17-19 თებერვალს საქართველოში ამინდი გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში წვიმა, ხოლო მაღალმთიან ზონაში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. “მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტენსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. […]

პესკოვი ნავალნიზე: არ ვიცი სიკვდილის მიზეზი, მედიკოსებმა უნდა დაადგინონ

16 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა. ოპოზიციონერის სიკვდილს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი: “რამდენადაც ვიცი ფედერალური პენიტენციური სამსახური ყველა მოქმედი წესის დაცვით არკვევს მომხდარის დეტალებს. საქმე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს, ვინაიდან ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს განსაზღვრული წესები. არ ვიცი სიკვდილის მიზეზი, მედიკოსებმა უნდა დაადგინონ”. – ამბობს პესკოვი. რუსული მედიების ცნობით ვლადიმირ პუტინი ნავალნის […]

მომდევნო დღეებში საქართველოში ძლიერი წვიმა, თოვლი და ნისლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტენსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, […]

გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიაზე – კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ

გვარამიას უნდა რომ ფენიქსისებრ ამოვიდეს ჭაობიდან და ადამიანებს აჩვენოს თავი, თითქოს ახალი ქართველია. კარებიდან გაგდებულებს ფანჯრიდან უნდათ გადმოძვრნენ და რაც დააკლეს იმ ავბედით წლებში საქართველოს, ბოლომდე მიიყვანონ, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი ნიკა გვარამიას ინტერვიუს, სადაც გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური პრობლემები იყო. როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის […]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, ხმათა უმრავლესობით, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად საქართველოდან მწერალი, აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) წარადგინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. „აკა მორჩილაძეს შეუძლია წეროს ძალიან სერიოზულ, აქტუალურ და მტკივნეულ თემებზე, როგორიცაა: სამოქალაქო ომი და მის ფონზე წარმოქმნილი სოციალური კრიზისი, პოლიტიკური […]

თინა ბოკუჩავა – როცა მოქალაქეთა კრიტიკული მასა მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დევნილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეთა ამ მოთხოვნას შეისმენს

როცა მოქალაქეთა კრიტიკული მასა მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დევნილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეისმენს მოქალაქეთა ამ მოთხოვნას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, მოქალაქეთა ხელმოწერებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პეტიციას […]

დავით მათიკაშვილი „ლელოს“ დაპირებებზე – გამობრძანდნენ და საზოგადოებას აუხსნან ამ პარადოქსულ ტყუილს როგორ ასაღებენ სიმართლედ, როგორ შეიძლება ეკონომიკის 10%-იანი ვარდნის პირობებში პენსიები 1000 ლარამდე გაიზარდოს?!

რადიკალიზმით და აგრესიული რიტორიკით გამორჩეულმა „ლელომ“ კიდევ იმით გამოიჩინა თავი, რომ ტყუილების და ცრუ დაპირებების კორიანტელი დააყენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, პარტია „ლელო“ ვალდებულია მისმა წარმომადგენლებმა საზოგადოებას აუხსნან როგორ შეიძლება ეკონომიკის 10%-იანი ვარდნის პირობებში პენსიები გაიზარდოს 1000 ლარამდე. „ერთ-ერთი გამორჩეული ტყუილია ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი პენსიის […]

ირაკლი ზარქუა „ლელოს“ 1000-ლარიან საპენსიო დაპირებაზე – ციფრებში არიან დაკარგულები – რუსეთის ეკონომიკას სანქციები უნდა დავუწესოთო, რაც ნიშნავს, რომ მინუს 10 პროცენტი გაქვს ეკონომიკის ზრდა, შემდეგ პენსიებს როგორ გაზრდი?

„ლელოზე“ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან ციფრებში დაკარგულები. ოპოზიციამ თვითონ ამხილა ამ სიცრუეში და სიგიჟეში, რასაც ჰყვებიან, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ლელოს“ დაპირებას რუსეთისთვის სანქციების დაწესების და პენსიების 1000 ლარამდე ზრდის შესახებ. მისი თქმით, ამ დაპირებით „ლელო“ საზოგადოებას ატყუებს, ვინაიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, საქართველოს ეკონომიკა შემცირდება, რაც პენსიების ზრდას […]

ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპა

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს, ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა. რუსი ოპოზიციონერის დაღუპვის ოფიციალური მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

2023 წელს ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა 243 ადამიანს ჩამოერთვა

2023 წელს ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა 243 ადამიანს ჩამოერთვა,- ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იზორია მიიჩნევს, რომ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მართვის მოწმობის მფლობელს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქულები არ აკლდება. მისი თქმით, ქულათა სისტემაში ვიდეოჯარიმების დამატება აღსრულების პროცესს […]