ნერგეეთში მეწყერის საფრთხე დღესაც ნარჩუნდება – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ნერგეეთში მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. უწყების ინფორმაციით, სავარაუდოდ, შესაძლებელია მეწყრის რეგრესიულად (უკუსვლით) გაფართოება-გააქტიურება, თავისი უარყოფითი შედეგებით, რასაც მოწმობს მოწყვეტის კიდის პარალელურად 2-3 მ-ში დაფიქსირებული ხილული ნაპრალები. როგორც სააგენტოს 2024 წლის გეოლოგიურ […]

ანდერს ბრეივიკის მოთხოვნა იზოლირებული ციხიდან გადაყვანაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა

ნორვეგიის სასამართლომ მასობრივი მკვლელის ანდერს ბრეივიკის მოთხოვნა იზოლირებული ციხიდან გადაყვანაზე რა დააკმაყოფილა. ანდერს ბრეივიკი სასამართლოს წინაშე ამტკიცებდა, რომ წლების განმავლობაში იზოლირებული პატიმრობით მისი უფლებები ირღვევა. სასამართლოზე მოწვეულმა ფსიქოლოგმა თქვა, რომ ანდერს ბრეივიკი არაა დეპრესიაში და არც სუიციდისკენ მიდრეკილი. “საბოლოოდ, სასამართლო მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ პატიმრობის პირობები არ არის არაპროპორციულად მძიმეა” – წერია ოსლოს ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. […]

ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. 16-17 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთსა და გერმანიაში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების გამართვას გეგმავს. პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი პირველ რიგში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლფს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. ზელენსკი ასევე ვიზიტის ფარგლებში გეგმავს შეხვედრებს ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, დანიისა და ნიდერლანდების პრემიერმინისტრებთან. ამასთან ერთად, დაგეგმილია […]

საქართველომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

საქართველომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა გაავრცელა. “სიხარულით გაცნობებთ, რომ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი, აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი). ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ”. – წერს […]

მამუკა ხაზარაძე – თუ ბანერზე ასეთი რეაქცია აქვთ, ცუდად ყოფილა მათი საქმე – ნათლად ხედავენ, რომ არჩევნებში წაგებული აქვთ და აქედან გამომდინარეა ეს რეაქცია

ბიძინა ივანიშვილი არის რუსული მენტალობის მმართველი და იმის მაგივრად, რომ ქვეყანა აეღორძინებინა, ის სერიოზულ ჩიხში შეიყვანა – ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, რომ შეასრულოს პუტინის და კრემლის დავალებები, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არ არის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. „ბიძინა ივანიშვილი არის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს სხვების პატივისცემა უნდა ვასწავლოთ, უნდა ვაიძულოთ, ეძებოს გზა მშვიდობისაკენ და ეს შესაძლებელია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია, რუსეთს სხვების პატივისცემა ასწავლონ. „უკრაინას არასოდეს სურდა ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც ანაქრონიკულად უადგილო ჩანს 21-ე საუკუნეში, რომელიც მოგვაგონებს მე-19 ან თუნდაც მე-17 საუკუნეებს. რუსეთის არაპროვოცირებული და კრიმინალური აგრესია არის ადამიანის სულის ბოროტი ნაწილის ანარეკლი, რომელიც იბრძვის დომინირებისთვის, ეზიზღება სიცოცხლე და ვერაფერი ისწავლა ისტორიიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო […]

ნინო ჩხობაძე – დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შოვის ტერიტორიაზე არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა აღარ შეიძლება – ერთხელ და სამუდამოდ, ქართველები უნდა მივეჩვიოთ როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება, ე.ი არ შეიძლება!

დღევანდელ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ამ ტერიტორიაზე, სადაც ეს მოვლენა განვითარდა, არავითარ შემთხვევაში არანაირი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა აღარ შეიძლება. ერთხელ და სამუდამოდ, ქართველები უნდა მივეჩვიოთ როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება, ე.ი არ შეიძლება! – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული […]

IV კვარტალში სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა – რა ღირდა საქონლის და ღორის დაკვლა?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში 124 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, რაც 6 ერთეულით მეტია, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში. საქსტატის ინფორმაციით, სასაკლაოთა 17.7% კახეთის რეგიონში მდებარეობს, 16.9% ქვემო ქართლის რეგიონში, 16.1% – შიდა ქართლის რეგიონში, 14.5% – იმერეთის რეგიონში, 11.3% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8.9% მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, […]

ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ – სოზარ სუბარი

ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ – სოზარ სუბარი “ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.“ – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს ვითომდა “შუაშისტური” პოზიციის დაკავებას ცდილობს ნიკა გვარამიაც კი, ვინც […]

FBI-ს ყოფილ ინფორმატორს ჯო და ჰანტერ ბაიდენების შესახებ ცრუ ჩვენებების გამო ბრალი წარუდგინეს

აშშ-ს სპეციალური პროკურორის, დევიდ ვაისის თქმით, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილის ჰანტერ ბაიდენის საქმეს იძიებს, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილ ინფორმატორს, ალექსანდრ სმირნოვს ბრალი წარუდგინეს უკრაინულ ენერგეტიკულ კომპანია Burisma Holdings-სთან ჯო და ჰანტერ ბაიდენების კავშირების შესახებ ცრუ ჩვენებების მიცემის გამო. როგორც ვაისის განცხადებაშია აღნიშნული, სმირონოვს ბრალი ედება გამოძიებასთან დაკავშირებით “ცრუ განცხადების და ცრუ და ფიქტიური […]