მიხეილ სარჯველაძე – როდიდან გახდა ხელმოწერები გადამწყვეტი ფაქტორი, ვინმეს პასუხისმგებლობა ააცდინო? – მიუხედავად გაკეთებული განცხადებისა – „არა და არასდროს“, ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოუწევს

როდის აქედან გახდა ხელმოწერები გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა ააცდინო ჩადენილი დანაშაულებისთვის?! – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვების დაწყებას. სარჯველაძის თქმით, დანაშაულის ჩამდენმა პირმა, ვინც არ უნდა იყოს ის, პასუხი უნდა აგოს. „ყველა ხერხს ცდიან საიმისოდ, რომ იმ ამოცანას მიაღწიონ, რაც თავიდანვე დღის წესრიგში ჰქონდათ. […]
იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიაზე – ციხეში შესვლამდე პირწავარდნილი „ნაცი“ იყავით, ციხიდან გამოხვედით და იძახით, „ნაცი“ არ ვარო, უცებ გაემიჯნე, ეს კითხვას აჩენს, „ქოცებმა“ ხომ არ გადაგიბირეს?!

წარმოიდგინეთ, ციხეში შესვლამდე პირწავარდნილი „ნაცი“ იყავით, ციხიდან გამოხვედით და იძახით, „ნაცი“ არ ვარო; თან, ინფორმაციაა, რომ „ნაცებში“ თქვენს პირობებს აყენებთ – სრულიად ლეგიტიმურია, ეს ვაჭრობად ჩავთვალოთ – სხვა დაშვებაა, რომ ციხიდან გამოხვედი შეწყალების შედეგად და უცებ „ნაცებს“ გაემიჯნე, რაც კითხვას აჩენს, „ქოცებმა“ ხომ არ გადაგიბირეს?! – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიასთან […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროპა რუსეთთან ომისთვის მზად არ არის

ევროპა რუსეთთან ომისთვის მზად არ არის, – უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტის, ქრისტიან ამანპურის შეკითხვას უპასუხა. „მე მათ [ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს] ძალიან მკაფიოდ და გულწრფელად ვუთხარი: თუ გახსოვთ, რა მოხდა უკრაინაში 2014 წელს, ჩვენი ხალხი ომისთვის, ყირიმის და დონბასის ნაწილის სწრაფი ოკუპაციისთვის მზად არ იყო. და შემდეგ, თითქმის რვა […]
პრეზიდენტი ზელენსკისთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფება, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს. აღნიშნული ფოტო სალომე ზურაბიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ თამამები მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობაში“ – გელა ხანიშვილი

ფერმერული მეურნეობა „აგრო-1959“-ის მმართველი პარტნიორი გელა ხანიშვილი თვლის, რომ სახელმწიფო აგროსექტორში მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობაში უფრო თამამი უნდა იყოს. ამ საკითხზე მან გადაცემა #წერტილში ისაუბრა. ბიზნესმენი განმარტავს, რომ მსოფლიოში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე სუბსიდირებადი დარგია და იმისთვის, რომ ქართული აგროსექტორი გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს, სახელმწიფოს მხრიდან მისი სუბსიდირება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. „ევროპა დიდი ხანია ჩვენზე ადრე […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვარ ფრონტის ხაზზე დონალდ ტრამპთან ერთად წავიდე და ომის რეალობა ვაჩვენო

მზად ვარ ფრონტის ხაზზე დონალდ ტრამპთან ერთად წავიდე და ომის რეალობა ვაჩვენო, – უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. „თუ ბატონი ტრამპი ჩამოვა, მე მზად ვარ ფრონტის ხაზზე მასთან ერთად წავიდე. ვფიქრობ, თუ ჩვენ იმის შესახებ ვისაუბრებთ, თუ როგორ დავასრულოთ ომი, ჩვენ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს უნდა ვაჩვენოთ […]
ლევან ხაბეიშვილი – ნავალნის მკვლელობა უნდა აჩქარებდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას, მონაწილეობა არ მიიღოს ივანიშვილის ბინძურ მოქმედებებში – სააკაშვილის საქმეზე დროული მოქმედება მნიშვნელოვანია

ნავალნის მკვლელობა, კიდევ უფრო უნდა აჩქარებდეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას, არ მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის ბინძურ მოქმედებებში, რომელიც თანხვედრაშია მკვლელი პუტინის სურვილებთან და მოქმედებებთან. უნდა ესმოდეს პასუხისმგებლიან ადამიანს, პოლიტიკოსს და პრეზიდენტს, რომ ახლა მნიშვნელოვანია დროული მოქმედება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, […]
სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ფაქტის ამსახველი ფოტო თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. სურათზე ასახულია, როგორ ართმევს ხელს ერთმანეთს ორი ქვეყნის პრეზიდენტი. მიუნხენის მე-60 კონფერენცია გუშინ გაიხსნა და ხვალ უნდა დასრულდეს. მასში საქართველოს პრეზიდენტის გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს. მიუნხენის […]
მიხეილ სარჯველაძე – სრული ამორალურობაა პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც რეჟიმის მსხვერპლია – უსუსური მცდელობაა პარალელი ნავალნისა და სააკაშვილის შემთხვევას შორის

სრული ამორალურობაა ახლა რაღაც პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც რეჟიმის მსხვერპლია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას შორის პარალელის გავლების მცდელობასთან დაკავშირებით განაცხადა. მან ამას „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მეგობრების მხრიდან […]
სოფო ჯაფარიძე – მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გათავისუფლებული მიხეილ სააკაშვილი, არ უნდა დაგვიმახინჯოთ ქალბატონო სალომე ჩვენი ქვეყნის ისტორია!

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დღეს რუსთავში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს. ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტს,ს ალომე ზურაბიშვილს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. „გრძელდება გუშინდელი კამპანია, წარმოუდგენელი აქტიურობაა, ხედავთ რამხელა რიგები დგას. ყველგან ,სადაც დღეს ჩავედი დამხვდა ეს მდგომარეობა და ვარ ძალიან გახარებული. ჩვენ კიდევ ერთხელ […]