ბაიდენმა ნეთანიაჰუს გაუმეორა, რომ რაფაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუმეორა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის სათანადო დაცვის გარეშე, პალესტინელთა ქალაქ რაფაში სამხედრო ოპერაცია არ უნდა გაგრძელდეს. თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენს და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი ხუთშაბათს, 15 თებერვალს შედგა. ბოლო ერთი კვირაზე ნაკლებ დროში, ეს ორ ლიდერს შორის გამართული რიგით მეორე სატელეფონო საუბარია. ბაიდენმა კვლავ გააფრთხილა ნეთანიაჰუ […]
“ათასჯერ უარეს აღსასრულს ვუსურვებ მის მკვლელს!” – ლორთქიფანიძე

შემაძრწუნებელია ამბავია … ათასჯერ უარეს აღსასრულს ვუსურვებ მის მკვლელს!
გენიალური პოსტებია “რატომ გლოვობთ ნავალნის?” – იაკობ ჯანგავაძე

გენიალური პოსტებია “რატომ გლოვობთ ნავალნის?”, ჯერ ერთი, ვისაც გვინდა იმას ვიგლოვებთ, მეორე, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალებას ვიგლოვებ, ვინც პუტინს (და მის სისტემას) ებრძოდა. ნავალნიმ აჩვენა გამბედაობისა და ღირსების ეტალონი, რომელიც შეგნებულად წავიდა სიკვდილზე – ჩავიდა იქ, სადაც იცოდა რომ მოკლავდნენ. შექმნა მედია (იუთუბზე), სადაც გააშიშვლა რუსული ელიტა და მილიონობით რუსს აჩვენა მათი რეალური სახე. ამ ადამიანმა […]
“ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით”; “ელისაშვილი გაყიდული არამზადაა” – ელისაშვილი და ბესელია

დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია დანიშნოს და განაცხადა: „იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ასეთ დიდ შეცდომას არ დაუშვებს. ეკა ბესელია თავისი ცხოვრების მანძილზე ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით ვაჭრობით. რა თქმა უნდა, ერთხელ რაღაცას გემოს რომ გაუსინჯავ, სულ გინდა. თან იქ ფული იოლად იშოვება, […]
კანდელაკი ნავალნის სიკვდილზე: დამთხვევაა თუ ვიღაცამ საჭადრაკო დაფაზე მორიგი სვლა გააკეთა?

მოულოდნელად მოკვდა არც ისე დიდი ხნის წინ აქტიური და ცოცხალი ალექსეი ნავალნი. ეს მოხდა ზუსტად ერთი თვით ადრე, ზუსტად იმ მომენტში, როცა რუსული ოპოზიცია წარმოადგენს ცარიელ ადგილს, როცა საზოგადოებრივი პოზიცია რუსეთისკენ იხრებოდა. მოწინააღმდეგე მხარე უცებ იღებს საჩუქარს, რომელიც დასავლურ სამყაროში ეჭვგარეშეა, რომ ანტირუსულ ტალღას გამოიწვევს. რა იქნება შემდეგ – ვნახოთ, მაგრამ ვერ ავარიდებთ თავს შეკითხვას: […]
ჯოზეფ ბორელი – ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია

ნავალნიმ სიცოცხლე რუსეთის ღირსების გადარჩენას დაუთმო, მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას. მაშინ, როდესაც შემდგომ ინფორმაციას ველით, მოდით ნათელი ვიყოთ: […]
თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და „მერსი ქორფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თბილისის საკრებულოს ცნობით, დოკუმენტს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, „მერსი ქორფს“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი – ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ მოაწერეს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ […]
ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრები ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს აგიტე ზარინა სტურეს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელოვნებო განათლების რეფორმაზე და ამ მიმართულებით კომიტეტების თანამშრომლობაზე. „ლატვიის სახელოვნებო განათლების მოდელი ძალიან წარმატებულია და საქართველოს პარლამენტი სახელოვნებო განათლების […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩემგან მთავარი სიგნალია ის, რომ ჩვენი სამხედროები უმთავრესია

ჩემგან მთავარი სიგნალია ის, რომ ჩვენი სამხედროები უმთავრესია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “რაც შეეხება ავდეევკას: ვითარება იქ [რთულია] უკვე დიდი ხნის განმავლობაში. გვახსოვს, რას უშვრება რუსეთი ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს. არ დაწყნარდებიან, სანამ იქ ყველაფერს ცოცხალს არ გაანადგურებენ,” – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ავდეევკას […]
დმიტრო კულება – პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი პუტინის მიერ მოკლული კრიტიკოსების მხოლოდ ნაწილია

პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი და ნავალნი პუტინის მიერ მოკლული კრიტიკოსების მხოლოდ ნაწილია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი მხოლოდ ყველაზე მეტად ცნობილი სახელების ნაწილია კრიტიკოსების გრძელ სიაში, რომლებიც პუტინმა მოკლა. ყოველი მკვლელობის შემდეგ იყო აღშფოთება, მაგრამ პუტინს საბოლოო ჯამში ეს შერჩა, და მსოფლიო […]