მიერ უარყოფილი ინფორმაცია დაზვერვის ახალი მონაცემების შესახებ, რომელიც შეიძლება საერთაშორისო საფრთხეს წარმოადგენდეს. სალივანის საუბარი კონგრესმენებთან შედგება ერთი დღის მერე მას შემდეგ, რაც მაიკ ტერნერმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის რესპუბლიკელმა […]
აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დრო 10-15 დღით, ტრანსპორტირების ღირებულება კი 400%-ით გაიზარდა

წითელ ზღვაში თავდასხმების შედეგად ტვირთის გადამისამართების გამო აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დრო 10-15 დღით, ტრანსპორტირების ღირებულება კი 400%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ევროკომისარმა ეკონომიკურ საკითხებში, პაოლო ჯენტილონიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, ჯენტილონიმ იმედი გამოთქვა, რომ ეს პრობლემები ევროკავშირში ინფლაციის მნიშვნელოვან ზრდას არ გამოიწვევს, „თუმცა ფასები შესაძლოა, მოწოდების შემდგომმა შეფერხებამ გაზარდოს.“ მისი ცნობით, ევროკავშირი სამხედრო-საზღვაო ოპერაცია […]
თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება – მიხაილ პოდოლიაკი

თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება – მიხაილ პოდოლიაკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ წააგებს ომს უკრაინაში, მაშინ რუსები თავს დაესხმებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და საბოლოოდ გააჩაღებენ მესამე მსოფლიო ომს. “დღეს აშკარაა, რომ ბუფერული ზონა შეუძლებელია. თუ რუსეთი არ წააგებს, მაშინ რუსეთი ასე თუ ისე […]
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტობის – ომის მოწინააღმდეგე კანდიდატის საჩივარი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 15 თებერვალს არ დააკმყოფილა საჩივარი, რომელიც პრეზიდენტობის – ომის მოწინააღმდეგე – კანდიდატმა, ბორის ნადიოჟდინმა შეიტანა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, ის არ გაატარეს რეგისტრაციაში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მომავალ თვეში. ნადიოჟდინმა მაშინვე თქვა, რომ გაასაჩივრებდა უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა ათასობით ხელმოწერა, რომელიც მან შეაგროვა კანდიდატობისთვის საჭირო 100 000 […]
მედია – უზბეკეთი რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება

უზბეკეთი რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს უერთდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის მეჯლისის (პარლამენტის) პრესსამსახური და გამოცემა The Moscow Times ავრცელებენ. კერძოდ, უზბეკეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც დასანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელებას აუკრძალავს. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი წარდგენილ იქნა უზბეკეთის მიმართ მეორადი სანქციების რისკის გამო – ზომებისთვის სასანქციო რეჟიმის […]
ზელენსკიმ ხელი მოაწერა სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის შესახებ. უკრაინული „პრავდას“ ცნობით, დოკუმენტი არეგულირებს კანაფის მიმოქცევას სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში. კანონი, მათ შორის, მიზნად ისახავს პირობების შექმნას კიბოს და ომის შედეგად გამოწვეული პოსტტრავმული სტრესული აშლილობების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გასაფართოებლად. კანონი გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ ამოქმედდება.