„ჩვენი ღვინის გაყიდვების 20% აშშ-ის ბაზარზე მოდის“- ვარციხის მარანი

„ჩვენი გაყიდვების 20% აშშ-ს ბაზარზე გადის“- ამის შესახებ „კომერსანტს“ „ვარციხის მარნის“ დამფუძნებელმა დავით ცერცვაძემ უთხრა, მისი თქმით ვარციხის მარანი 12 სახეობის ღვინოს აწარმოებს. მათი წარმოება ძირითადად იმერული ჯიშის ყურძენზეა, თუმცა მარანს აქვს ვენახები გურჯაანის სოფელ ვაზისუბანშიც, სადაც რქაწითელს და საფერავს აწარმოებს. „ჩვენ წარმოებაში არის 12 სახეობის ღვინო, ასევე სამ ჰექტარ ფართობზე ვენახები გვაქვს გურჯაანის რაიონის […]
საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები განიხილეს

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი და პიტერ სიირტო მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც, მინისტრების შეფასებით საკმაოდ დინამიურად ვითარდება, არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ დარგობრივი და სექტორული მიმართულებით. „მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორად პროფესორი ვაჟა პაპასკირი აირჩია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე პროფესორი ვაჟა პაპასკირი იქნა არჩეული. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ვაჟა პაპასკირი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, ხმათა სრული უმრავლესობით აირჩია. „სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების დანიშვნის შესახებ აკადემიურმა საბჭომ მიმდინარე წლის 18 იანვარს გამოსცდა დადგენილება, რომლის თანახმადაც […]
კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი მწვრთნელი წარადგინა – ნაკრების მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩი გახდა. ახალი მწვრთნელი საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ წარადგინა. ალეკსანდარ ჯიკიჩი სერბი სპეციალისტია, რომელიც 20 წლიანი კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა დროს სერბულ (პარტიზანი, ბეოვუკი), სლოვენიურ (ოლიმპია, კრკა), ლიტვურ (რიტასი), მონტენეგროულ (ბუდუჩნოსტი), ესპანურ (ესტუდიანტესი) და ისრაელურ (აპოელი) კლუბებს წვრთნიდა. 2014-2015 წლებში კი ის ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. აღსანიშნავია, […]
აქუბარდია: არავის ექნება ეჭვი, რომ მის სიკვდილში პუტინის ხელი არ იყო

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, არავის შეეპარება ეჭვი, რომ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის სიკვდილში პუტინის ხელი არ ურევია. “ნავალნის მიმართ საპატიმროში მოპყრობა ყველამ ვიცით, როგორი იყო და ამ მოცემულობაში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ამ არჩევნებში არის უკონკურენტო იმ სისტემიდან გამომდინარე, რომელიც მან შექმნა – არც კი დაუშვა ოპოზიციური კანდიდატების რეგისტრაციის საკითხი – […]
გოცირიძე: ნავალნი მოკლა პუტინმა, ვინაიდან, ციხეშიც კი მისთვის მოწინააღმდეგე იყო

ევროოპტიმისტების წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ალექსეი ნავალნი პუტინის მსხვერპლია. მისი თქმით, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოში გასამართლდება, მისი ერთ-ერთი დანაშაული სწორედ ოპონენტების მკვლელობა იქნება. “მიზანმიმართულად მოკლა პუტინმა, ვინაიდან, ციხეშიც კი ნავალნი იყო მისთვის მოწინააღმდეგე. სანამ არსებობდა, მანამ იარსებებდა ის განცხადებები, ან მათი მომხრეების აქტიურობა, რასაც ასე თუ ისე, დღემდე ვხედავდით. ჰააგის სასამართლოში როცა პუტინი გასამართლდება, […]
დახოცილი პირუტყვის ასეულობით ნარჩენი თეთრიწყაროში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პირველ კომენტარს აკეთებს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დახოცილი პირუტყვის, მათ შორის ცხენისა და ვირის ნარჩენი აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხეველობის დეპარტამენტი პირველ კომენტარს აკეთებს . „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ვაშლოვანში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევის დადგენის მიზნით მასალები საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება. შედგა შესაბამისი აქტი, ადგილზე აღებულია ჯიპიეს კოორდინატები. ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, გადაეგზავნება ადგილობრივ […]
აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-18 ადგილზეა

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ორგანიზაციის (American Association of Wine Economists – AAWE) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, საქართველო მე-18 ადგილზეა. 2023 წლის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში $5.22 მილიონის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული. პირველ სამეულში არიან საფრანგეთი ($2.5 მილიარდი), იტალია ($2.1 მილიარდი) და ახალი ზელანდია $598.85 მილიონი. საქართველოს მსგავსი შედეგები აქვთ მოლდოვას, დანიას, სლოვენიას და უნგრეთს.
ზელენსკი: ნავალნი პუტინის მოკლულია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილის კომენტირებისას თქვა, რომ ის „რუსი დიქტატორის ვლადიმირ პუტინის მოკლულია“, ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „პუტინი ყოველთვის კლავს, ის თვითონაა ომი, ის არ გაჩერდება, ის მხოლოდ უნდა შეაჩერო და მხოლოდ თანამშრომლობით. ახლახან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ციხეში დაიღუპა ალექსეი ნავალნი, ნათელია, ის პუტინის […]
ნავალნის დედა: არ მინდა სამძიმარი

„არ მინდა არავითარი სამძიმრის სიტყვების მოსმენა. ვნახეთ შვილი კოლონიაში, 12 რიცხვში [თებერვალს] პაემანზე ვიყავით. ცოცხალი იყო, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე“, – მედიის თანახმად, ლიუდმილა ნავალნაიამ ამის შესახებ თავის ფეისბუკგვერდზე დაწერა. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა. უწყების თანახმად, […]