ზურაბიშვილის, ლომჯარიას, ხაზარაძის, გახარიას, მელიას, გვარამიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ერთობა ვერაფრით გაიყიდება არანაცურ გაერთიანებად

ზურაბიშვილის, ლომჯარიას, ხაზარაძის, გახარიას, მელიას, გვარამიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ერთობა ვერაფრით გაიყიდება არანაცურ გაერთიანებად ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უკვე დაწყებული აქვს მოსამზადებელი სამუშაოები. სხვებზე არანაკლებ აქტიურობს „გლობალური ომის პარტია“, რომლის მთავარი საზრუნავი „ნაცმოძრაობის“ ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერება და მის მიერ ბარიერის გადალახვაა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, […]
ბადრი ჯაფარიძე – „ლელოს“ მიაჩნია, რომ რეკომენდაციები შესრულებადია ძალიან მოკლე დროში, თუ კი არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც დღეს მმართველ ძალას არ გააჩნია

ეს შეხვედრა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრებისთვის გაგვეცნო „ლელოს” ხედვა 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით – ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეკომენდაციები შესრულებადია ძალიან მოკლე დროში, თუ კი არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც დღეს მმართველ ძალას არ გააჩნია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს […]
„კინგსის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა 49 000-მდე მოსწავლემ მიიღო – პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

მოსწავლეებისთვის განვითარებისა და განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად „საქართველოს ბანკი“ საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და „კინსგსის“ თანამშრომლობის ფარგლებში, ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. „საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადაში მონაწილეობა 49 000-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო. 90 გამარჯვებული ბაკურიანში, „კინგსის“ ბანაკში გაემგზავრა, სადაც საინტერესო და ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობასთან ერთად ლიდერულ და გუნდური მუშაობის უნარებს […]
თეონა აქუბარდია – ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, „ოცნების” პოლიტიკური ნების მსხვერპლია

ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც აუცილებელია წინ წასაწევად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნების მსხვერპლია – ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინება აუცილებელია, რომ რეფორმები შესრულებულად ჩაითვალოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან, პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე მისი მხრიდან ყურადღება სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე გამახვილდება. […]
სებ-ი – იანვრის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ, საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა

2024 წლის იანვრის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. 2024 წლის იანვარში, სესხების წლიურმა ზრდამ, წინასწარი შეფასებით, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული, – ამის შესახებ ფინანსური სტაბილურის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასულ წელს, ბანკმა საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში […]
ნიკა გვარამია: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები. როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება, უკმაყოფილების ორთქლი არსად მიდის, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „გირჩი ტვ“-ს ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეცვლილიყო. „ნაციონალური მოძრობის“ მძიმე შეცდომა მგონია ის, რომ 2012 წელს მოიგო ბიძინა ივანიშვილმა. მგონია, რომ […]
ბაბუცა, მაჩიტა – ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 6 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შიდა ქართლში 6 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ზ.კ. (მეტსახელად „კეკო“), 1986 წელს დაბადებული ნ.მ. (მეტსახელად „მაჩიტა“), 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.თ. (მეტსახელად „ბაბუცა“). ხოლო ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვისთვის კი 2000 წელს დაბადებული ლ.ლ. და 2004 წელს დაბადებული […]
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული სტენდით მონაწილეობს

15-25 თებერვალს, ქ. ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ფარგლებში, 15-21 თებერვალს, ჩატარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის“ მხარდაჭერით, ტრადიციულად, წარდგება საქართველოს სტენდით, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას. „ქართული კინოს […]
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. […]
„საქსტატი“ – 2023 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9%-ით ნაკლებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9 პროცენტით ნაკლებია. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსხვილფეხა პირუტყვის საერთო ოდენობიდან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 413.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობამ 131.5 […]