“საშინელი ამბავია” – რიში სუნაკი ნავალნის სიკვდილზე

“საშინელი ამბავია. როგორც რუსეთის დემოკრატიის ყველაზე გულმხურვალე დამცველი, ალექსეი ნავალნი ავლენდა წარმოუდგენელ სიმამაცეს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. ფიქრებით ვარ მის მეუღლესთან და რუსეთის ხალხთან, რომელთათვისაც ეს უზარმაზარი ტრაგედიაა“, – დაწერა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი]. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის […]

ზურაბიშვილი: ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისთვის და უფლებათა მცველებისთვის

ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისთვისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში აგრძელებს მის ბრძოლას დემოკრატიისთვის. წერს X-ზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილზე.

შოლცი ნავალნიზე: სიმამაცისთვის ფასი საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს გამოეხმაურა. შოლცმა გაიხსენა ნავალნისთან შეხვედრა, როდესაც რუსეთში დაბრუნების შესახებ ნავალნის გადაწყვეტილებაზე და მის გამბედაობაზე ისაუბრეს, მას შემდეგ, რაც ის ნოვიჩოკით მოწამლვით სიკვდილს გადაურჩა. “ნავალნიმ რუსეთში დაბრუნებისას სიმამაცისთვის ფასი საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა”. – ამბობს შოლცი. რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დანაშაულის აღსრულების ფედერალური სამსახურის სამმართველოზე დაყრდნობით […]

ზელენსკი ნავალნის სიკვდილზე: ცხადია, პუტინმა მოკლა

“ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ციხეში დაიღუპა ალექსეი ნავალნი. ცხადია, ის პუტინმა მოკლა, ისევე, როგორც ათასობით სხვა ნატანჯი პატიმარი. პუტინისთვის სულ ერთია ვინ მოკვდება, მისთვის მთავარი საკუთარი პოზიციის შენარჩუნებაა”.

მიშელი: ნავალნის ტრაგიკულ სიკვდილზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს ვაკისრებთ

ალექსეი ნავალნი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძოდა. თავისი იდეალებისთვის მან უდიდესი მსხვერპლი გაიღო. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ სიკვდილზე მთელ პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ყველას დედამიწის გარშემო, ვინც ყველაზე ბნელ ვითარებაში იბრძვის დემოკრატიისთვის. მებრძოლები კვდებიან, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა არასდროს მთავრდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი […]

სუნაკი: ალექსეი ნავალნი რუსული დემოკრატიის შეუპოვარი დამცველი იყო

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურა. “ეს საშინელი სიახლეა. როგორც რუსეთის დემოკრატიის შეუპოვარმა დამცველმა, ალექსეი ნავალნიმ მისი სიცოცხლის მანძილზე წარმოუდგენელი შეუპოვრობა აჩვენა” – დაწერა რიში სუნაკმა. რიში სუნაკმა ალექსეი ნავალნის ცოლს და რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

სტოლტენბერგი: რუსეთმა უნდა უპასუხოს კითხვებს ნავალნის გარდაცვალების გარემოებების შესახებ

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გარემოებების შესახებ. “ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი და რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ”. – თქვა სტოლტენბერგმა. “16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. […]

ნაუსედა: ნავალნი ციხეში არ გარდაცვლილა, ის კრემლის სისასტიკემ მოკლა

ალექსეი ნავალნი ციხეში არ გარდაცვლილა, ის კრემლის სისასტიკემ მოკლა და ამის [მკვლელობის] მიზანია ნებისმიერ ფასად ოპოზიციის გაჩუმება. რუსეთის რეჟიმს უნდა დაეკისროს შედეგები. მან პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე

მეცოლა: რუსეთმა ნავალნის წაართვა თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ არა ღირსება

მსოფლიომ დაკარგა მებრძოლი, რომლის გამბედაობა თაობებს გადაეცემა. შეძრწუნებული ვარ სახაროვის პრიზის ლაურეატის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო. რუსეთმა მას წაართვა თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ არა ღირსება. მისი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება. ფიქრებით მის ცოლსა და შვილებთან ვართ.

ლაიენი ნავალნის სიკვდილზე: საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი

ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ამბით. პუტინს საკუთარი ხალხის განსხვავებულ აზრზე უფრო მეტად არაფრის ეშინია. საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა არის პუტინი და მისი რეჟიმი. მოდით, გავერთიანდეთ ბრძოლისას, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც გაბედავს ავტოკრატიის წინააღმდეგ წასვლას.