ვოლოდიმირ ზელენსკი – ბრძოლის ველზე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რუსეთს უკან დახევა ვაიძულოთ – მოქმედებების ლიმიტს მხოლოდ იარაღის საკმარისი რაოდენობა და დიაპაზონი აწესებს, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის სახელმწიფოებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა. „ბრძოლის ველზე დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია რუსეთს უკან დახევა ვაიძულოთ. ამით ჩვენ რუსული მითი გავანადგურეთ იმის შესახებ, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მიწა დავიბრუნოთ, პუტინი კი შეიძლება დამარცხდეს. ეს ბრძოლის ველზე უკვე არაერთხელ მოხდა. […]

მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. „ლეგენდა წავიდა! ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა“, – აღნიშნულია ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის […]

75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში გარდაიცვალა ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი. Previous: სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, ის არის კონკრეტულ საქმეებზე მსჯავრდადებული, პრივილეგირებული პატიმარი Next: ნიკა გვარამია ისეთივე კრიმინალია, როგორც ადეიშვილი, მერაბაშვილი, ახალია, სააკაშვილი და სხვები. ისინი, იმ სისტემის შემოქმედები იყვნენ

ირანული მედია – სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მამაკაცმა 12 ნათესავი მოკლა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მამაკაცმა 12 ნათესავი მოკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA ავრცელებს. ქერმანის პროვინციის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ებრაჰიმ ჰამიდიმ განაცხადა, რომ ერთ-ერთი სოფელში შეიარაღებულმა პირმა მამას, ძმას და სხვა ნათესავებს ოჯახური კამათის გამო ცეცხლი გაუხსნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

ცნობილია ქუთაისში საზარელი ავარიის კიდევ ერთი მსხვერპლი – სისწრაფეში შეჯიბრის გამო 44 წლის ახალგაზრდა ქალი შეიწირეს!

· 2 ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალები მეზობლები იყვნენ. გაირკვა მეორე გარდაცვლილის ვინაობაც. იგი 44 წლის მაკა ქურდაძე იყო. ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ქუთაისში ორი ქვეითი ემსხვერპლა, ავტომობილების ერთმანეთთან შეჯიბრებამ გამოიწვია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილების საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ. სისწრაფეში შეჯიბრების დროს, ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ […]

„მიშა, შენ ცოცხალი არავის სჭირდები! შენი პროექტი დახურულია!” – ხათუნა ხოფერია

· 25 ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ექსპრეზიდენტს მიმართავს: „ვის აწყობდა ყველაზე მეტად ნავალნის სიკვდილი? პუტინს? – არა! არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე, ციხეში მჯდომი, გაქცეული და შეშინებული მომხრეების გარეშე დარჩენილი, ჩავარდნილი ამერიკული პროექტის ვარსკვლავის სიკვდილი პუტინს კარგს არაფერს მოუტანს! ისევე, როგორც ცოცხალი პატიმარი ნავალნი ვერაფერს დააკლებდა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატს! ფაქტიც სახეზეა! ნავალნიმ ფეხები ვერ მოჭამა ვალოდიას! […]

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში უსაფრთხოების რისკების შესახებ მოქალაქეები გააფრთხილა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ მოქალაქეები გააფრთხილა. რუსული უწყების ინფორმაციით, გაფრთხილება უკავშირდება “აფხაზეთის მოქალაქე ე.გ. აბუხბას საქმეს”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აბუხბამ, რომელმაც 2019 წელს მძიმე დანაშაული ჩაიდინა რუსი ტურისტის მიმართ, სასჯელის შემსუბუქების შემდეგ 2 თებერვალს გაათავისუფლეს “[ეს საქმე მოწმობს] აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას რესპუბლიკის […]

ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

ლევან თედიაშვილი დაიბადა 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1972 და 1976 წლებში). გარდა ამისა, იყო მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2003 […]

CFD-ის II აუქციონზე შემოსული განაცხადების სიმძლავრე გამოცხადებულს 1077 მგვტ-ით აღემატება – ეკონომიკის სამინისტრო

განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის მეორე აუქციონში სამინისტროში შესული განაცხადების სიმძლავრე გამოცხადებულს 1077 მგვტ-ით აღემატება – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით 16 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დახურული სახით წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა და […]

რამდენიმე ავიარეისი თბილისში დაფრენას ვერ ახერხებს

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი დაჯდომას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას Flightradar24ავრცელებს. კერძოდ, თბილისის თავზე უკვე 1 საათზე მეტია წრეებს ურტყამს შარჟა-თბილისის რეისი. ასევე დაფრენას ვერ ახერხებს ორი თვითმფრინავი სტამბოლიდან. ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ღამითაც ვერ შესრულდა.