პეტრ პაველი – ჩეხეთმა უკრაინისთვის 3.5 მილიონი საარტილერიო ჭურვის მოპოვების საშუალება იპოვა

ჩეხეთმა უკრაინისთვის 3.5 მილიონი საარტილერიო ჭურვის მოპოვების საშუალება იპოვა, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა მიუნხენში განაცხადა. ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, პრაღა “მსოფლიოში ეძებს სამხედრო წყაროებს, შემდეგ კი ნატო-ში ჩვენს პარტნიორებთან მუშაობს”, და ცალკე აღნიშნა დანია, ნიდერლანდები და კანადა, რომლებმაც უზრუნველყვეს რესურსები იმისთვის, რომ სამხედრო აღჭურვილობა ჩეხეთში ჩასულიყო, საიდანაც ის მერე უკრაინაში იგზავნება. „უკრაინას მხარი […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლა საკვანძო საკითხი ამერიკული მხარდაჭერის შენარჩუნებაა

ახლა საკვანძო საკითხია ამერიკული მხარდაჭერის შენარჩუნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენთვის ახლა საკვანძო საკითხია პრინციპული ამერიკული მხარდაჭერის შენარჩუნება. უკრაინა და ჩვენი მებრძოლები საჭიროებენ და ძალიან ელიან მხარდაჭერის პაკეტზე დადებით კენჭისყრას. მადლობა ყველას, ვისაც ესმის რამდენი რამეა ამ ერთ კენჭისყრაზე დამოკიდებული”, – […]
გივი მიქანაძე – ამორალურია გვარამიას მხრიდან დღეს საუბარი იმაზე, რომ მედიასთან მიმართებაში თავისუფლების პრობლემებია, ან ადამიანის უფლებების კუთხით რაღაც ილახება

ნიკა გვარამიას მხრიდან აღიარებითი ჩვენება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მძიმე გარემოში უწევდა ჩვენს საზოგადოებას არსებობა და ცხოვრება, როდესაც ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო სააკაშვილის რეჟიმის პირობებში. ამიტომ, მისი მხრიდან დღეს საუბარი იმაზე, რომ მედიასთან მიმართებაში თავისუფლების პრობლემებია, ან ადამიანის უფლებების კუთხით რაღაც ილახება, ეს მარტივად რომ ვთქვათ, მართლაც ამორალურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს […]
გივი მიქანაძე – ბავშვმაც კი იცის, რას ნიშნავს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება – კარგად ჩანს მამუკა ხაზარაძის პოპულიზმი და მცდელობები, საზოგადოება მოატყუოს

ხაზარაძემ რამდენიმე დღის განმავლობაში თავისი აბსურდული განცხადებებიდან რამდენჯერმე უკან დაიხია. პირველი გახსოვთ, 1000 ლარიან პენსიას ჰპირდებოდა და ოპოზიციურმა სპექტრმაც კი მიუთითა, რომ ეს იყო სრული აბსურდი და ტყუილის ტირაჟირება. ახლა, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაწყდეს და ეკონომიკური სანქციები დაუწესდეს, ცდილობს თავი დაიძვრინოს ამ სიტუაციიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა […]
მოვითხოვთ, ცხედარი სასწრაფოდ გადაეცეს მის ოჯახს – ნავალნის პრესმდივანი

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიშის განცხადებით, პოლიტიკოსის ცხედარი ოჯახს სასწრაფოდ უნდა გადაეცეს. ამასთან, პრესმდივანმა ალექსეი ნავალნის სიკვდილი დაადასტურა. „ალექსეი ნავალნი მოკლეს. ალექსეის დედისთვის გადაცემული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, ის 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე დაიღუპა. კოლონიის თანამშრომელმა თქვა, რომ ნავალნის ცხედარი ახლა სალეხარდშია. ახლა მასთან „გამოძიებას“ ატარებენ. მოვითხოვთ, ალექსეი ნავალნის ცხედარი სასწრაფოდ გადასცეს […]
ბერლინალეზე უკრაინის შესახებ აბელ ფერარის ფილმის პრემიერა გაიმართა

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 15 თებერვალს გაიხსნა, კონკურსგარეშე აჩვენეს ამერიკელი რეჟისორის, აბელ ფერარას დოკუმენტური ფილმი უკრაინაში ომის შესახებ – “მარილი ჭრილობებზე”. ფერარა უკრაინაში გაგზავნეს, რათა გაეგოთ პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ დაიწყო ბარბაროსული ომი, რომელმაც ამდენი ტანჯვა და განსაცდელი მოიტანა. მის მოსაუბრეთა შორის იყვნენ: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, უკრაინელი სამხედროები და […]
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს სპორტულ კომპლექსში იმყოფებოდნენ

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს სპორტულ კომპლექსში მიმდინარე სასწავლო წვრთნა მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სპორტული კომპლექსი 40 000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. „კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის როგორიცაა: კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. […]
გადაუდებელი სამუშაოების გამო 6500 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6500 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის აუცილებელია. „გაცნობებთ, რომ ქსელზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 19 თებერვლის 22:00 სთ-დან 20 თებერვლის 10:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება: ხიზამბარელის ქუჩის მიმდებარედ შპს ,,მილენიუმ ჰაუსი”-ს, ხიზაბავრის ქ. 24-ში მდებარე შპს ,,გ ლ […]
პაპუაშვილი: ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა

“ეს გახლავთ ქალბატონი სალომეს კერძო მოგზაურობა, კერძო მოგზაურობის შინაარსი ჩემთვის უინტერესოა”, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც პაპუაშვილი ამბობს, საქართველოს ხელისუფლება იქ უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი და კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება. “რაც შეეხება პრემიერმინისტრს, ეს გახლდათ სწორედ პოლიტიკური აქტი, რომ პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტი შედგეს ბრიუსელში, ევროკავშირსა და NATO-ში. […]
ზურაბიშვილი: სააკაშვილისა და ნავალნის შედარების მიზეზი არ არსებობს

[მიხეილ სააკაშვილისა და ალექსეი ნავალნის] შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება… თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, […]