ნავალნის თანაგუნდელი: დიდი ალბათობით მოკლულია

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი “დიდი ალბათობით მოკლულია”. ასეთ ვარაუდს გამოთქვამს Youtube-ის ეთერში გარდაცვლილი პოლიტიკოსის გუნდის წევრი, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი ივან ჟდანოვი. “ახლა სიტუაცია ამგვარია, რომ ვიაზრებთ, რომ დიდი ალბათობით ალექსეი ნავალნი მოკლულია. არ მოგატყუებთ, არ არსებობს რაღაც იმედი იმისა, რომ ხვალ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდება. ასეთი შანსი მიზერულია. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ რეალურად პატიმრობაში […]
ბაიდენი: თუ პუტინი თავს დაესხმება NATO-ს წევრს, აშშ ალიანსის ყოველ ინჩს დაიცავს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებულ სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეეხო ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვებსაც. რამდენიმე დღის წინ ტრამპმა გაიხსენა, ადმინისტრაციაში ყოფნის დროს NATO-ს წევრს როგორ უთხრა, რომ რუსეთს შეუძლია “რა ჯანდაბაც უნდა, ის უქნას” ალიანსის იმ მოკავშირეებს, რომლებიც თავდაცვის ბიუჯეტისთვის არასაკმარის თანხებს გამოყოფენ. “ყველა ჩვენგანმა უნდა დაგმოს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის […]
“როდესაც ჩემი შვილი დავკრძალე და მეუღლე რეანიმაციაში უმძიმეს მდგომარეობაში მყავდა, ზუსტად იმ დღეს ნათლობა მქონდა დაგეგმილი” – მამა შალვა კეკელია

· 36 თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია თავისი საერო ცხოვრების, ოჯახის, პატრიარქთან ურთიერთობისა და უდიდესი წინაპრის, ამბროსი ხელაიას შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრას” ესაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან: – ბავშვობის წლები ძალიან ლამაზი იყო, ოთხი ძმა ვართ და ოჯახში ყველა თაობა ერთად ვცხოვრობდით – დედა, მამა, ბებია და ბაბუა. ბებიის სითბო და […]
ადმინისტრაცია: ზურაბიშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ვერა ჟუროვასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა. ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული ცხადი და მკაფიო განცხადებისათვის. “პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ მომენტში, როცა რუსული პროპაგანდა […]
ბაიდენი: შეცდომაში არ შეხვიდეთ, პუტინი არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი არის გაბრაზებული, თუმცა არა გაკვირვებული ამ ამბით. პუტინმა ის მოწამლა, დააპატიმრა, მიუსაჯა პატიმრობა დანაშაულებისთვის, ჰყავდა დატყვევებული იზოლაციაში. ნავალნი ამ ყველაფერმაც კი ვერ შეაჩერა. ციხეშიც კი, ის სიმართლის ძლიერი ხმა იყო. ეს საოცარია. მას არ შეეძლო უსაფრთხოდ ეცხოვრა დევნილობაში მკვლელობის მცდელობის შემდეგ. ის სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებოდა, თუმცა მაინც რუსეთში დაბრუნდა, როცა იცოდა, რომ […]
ფრიდი: მთავრობამ, ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, პუტინს არ აქვს კარგი განზრახვები საქართველოსადმი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არ გააჩნია კარგი განზრახვები საქართველოს მიმართ და სწორედ ამიტომ, ის მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, ერთად იმუშაონ დამოუკიდებელი, ძლიერი და დემოკრატიული საქართველოსთვის. ეს განცხადება მან ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში ჩართვისას გააკეთა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობდა მიუნხენის კონფერენციის დოკუმენტში […]
ბაიდენი: ნავალნის დაღუპვაზე პუტინია პასუხისმგებელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია. “რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა მომხდარზე, როგორც ბევრი ადამიანი მსოფლიოში, არ ვარ გაკვირვებული, მაგრამ ვარ განრისხებული ამ უკანასკნელი განვითარების თვალსაზრისით ალექსეი ნავალნის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც მამაცურად ებრძოდა კორუფციას და ყველა იმ ქმედებას, რასაც პუტინის რეჟიმი […]
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. “ევროპული მულტილატერალიზმისა და საერთო სამართლებრივი წესრიგის [მიმართ] საფრთხეები ტვირთად აწვება ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ერთიანი ვიყოთ ჩვენი საერთო ღირებულებების ირგვლივ იმ გამოწვევების წინაშე, რომელთა წინაშეც ვდგავართ”, – ნათქვამია წერილში. “დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლიდან ევროპის საბჭოს […]
იტალიის პრემიერი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „იტალიის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად თქვენი დანიშვნა. იტალიასა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება იმ საერთო ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც პირველ რიგში აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტის ჩვენი მტკიცე მხარდაჭერით. ჩვენ კვლავ წინ აღვუდგებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც […]
“რუსეთმა უნდა უპასუხოს სერიოზულ შეკითხვებს” – იენს სტოლტენბერგი ნავალნის სიკვდილზე

“დამწუხრებული და შეშფოთებული [ვარ] ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო. რუსეთმა პასუხი უნდა გასცეს სერიოზულ შეკითხვებს. ნავალნი იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის ძლიერი ხმა. ნატო და მოკავშირეები მის გათავისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. ჩემი ფიქრები მის ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან არია“, – დაწერა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი].