რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი – დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის შერყევას ცდილობს

დასავლეთი ცდილობს შეარყიოს სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში და ხელი შეუშალოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებას, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. „ვხედავთ დასავლელების სურვილს შეარყიონ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ასევე ხელი შეუშალოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებას, რამაც ამ რეგიონებში სიტუაციის გამწვავება გამოიწვია “, – განაცხადა პატრუშევმა. შეგახსენებთ, 12 თებერვალს აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ […]

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რომელსაც 1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „სულ მალე, ქვეყნის უახლეს ისტორიაში დადგება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი სინათლესა და სიბნელეს შორის. მაშინ, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ქართულ პოლიტიკას. მაშინ, როცა ქართველ ხალხთან ერთად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის […]

ლაშა ტუღუში – ეს არ უნდა იყოს იმიტაციური პროცესი – ჩვენ რეფორმები რეალურად გვჭირდება

ეს არ უნდა იყოს იმიტაციური პროცესი – ჩვენ რეალურად გვჭირდება რეფორმები, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ფაქტი, რომ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის ჩართული, პროცესს აზიანებს, ამიტომ მან პარლამენტს მოუწოდა, მოიწვიონ სხვა ორგანიზაციებიც, რომლებსაც საკუთარი წინადადებები და კონცეფციები […]

შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული პირი კვლავ დააპატიმრეს

შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული პირი კვლავ დააპატიმრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა. სამართალდამცავებმა ბრალდებული […]

“მეტეხის ხიდიდან” მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიტანეს

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, “მეტეხის ხიდიდან” მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიტანეს. მასში კაცის ცხედარი იყო. “რამდენიმესაათიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ მყვინთავთა მიერ ნაპოვნი იქნა ავტომანქანა, რომელიც ამოყვანილია მძიმე ტექნიკის საშუალებით”, – უთხრა ჟურნალისტებს რამდენიმესაათიანი სამაშველო საქმიანობის დასრულების შემდეგ თბილისის სახანძრო ძალების სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა. გუშინ, 15 თებერვალს ღამით მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო […]

საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა

საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება, ახალი კანონი “ყველას აძლევს სამოქალაქო ქორწინების უფლებას, მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ერთად” და იცავს ბავშვების უფლებებს “მიუხედავად ოჯახის ფორმისა”. საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელმაც ასეთი კანონპროექტი დაამტკიცა. გასული ათწლეულის განმავლობაში, საბერძნეთმა, ლგბტ+ თემის საკითხზე, არაერთი რეფორმა გაატარა. ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია.

რომან გოცირიძე – საკითხი, რომელიც ეხება არჩევნებს, სასამართლოს, არასდროს შესრულება, მაგრამ ზოგიერთი საკითხი შესაძლებელია ნაწილობრივ შესრულდეს – თუ „ოცნება“ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს

ძალიან კარგად ვიცით, რომ ის საკითხი, რომელიც ეხება არჩევნებს, სასამართლოს, არასდროს შესრულება, მაგრამ არის საკითხები, რაც საერთაშორისო თუ შიდა ზეწოლით, შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც შესრულდეს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა, ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს და თუკი, „ქართული ოცნება“ მას არ შეასრულებს, მაშინ პოლიტიკური […]

შალვა პაპუაშვილი – სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთოს – ეკონომიკური კატასტროფა არის ოპოზიციისთვის ხმის მიცემა, ეს არის ომი საქართველოში

სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. „ის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებს, ეს არავისში ეჭვს არ იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ გარდა დამაჯერებელი მოგებისა, ქართველმა ხალხმა საბოლოოდ ხმა გააგონოს ყველას […]

ლევან ბეჟაშვილი – სამწუხაროა, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველო ცუდად წარმოჩინდა – ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აღიარებულია, როგორც მიტაცებული სახელმწიფო, სადაც ყველა პროცესს ოლიგარქი ივანიშვილი წარმართავს

სამწუხაროა, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველო ცუდად წარმოჩინდა – ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აღიარებულია, როგორც მიტაცებული სახელმწიფო, სადაც ოლიგარქი ივანიშვილი წარმართავს ყველა პროცესს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. ბეჟაშვილის თქმით, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს ივანიშვილი წარმართავს და ყველა მინისტრი […]

ადგილწარმოშობის დასახელება „ატენი (ატენური)“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

ადგილწარმოშობის დასახელება „ატენი (ატენური)“ „საქპატენტში“ 2007 წლის 10 დეკემბერს არის რეგისტრირებული. „საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას ადგილწარმოშობის დასახელება „ატენის (ატენური)“ შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს. „არს ციხე მაღალი კლდესა ზედა, ნაშენი დიდი და ციხის გორის სამხრეთ არს საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული“ – წერს ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი […]