სამადაშვილი: პუტინის რეჟიმის დამარცხებამდე მსოფლიო მუდმივი საფრთხის ქვეშ დარჩება

“პუტინის რეჟიმის ბოროტება არანაირად არ არის ნაკლები საბჭოთა კავშირზე”, – ასე ეხმაურება ლელოს დეპუტატი სალომე სამადაშვილი პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებას. სამადაშვილის თქმით, პუტინის რეჟიმის დამარცხებამდე მსოფლიო მუდმივი საფრთხის ქვეშ დარჩება. “როგორ გარდაიცვალა ალექსეი ნავალნი, სავარაუდოდ, ვერც გავიგებთ. წარმოუდგენელი სიმამაცის და შეუპოვრობის ძეგლი რომ შექმნა საკუთარ სიცოცხლეშივე, ნათელია. პუტინის რეჟიმის ბოროტება არანაირად არ არის ნაკლები […]

გერმანიამ და უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და გერმანიამ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტის დროს, ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რაც უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ G7-ის დეკლარაციის გაგრძელებაა. შეთანხმების ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. „ისტორიული ნაბიჯია. გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიული ომის წინააღმდეგ“, — დაწერა შოლცმა სოციალურ ქსელში. G7-ის ჩარჩო-დეკლარაციას, ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებს ხელი მოეწერა ვილნიუსში, ნატოს […]

„ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს“ – ზურაბიშვილი ნავალნის სიკვდილზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) გამოქვეყნებულ განცხადებაში ზურაბიშვილი წერს: „ალექსეი ნავალნის გარდაცვალება ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მცველთათვის. ვუსამძიმრებ ოჯახს და რუსეთში მყოფ იმ ადამიანებს, ვინც აგრძელებს მის ბრძოლას დემოკრატიისთვის“.

„ცხადია, რომ ნავალნი პუტინმა მოკლა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი პუტინმა მოკლა. „ცხადია, რომ იგი [ნავალნი] პუტინმა მოკლა“, – ციტირებს ზელენსკის „ერ-ბე-კა უკრაინა“.

“ბრენტფორდმა” აივან ტოუნის შემცვლელი უკვე შეიძინა

“ბრენტფორდმა” “ბრიუგედან” 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი იგორ ტიაგო 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ბინადარ გუნდს 2024 წლის 1 ივლისიდან შეუერთდება. მან კლუბში ლიდერი აივან ტოუნი უნდა შეცვალოს, რომელიც ზაფხულში დიდი ალბათობით, ნავთსაყუდელს გამოიცვლის. ტიაგომ მიმდინარე სეზონში “ბრიუგეს” ფორმა ყველა ტურნირზე 40 შეხვედრაში მოირგო და 26 გოლი გაიტანა.

რა ეტაპზეა ხელოვნური კუნძულის – „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა?

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში, “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პრეზენტაციის დღიდან კომპანიის მიერ განხორციელებული პირდაპირი დანახარჯი შეადგდგენს 22 მილიონ ლარს, რის შესახებაც აუდიტის ოფიციალური დასკვნა უკვე წარედგინა სახელმწიფო ქონების მართვის […]

მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

მიუნხენში უსაფრთხოების 60-ე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა. ღონისძიებას, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფორუმია, 50 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები. კონფერენციის მთავარი თემა იქნება უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე სომალიში, სუდანსა და ჰაიტიში მიმდინარე ომები. სხვა მნიშვნელოვანი თემები იქნება საერთაშორისო სამართლის უზენაესობა, […]

იენს სტოლტენბერგი – რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გარემოებების შესახებ

ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი და რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ, – ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას. მისი თქმით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ღრმად დამწუხრებული და აღელვებულია. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების […]

სალომე ზურაბიშვილი – ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის – ვუსამძიმრებ მის ოჯახს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის. „ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა ყველა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს“, – წერს ზურაბიშვილი.

შარლ მიშელი – ევროკავშირი ალექსეი ნავალნის ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთის რეჟიმს აკისრია. „ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. თავის იდეალებისთვის მან თავი გაწირა. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში ყველაზე ბნელ ვითარებაში. მებრძოლები იღუპებიან, მაგრამ თავისუფლებისთვის […]