მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართული შეხვედრები ემსახურებოდა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას – დარჩიაშვილი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართული ჩემი შეხვედრები ემსახურებოდა მთავარ მიზანს – საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის მობილიზებას – ილია დარჩიაშვილი „გასული წლების მსგავსად, წელსაც, მიუნხენის კონფერენცია იყო წარმატებული, ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ემსახურებოდა მთავარ მიზანს – ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, და ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებას, იმ საკითხების გარშემო, […]

“ტენერიფე” “ბარსელონასთან” დამარცხდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა

გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ტურნირის მასპინძელი ქალაქ მალაგის გუნდის დამარცხების შემდეგ ტენერიფელებმა ვეღარ მოახერხეს კიდევ ერთი ფავორიტის დამწუხრება. ტენერიფეს მეტოქე ესპანური კალათბურთის გრანდი, კატალონიური ბარსელონა იყო, რომელმაც კანარის კუნძულების გუნდი 108:76 დაამარცხა. შერმადინის გუნდმა მატჩი ყოჩაღად დაიწყო და პირველი პერიოდი მოიგო კიდეც – 16:14, თუმცა მეორე ათწუთეული ისეთი აღმოჩნდა, რომ […]

მაკა ბოჭორიშვილი – ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს – შეიძლება ითქვას, სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ

სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე, სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. […]

ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საპატრიარქოში ესტუმრა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.

ილია დარჩიაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ნეითანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ვრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. „აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მნიშვნელოვანი […]

რუსი კომენტატორის რეაქცია, როდესაც თოფურიამ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა [VIDEO]

UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. გთავაზობთ რუსი კომენტატორის რეაქციას, როცა ილია თოფურიამ ავსტრალიელი მებრძოლი დაანოკაუტა. შეგახსენებთ, ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. “მატადორის” ანგარიშზე 15 ჩატარებული ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებაა.

ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად პატრიარქს ესტუმრა

ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად პატრიარქს ესტუმრა. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, საუბარი შეეხო ქვეყნის განვითარებასა და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებს. “ვისაუბრეთ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე. ქვეყნის განვითარებასა და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებს.”- წერს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.

“მუხლზეც დამხობილები რომ მევედრებოდეთ, თავად არ დავრჩები ასეთ ეკლესიაში” – პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს: ტყუილად ნუ მწერთ, მე მაინც არ მჯერა, რომ ერთუჯრედიანი ალტ ინფო თუ რაღაც ბოდვა და ე.წ, შავრაზმელ მმკ სგან იმართებოდეს საპატრიარქო… არ მჯერა და მორჩა… როგორც კი ჩამოვალ, თუ ოდნავ ჩემი მიდგომა შემეცვალა და ეჭვი შევინატე, მუხლზეც დამხობილები რომ მევედრებოდეთ, თავად არ დავრჩები ასეთ ეკლესიაში, მაგრამ ვიქნები სასულიერო პირი […]

ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს პატრიოტი და პოლიტიკის გროსმაისტერი – ირაკლი კობახიძე

ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს პატრიოტი და პოლიტიკის გროსმაისტერი – ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს!, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. „ბიძინა ივანიშვილი წლების მანძილზე უპრეცედენტო საქველმოქმედო მოღვაწეობით ზრუნავდა ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე, 2012 წელს კი მან განახორციელა უპრეცედენტო პოლიტიკური ქველმოქმედება და უდიდესი […]