რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული უსაფრთხოების რისკების შესახებ რუსეთის მოქალაქეები გააფრთხილა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული უსაფრთხოების რისკების შესახებ რუსეთის მოქალაქეები გააფრთხილა. „აფხაზეთის მოქალაქე ე.გ. აბუხბა, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტის მიმართ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის შემსუბუქების შემდეგ გაათავისუფლეს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „ეს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელის მიმართ აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ […]
ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ ცნობიერების ამაღლების მესამე ფორუმი ჩატარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ ცნობიერების ამაღლების მესამე ფორუმი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი კანონის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხზე. „ფორუმი გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით […]
ეკონომიკის სამინისტროში სიმძლავრის რიგით მეორე აუქციონზე 1877 მგვტ სიმძლავრის 147 პროექტი შემოვიდა

ეკონომიკის სამინისტროში სიმძლავრის რიგით მეორე აუქციონზე 1877 მგვტ სიმძლავრის 147 პროექტი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 16 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დახურული სახით წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა და მათი შესწავლა დაიწყო. […]
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ 6 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 6 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისთვის და მისი წევრისთვის მიმართვის ფაქტზე მათ ბრალდება გუშინ, 16 თებერვალს წარუდგინა. “შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ “ქურდული სამყაროს” ოთხმა წევრმა, 2023 წლის ნოემბერში, ორი მოდავე მხარის მიმართვის საფუძველზე, ქალაქ გორში “ქურდული გარჩევა” მოაწყო. ბრალდებულებმა […]
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში უსაფრთხოების რისკების შესახებ მოქალაქეები გააფრთხილა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ მოქალაქეები გააფრთხილა. რუსული უწყების ინფორმაციით, გაფრთხილება უკავშირდება “აფხაზეთის მოქალაქე ე.გ. აბუხბას საქმეს”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აბუხბამ, რომელმაც 2019 წელს მძიმე დანაშაული ჩაიდინა რუსი ტურისტის მიმართ, სასჯელის შემსუბუქების შემდეგ 2 თებერვალს გაათავისუფლეს “[ეს საქმე მოწმობს] აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას რესპუბლიკის […]
ნავალნის სიკვდილის თემაზე იმ ქართველი ჯალათების და მათი მხარდამჭერების ვაი-ვიშია ატეხილი, რომლებმაც არაერთი პატრიოტი შეიწირეს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ, მათ არასოდეს აწუხებდათ განაჩენებით დადასტურებული მკვლელობები

ნავალნის სიკვდილის თემაზე იმ ქართველი ჯალათების და მათი მხარდამჭერების ვაი-ვიშია ატეხილი, რომლებმაც არაერთი პატრიოტი შეიწირეს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ, მათ არასოდეს აწუხებდათ განაჩენებით დადასტურებული მკვლელობები ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, ალექსეი ნავალნის რუსეთის ციხეში გარდაცვალების ფაქტზე კონკრეტული ქართველი ოპოზიციონერების და მათი მხარდამჭერების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს. ნიკოლაიშვილის განცხადებით, ნავალნი ყველა შემთხვევაში მორალური გმირია, თუმცა, მისი სიკვდილის გამო […]
რამდენად უთავმოყვარეო და შუბლზე ძარღვგაწყვეტილი უნდა იყო, რომ დღეს ნავალნი “ვივა მედში” წამოკოტრიალებულ კრიმინალს, სისხლის სამართლის დამნაშავეს, მიშა სააკაშვილს შეადარო

რამდენად უთავმოყვარეო და შუბლზე ძარღვგაწყვეტილი უნდა იყო, რომ დღეს ნავალნი “ვივა მედში” წამოკოტრიალებულ კრიმინალს, სისხლის სამართლის დამნაშავეს, მიშა სააკაშვილს შეადარო „სიტყვების ბრახუნი რომ სააკაშვილი, ნავალნის მსგავსად, პუტინის პირადი პატიმარია, მარტო ამორალური კი არა, ჩემი აზრით დანაშაულია. საკუთარ მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, პატრონების დავალებით, ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად, კონტეინერით შემოპარული სააკაშვილი, რანაირად უნდა შეადარო ნავალნის, ადამიანს, რომელმაც იცოდა […]
უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა და გადაიდო

ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო დედაქალაქში ღამით შესასრულებელი რამდენიმე რეისი გაუქმდა, რამდენიმე კი გადაიდო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურმა მიაწოდა. გაუქმდა: · “თურქეთის ავიახაზების” სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის 2 რეისი; · “პეგასუსის” – სტამბოლი-თბილისის რეისი; გადაიდო: · “პეგასუსის” ანტალია-თბილისის რეისი; · “აზერბაიჯანის ავიახაზების” ბაქო-თბილისის რეისი. თბილისის აეროპორტის ინფორმაციით, ხილვადობა გაუმჯობესებულია და მუშაობას შეფერხების გარეშე განაგრძობენ.
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამ გაფრთხილების მიზეზი გახდა, აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსეთიდან ჩასული ტურისტის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლებულ კაცს, სასჯელი შეუმსუბუქა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. “აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას ავლენს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელის მიმართ… ცხადია, ეს ქმნის […]
“რეალი” ამ “სიგიჟეს” მართლა აპირებს? – მბაპემ და ჰოლანმა შესაძლოა, ერთად შეუტიონ

Cadena SER წერს, რომ მადრიდის “რეალში” შესაძლოა, მომავალი გალაქტიკო ვიხილოთ. დროის ამბავია, რომ “სამეფო გუნდი” კილიან მბაპეს დამატებას ოფიციალურად გვაუწყებს, მაგრამ ფლორენტინო პერესი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. “ბლანკოსის” მიზანია, რომ 2025 წელს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ერლინგ ჰოლანიც გადაიბიროს და მან მბაპესთან ერთად მეგა შეტევა შექმნას. შეგახსენებთ, რომ “რეალი” კილიანს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს, ფინანსურად ძალიან ძლიერ […]