ბაჩო დოლიძე – არასწორი პოლიტიკის კეთებამ მოიტანა ის რეზულტატი რომ დღეს, კობახიძე თბილისშია და არა მიუნხენში

არასწორი პოლიტიკის კეთებამ მოიტანა ის რეზულტატი რომ დღეს, კობახიძე თბილისშია და არა მიუნხენში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ბაჩო დოლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა. როგორც დოლიძე განმარტავს, პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრება დისკომფორტი იქნებოდა. მისივე თქმით, მიზეზი, რაც პრემიერის არ გამგზავრებასთან დაკავშირებით გავრცელდა, „ცოტა ტყუილია“. „ვფიქრობ, ალბათ, ცოტას […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – 2022 წელთან შედარებით 2023 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, რაც ძირითადად ფულადი გზავნილების კლებამ განაპირობა

2022 წელთან შედარებით 2023 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა, 2021 წელთან შედარებით, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კვლავ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2023 წელს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება ძირითადად ფულადი გზავნილების კლებამ განაპირობა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ინფორმაციაშია ნათქვამი. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2023 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და […]
ლევან გოგიჩაიშვილი – „ქართული ოცნება“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სისტემის მემკვიდრე, უბრალოდ, პირამიდის თავში აქტორებია შეცვლილი, სააკაშვილის მაგიერ არის ივანიშვილი

„ქართული ოცნება“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სისტემის მემკვიდრე, უბრალოდ სახელებია შეცვლილი, სააკაშვილის მაგიერ არის ივანიშვილი – პოლიტიკური სისტემა, მიდგომები, ტექნოლოგიები, მოსმენები, სასამართლო, პოლიტიკური პოლიცია, უშიშროება, სუსი, „კუდ-ი-მუდი“ ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი, უბრალოდ, პირამიდის თავში აქტორებია შეცვლილი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი კორუფციას რეალურად ვერ დაუპირისპირდება, […]
აჭარის მთავრობის სახლთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

აჭარის მთავრობის სახლთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, ისინი სოფელში კარიერულ სამუშაოებს აპროტესტებენ. მათივე განცხადებით, ქვა-ღორღის კარიერული წესით მოპოვება სოფელში განსაკუთრებულ პრობლემებს გამოიწვევს, კერძოდ, სასმელ წყალთან დაკავშირებით. აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მთავრობის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს სთავაზობს, რომ ხუთი ადამიანი მთავრობის […]
შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიაზე – ბოდიშის ნაცვლად ქართველ ხალხს პასუხად უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას, კვლავ იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას

თავის დროზე, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა მიხეილ სააკაშვილის ტირანული რეჟიმი, ხალხში იყო მოთხოვნები, ყოფილიყო პროცესი, რომელიც გაასამართლებდა იმ პერიოდის რეჟიმის შემოქმედებს. იცით, რომ მათ შორის გარედან მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დაეფარათ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებლობისგან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას ინტერვიუსთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც გვარამია ამბობს, რომ […]
ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით გაიზრდება და აუცილებლად მივაღწევთ 1000-ლარიან პენსიას

„ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ ეკონომიკა გაიზრდება ორნიშნა ციფრით და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ 1000 ლარიან პენსიას, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და პენსიონერებისთვის, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯაფარიძის თქმით, მათი მიზანია, რომ საქართველომ ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები სრულყოფილად გამოიყენოს. „ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები სრულყოფილად გამოიყენოს და საქართველო ევროკავშირის ბაზარზე […]
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს. მათი ცნობით, ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პარტიის ინფორმაციით, კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. „პრეზიდენტ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება […]
პაპუაშვილი: ზურაბიშვილს გული არ შესტკივა კონსტიტუციისთვის, თავს ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს

სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს, მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია. მას გული არ შესტკივა თითოეული სიტყვისთვის, რაც ამ კონსტიტუციაში წერია. იმიტომ, რომ ეს სიტყვები კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა, 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა ყველა სიტყვა ამ კონსტიტუციაში. ამიტომ მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვეულბერივი ფურცლები, რომლებიც თაროზე წიგნების სახით […]
“ტორპედოს” დასახული მიზნების მისაღწევად არაბიძე სჭირდება – გუნდის ლიდერის დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია

გიორგი არაბიძე ახალ სეზონს, დიდი ალბათობით, ქუთაისის “ტორპედოში” დაიწყებს. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს სანდო წყარომ დაუდასტურა. ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურდა და არაერთი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა კლუბის პრეზიდენტ დავით კერესელიძის პირადი სურვილი და ინიციატივა იყო, რომ 25 წლის შემტევი შეენარჩუნებინათ, რადგან ის კონფერენს ლიგაზე დასახული მიზნების მისაღწევად სჭირდებათ. შეგახსენებთ, რომ არაბიძის სახელს საუდის არაბეთის გუნდებს უკავშირებდნენ. ასევე […]
FBI-ს ყოფილ ინფორმატორს ჯო და ჰანტერ ბაიდენების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებაში ადანაშაულებენ

აშშ-ში ცრუ ჩვენებისთვის ბრალი წაუყენეს გამოძიების ფედერალური ბიუროს(FBI) ყოფილ ინფორმატორს, ალექსანდრ სმირნოვს, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინულმა ენერგოკომპანია Burisma-მ მილიონობით დოლარი გადაუხადა ჯო ბაიდენს და მის ვაჟს, ჰანტერს. უცხოეთიდან აშშ-ში დაბრუნებული 43 წლის სმირნოვი 14 თებერვალს, ლას-ვეგასის აეროპორტში დააკავეს. მას ბრალი წაუყენა სპეციალურმა პროკურორმა დევიდ ვაისმა, რომელიც უკანონო გარიგებებში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ვაჟის შესაძლო მონაწილეობას იძიებს. […]