ბაიდენმა კიდევ ერთხელ უთხრა ნეთანიაჰუს, რომ რაფაჰის სამოქალაქო მოსახლეობა დაცული უნდა იქნეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ მან არ უნდა მიმართოს საომარ მოქმედებებს ღაზის სექტორის სამხრეთის ქალაქ რაფაჰში პალესტინელი მოქალაქეების დაცვის დამაჯერებელი და რეალისტური გეგმის გარეშე, განაცხადა თეთრმა სახლმა. ბაიდენი ამ კვირაში უკვე მეორედ აფრთხილებს ნეთანიაჰუს ღაზის სექტორის სამხრეთში შესვლის გარშემო თითქმის ერთი მილიონი პალესტინელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის გარეშე. Reuters-ის […]
მიუნხენში მუშაობა დაიწყო უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციამ

16 თებერვლიდან მუშაობა დაიწყო მიუნხენის უსაფრთხოების მე-60 საერთაშორისო ყოველწლიურმა კონფერენციამ. სამდღიანი შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 50-მდე ქვეყნის და მთავრობის მეთაური ჩავიდა ბავარიის დედაქალაქში. კონფერენციის ხელმძღვანელი, ქრისტოფ ჰოისგენი დაწყებული შეხვედრისგან დადებით სიგნალებს მოელის, სხვათა შორის, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლის თვალსაზრისით. მიუნხენში ჩასული არიან ისრაელის და პალესტინელთა წარმომადგენლებიც. ჰოისგენის თქმით, კონფერენციის ლოზუნგია „მშვიდობა დიალოგის გზით“. გერმანიის მედიას […]
გარემოს სააგენტო: თბილისსა და ზოგიერთ რეგიონში ჰაერში მყარი ნაწილაკების მატებაა

გარემოს ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატებაა, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა. “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული […]
“მთელი საუბარი ტყუილია… ეს იდეა ავადმყოფობაა… მიშას გამო ტიროდა და ციხემ როგორ იმოქმედა ასე…” – მეგრელიშვილი გვარამიაზე ინტერვიუს შემდეგ

დეპუტატმა, “გირჩის” წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, რომელმაც გუშინ ნიკა გვარამიას უმასპინძლა და საკუთარ გადაცემაში, კითხვები დაუსვა, დღეს ახალ ვიდეოში, სადაც ჰერმან საბოსთან ერთად რამდენიმე საკითხს და მათ შორის, გუშინ, ნიკა გვარამიასთან საუბარს განიხილავდა, განაცხადა: გასაგებია, ადამიანს ყველაზე პოპულარული ტელეარხი ებარა და ჩვენ ფიზიკურად არ ვარსებობდით ამ არხის არეალში. ჩემთვის ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. […]
ევროკავშირში გაკოტრებული კომპანიების რიცხვი 2023 წლის IV კვარტალში 4,4%-ით გაიზარდა

ევროკავშირში გაკოტრებული კომპანიების რაოდენობა 2023 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Eurostat იტყობინება. ივლის-სექტემბერთან შედარებით მათი რაოდენობა 0,6%-ით გაიზარდა. ამასთან, მესამე კვარტალში წინა სამ თვესთან შედარებით 9,4%-იანი კლება დაფიქსირდა. გაკოტრების რაოდენობის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა ტრანსპორტისა და სასაწყობო მომსახურების სექტორში (+9,3% კ/კ), ვაჭრობაში (+7,7%) და სასტუმროსა და […]
აკა მორჩილაძე ნობელის პრემიაზე

მწერალი აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე – გიორგი ახვლედიანია წარდგენილი.
შალვა, მოდი და უფასო ტრენინგებს ჩაგიტარებ, იქნებ გაერკვე რისი თავმჯდომარე ხარ – ბესელია პაპუაშვილს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერ ეკა ბესელიას ინტერესთა კონფლიქტი აქვს, რადგან ის, ერთი მხრივ, პოლიტიკოსია, მეორე მხრივ, კი „უცხოური დაფინანსების“ მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. ამის შესახებ პაპუაშვილმა მაშინ განაცხადა, როცა მას კითხვა დაუსვეს kvira.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ეკა ბესელია პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად ინიშნება. „ერთადერთი რამისკენ მოვუწოდებდი მედიას, დაინტერესდეს […]
“სუიციდი არ ყოფილა, მოკლეს” – გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა

გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა, ნაზი ტატალაშვილი ფიქრობს, რომ მისი შვილი მოკლეს. მისივე ინფორმაციით, ინციდენტის დროს ირაკლი აფრიამაშვილთან 5 ადამიანი იყო მისული, დაკავებული კი მხოლოდ სამია. ნაზი ტატალაშვილი ყველა დამნაშავისთვის შესაბამისი ბრალის წარდგენას და მათ დასჯას ითხოვს. “სუიციდი საერთოდ არ ყოფილა. ეს მოკლეს ცემაში. წამებით მოკლეს. აღსანიშნავია ის, რომ საკუთარ სახლში მიუცვივდნენ მხეცებივით […] ფიგურირებდა […]
ლაგოდეხის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების სივრცე გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სივრცე გაიხსნა. მოქალაქეთა მომსახურების სივრცე სრულად რეაბილიტირდა, აღიჭურვა ავეჯით და საჭირო ინვენტარით. სივრცე მოქალაქეებს მოემსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რაც მუნიციპალური სერვისების ერთ სივრცეში მოქცევას და მოქალაქეებისთვის თანამედროვე კომფორტული გარემოს შექმნას, მომსახურების ხარისხის გაზრდას და დროის ეფექტიანად მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მოქალაქეთა მისაღების გახსნის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და […]
„ხის გარდა ყველა დეტალის შემოტანა გვიწევს, რაც პროდუქციას გვიძვირებს“ – როგორ ვითარდება ხის სათამაშოების ბიზნესი

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ცაცია ოსტატი“, რომელიც დედოფლისწყაროში მდებარეობს, მომხმარებელს ხის სათამაშოებს და სუვენირებს სთავაზობს, კომპანია ბაზარზე დაახლოებით სამი წელია რაც ოპერირებს, საწარმოში 5 ადამიანს ასაქმებს და ყოველთვიურად 4000 ერთეულ სათამაშოს ამზადებს. „ცაცია ოსტატი“ მიმდინარე წლის იანვარში გერმანიაში სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024 მონაწილეობდა. რომელ ქვეყნებში გეგმავს „ცაცია ოსტატი“ სათამაშოების ექსპორტს და როგორია მოთხოვნა ადგილობრივ […]