გროზნოში ვლადიმირ პუტინის სახელობის მიკრორაიონი აშენდება

გროზნოში აშენდება ახალი საცხოვრებელი კვარტალი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სახელი დაერქმევა. „კავკაზ. რეალიის“ ცნობით, ამის შესახებ 15 თებერვალს ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა განაცხადა. ჩეჩენ ხალხს, მადლიერების გამო “სურდა, რომ კვარტალს ვლადიმირ პუტინის პატივსაცემად დარქმეოდა მისი სახელი”. რუსეთის ლიდერს კი კადიროვმა “დიდი, ბრძენი, შორსმჭვრეტელი, მამაცი, მტკიცე და საყვარელი” პრეზიდენტი უწოდა. ვლადიმირ პუტინის სახელობის მიკრორაიონი გროზნოში […]

+18 – “ასე ვისაც ერთხელ ხელი მოხვედრია, თავს უნდა იკლავდეს” – ჯარისკაცის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი

ჯგუფური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებულ ჯარისკაცებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. მიხეილ დოიჯაშვილი, რამაზ გოგიძე , ზურაბ ვაშაგაშვილი – სამი ყოფილი სამხედრო დანაშაულს არ აღიარებს. გამოძიება ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი მისმა კოლეგებმა სასტიკად სცემს და სამხედრო ნაწილში, არაფორმალური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. გამოძიების მტკიცებით, ნაცემი დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს. […]

ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სამ სამხედროს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ფოტო – მთვარი არხი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამ უკვე ყოფილ სამხედროს, მიხეილ დოიჯაშვილის, რამაზ გოგიძეს და ზურაბ ვაშაგაშვილის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებათ. საქმე ეხება კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის საქმეს. ბრალდებულების ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილმა სამხედროებმა გაიგეს, რომ გარდაცვლილს ჰქონდა მიმოწერა მათი მეგობრის მეუღლესთან და მასთან […]

თოვლი, ნისლი, წვიმა – შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 19 თებერვლამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი. მათივე ცნობით, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, […]

ზელენსკი ბერლინში – ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის ეწვევა პარიზსაც

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ იწყებს ორ მნიშვნელოვან დღეს, შეხვედრებს გამართავს პარტნიორებთან გერმანიასა და საფრანგეთში. ზელენსკი ასევე მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში და მის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. “ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ უკრაინის სამართლიანი პირობებით და უზრუნველვყოთ გრძელვადიანი მშვიდობა”,- დაწერა მან. […]

გარდაიცვალა პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი – რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა, ამის შესახებ რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური იტყობინება. უწყების თანახმად, ნავალნიმ თავი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო და პრაქტიკულად მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური კოლონიაში კომისიას გზავნის. პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან […]

“შოვში, სტიქიის არეალში დაუშვებელია ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა” – სააგენტოს ანგარიში

გარემოს ეროვნული სააგენტო 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასების ანგარიშს აქვეყნებს. საუბარია შოვის ტრაგედიაზე, რომელსაც 33 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. ანგარიშში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ მდინარე ბუბისწყლის […]

გამობრძანდნენ და საზოგადოებას აუხსნან ამ პარადოქსულ ტყუილს როგორ ასაღებენ სიმართლედ – დავით მათიკაშვილი “ლელო”-ს დაპირებაზე

გამობრძანდნენ და საზოგადოებას აუხსნან ამ პარადოქსულ ტყუილს როგორ ასაღებენ სიმართლედ – დავით მათიკაშვილი “ლელო”-ს დაპირებაზე რადიკალიზმით და აგრესიული რიტორიკით გამორჩეულმა „ლელომ“ კიდევ იმით გამოიჩინა თავი, რომ ტყუილების და ცრუ დაპირებების კორიანტელი დააყენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, პარტია „ლელო“ ვალდებულია მისმა წარმომადგენლებმა საზოგადოებას აუხსნან როგორ შეიძლება ეკონომიკის 10%-იანი ვარდნის […]

ციფრებში არიან დაკარგულები – ირაკლი ზარქუა “ლელო”-ს 1000 ლარიან დაპირებაზე

ციფრებში არიან დაკარგულები – ირაკლი ზარქუა “ლელო”-ს 1000 ლარიან დაპირებაზე “ლელოზე” შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან ციფრებში დაკარგულები. ოპოზიციამ თვითონ ამხილა ამ სიცრუეში და სიგიჟეში, რასაც ჰყვებიან, – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა “ლელოს” დაპირებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების და პენსიების 1000 ლარამდე ზრდის შესახებ. მისი თქმით, ამ დაპირებით “ლელო” საზოგადოებას ატყუებს, […]

“ლელოს” დაპირებები, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და პარალელურად, პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას გულისხმობს ჩანასახშივე დიდი ტყუილია

“გარდა იმისა, რომ სანქციების შემომღები ქვეყნები თავადვე აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის წარმოებას და საკუთარ ბაზარს საფრთხეს არ უქმნიან, დაიდო კვლევა, რომლითაც დადასტურდა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის სანქციების დაწესებით, რუსეთი იმდენად არ დაზარალდებოდა, რამდენადაც საქართველო და მივიღებდით ეკონომიკის 10-პროცენტიან ვარდნას,” – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ლელოს“ განცხადებებს, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდისა და რუსეთისთვის სანქციების […]