საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქეების დაკავებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ […]

აშშ: რუსეთი კოსმოსში არსებული თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღს ამზადებს

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთი კოსმოსში არსებული თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღის შემუშავების პროცესშია. პრეზიდენტ ბაიდენის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი, ჯონ კირბი ამბობს, რომ ეს არაა იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს დედამიწაზე და შესაბამისად, მას კოსმოსური მიმართულება აქვს. ამავე დროს, კირბი აღნიშნავს, რომ რუსეთი ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ იარაღის შემუშავების პროცესშია. „მართალია, რუსეთის მიერ ამ იარაღისკენ სწრაფვა […]

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე 3 საკითხს განიხილავენ, კერძოდ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის […]

ეროვნულმა ბანკმა რუსეთის რეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნა 40%-მდე შეამცირა

ეროვნულმა ბანკმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნა 40%-ით განსაზღვრა. შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა. 2024 წლის იანვარში, სესხების წლიურმა ზრდამ, წინასწარი შეფასებით, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების […]

თუ შინაური ცხოველის თავდასხმა ადამიანის ჯანმრთელობას დააზიანებს, მეპატრონეს პატიმრობა ემუქრება – ახალი კანონის დეტალებს იურისტი განმარტავს

ქვეყანაში ძაღლისა და კატის ყოლისა და მიკედლების წესები გამკაცრდება – კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 2023 წლის 27 დეკემბერს დაარეგისტრირეს. ის 27 პუნქტისგან შედგება და ბევრ საკითხს შეიცავს, რომელიც მიმართულია შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის სტანდარტიზაციაზე, ასევე ადგენს ჯარიმებსა და სადამსჯელო ღონისძიებებს დადგენილი წესების დარღვევაზე. კანონპროექტის მიხედვით ყველაზე დიდი ჯარიმა შინაური ცხოველის მიტოვებაზეა. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში იურისტი […]

გასულ წელს რძის წარმოებამ 585.4 მლნ ლიტრი, ხორცის – 76.9 ათასი ტონა, კვერცხის კი 637.8 მლნ ცალი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9 პროცენტით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 413.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება. „საქსტატის“ ინფორმაციით, ღორის რაოდენობამ 131.5 ათასი სული შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის […]

რუსულ ქალაქში ტაკერ კარლსონის პუტინის ინტერვიუს ჩანაწერის უფასო ჩვენება იგეგმება

რუსეთის ქალაქ ვოლოგდაში, მერ სერგეი ვოროპანოვის ინიციატივით, ტაკერ კარლსონის მიერ პუტინისთვის ჩამორთმეული ინტერვიუს ჩანაწერის ჩვენება იგეგმება. ვოროპანოვის თქმით პუტინის ინტერვიუზე “მთელი მსოფლიო მსჯელობს” და უცხოურ სოციალურ ქსელებში ნახვები “მილიარდს აჭარბებს”. მერის განმარტებით ვოლოგდას მოსახლეობის ნაწილმა ინტერვიუ ონლაინ ვერ ნახა და მათთვის კინოთეატრში განმეორებით ჩვენების მოწყობა აუცილებელია.

სუს: საოკუპაციო ძალებმა სოფელ კნოლევთან საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. “აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული […]

ქარელთან ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი?

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კნო­ლე­ვის მიმ­დე­ბა­რედ, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. “აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­აქ­ტი­ურ­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მიერ ოპე­რი­რე­ბუ­ლი „ცხე­ლი ხაზი“. ინ­ფორ­მა­ცია უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის მო­რი­გი ფაქ­ტის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეც­ნო­ბა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს. […]

რამდენ სართულიან კომპლექსს აშენებს „ორბი“ ბახმაროში?

კომპანია „ორბი ჯგუფის“ დირექტორი ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ წარმოდგენილი პროექტი ოთხსართულიანია, მისი სიმაღლე კი მიწიდან 12 მეტრს არ აღემატება. კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ შენობის გარკვეულ ნაწილში სიმაღლეს, არსებული რელიეფი განაპირობებს. „ასეთი რელიეფის მქონე ტერიტორიაზე, რომლის სხვაობა ძირიდან მეორე ბოლომდე 21 მეტრია, განაპირობებს აღქმას, თითქოს 7-8 სართულია პროექტი. სინამდვილეში მიწის ზემოთ მხოლოდ ოთხი სართულია. მეტის უფლება […]