ბათუმში ახალშობილი გარდაიცვალა – ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს

ბათუმში ახალშობილი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ბათუმის სამედიცინო ცენტრის ექიმებს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ორსულობის პერიოდი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა ექიმების მიერ არასწორი პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ოჯახის თქმით, ახალშობილი დაბადებიდან მეორე დღეს დაიღუპა. ისინი შესაბამის უწყებებს მიმართავენ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და ექიმების დასჯას მოითხოვენ. ოჯახის ინფორმაციით, ქალმა ბათუმის სამედიცინო ცენტრში […]
თამარ კორძაია – ხელისუფლება მარტო არ უნდა დავტოვოთ იმ მოედანზე, სადაც ჩვენს შესახებ, მოქალაქეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება

მსჯელობა მიმდინარეობდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ვენეციის რეკომენდაციების ნაწილში. გარკვეულ საკითხებზე მოხდა პოზიციების შეჯერება, ზოგიერთზე უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, უმრავლესობამ ოპოზიციის მოსაზრებები მოისმინა და ახლა მთავარია, როგორ ასახავს ამას […]
მამუკა ხაზარაძე – არსად გვითქვამს, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირი უნდა შეწყდეს, ეს შეუძლებელია – დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს, რომ ერთი ქვეყნის ეკონომიკას არ ჩამოეკიდო

საქართველოს ბიუჯეტი დოლარში დაახლოებით 10 მილიარდია, ბიძინა ივანიშვილი ქონება – 6 მილიარდი – ეს პროპორცია წარმოუდგენელია და ნიშნავს, რომ სახელმწიფო და ეკონომიკა არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს დაბალანსებული და დივერსიფიცირებული ეკონომიკა ყველა ქვეყანასთან უნდა ჰქონდეს. „მენტალობა, რომ რუსეთის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს, უკვე „ქართული […]
გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ დაპირებაზე – რუსეთს სანქციები დაუწესო, უდრის მინიმუმ 10%-იან ეკონომიკის ვარდნას ქვეყანაში და ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას?!

„ლელოს“ იმის უნარიც არ აღმოაჩნდა, რომ რამდენიმე დღე მაინც გასტანოს იმ ტყუილმა დაპირებებმა, რასაც აცხადებენ. მეორე წუთიდანვე იშიფრებიან და ქართველი ხალხი ხვდება, რომ ეს არის მათი ეგრეთწოდებული წინასაარჩევნო ტრიუკები, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, „ლელოს“ თავისი ფორმულა აქვს და რა მათემატიკური გათვლაც არ უნდა განახორციელონ ჯამში ციფრი მათთვის […]
გურიაში იურიდიული დახმარების მობილური კამპანია მიმდინარეობს, რაც თვის ბოლომდე გაგრძელდება

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გურიაში იურიდიული დახმარების მობილური კამპანია მიმდინარეობს, რაც თვის ბოლომდე გაგრძელდება. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 12 თებერვლიდან ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი იმოგზაურებს. ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები და კონსულტანტები უფასო სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევენ ყველა დაინტერესებულ პირს. „მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური […]
ლაგოდეხის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების სივრცე გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სივრცე გაიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მოქალაქეთა მომსახურების სივრცე სრულად რეაბილიტირდა, აღიჭურვა ავეჯით და საჭირო ინვენტარით. სივრცე მოქალაქეებს მოემსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რაც მუნიციპალური სერვისების ერთ სივრცეში მოქცევას და მოქალაქეებისთვის თანამედროვე კომფორტული გარემოს შექმნას, მომსახურების ხარისხის გაზრდას და დროის ეფექტიანად […]
მთავრობა პარლამენტისთვის ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ სპეციალური კანონპროექტის წარდგენას გეგმავს

მთავრობა პარლამენტისთვის ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ სპეციალური კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. „ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ“ პროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება, რაც უკვე ასახულია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში. პროექტს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს. როგორც მთავრობა განმარტავს, „ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ“ კანონის მიღება ხანდაზმულ პირთა უფლებების უფრო ეფექტიან რეალიზებას უზრუნველყოფს, ხოლო ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა ხელს შეუწყობს ხანდაზმულ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს გერმანიაში ვიზიტი დაიწყო. „ჩემთვის ორი მნიშვნელოვანი დღე იწყება. შეხვედრები პარტნიორებთან გერმანიასა და საფრანგეთში, ახალი შეთანხმებები, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. უკრაინის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, ასევე ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ უკრაინის სამართლიანი პირობებით და უზრუნველვყოთ გრძელვადიანი მშვიდობა“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში. გერმანიის მთავრობის […]
გიორგი კახიანი – შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულია – უმეტეს შემთხვევაში კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებას ვახერხებთ – გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის ყველა რაციონალური შენიშვნა

შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულია – უმეტეს შემთხვევაში კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებას ვახერხებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა 9 ნაბიჯთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც კახიანი აღნიშნავს, ფიქრობს, რომ შეხვედრები საბოლოო ჯამში, ეფექტიანი იქნება. „შეხვედრის მიმდინარეობა არის საკმაოდ კონსტრუქციული. ჩვენ ვმსჯელობთ ვენეციის კომისიის მხრიან არსებულ შენიშვნებზე, პუნქტობრივად გავდივართ და ამ შენიშვნებთან დაკავშირებით […]
ბჟანიას “შიდა მტრების” ხსენების გამო აკრიტიკებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში განხილვის საგანია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადება, რომელიც მან „გენერალური პროკურატურის კოლეგიის“ სხდომაზე გააკეთა. მან, თქვა, რომ „აფხაზეთში არსებობენ ძალები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ“. „თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ წინააღმდეგობაზე, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არამეგობრული ქვეყნები ავლენენ. ამაზე ღიად ვლაპარაკობ. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ხელს […]