გასულ ღამეს 24 წლის ბიჭი დაჭრეს – დაწყებულია გამოძიება

თბილისში, გასულ ღამეს ცეცხლსასროლი იარაღით 24 წლის ბიჭი დაჭრეს – გავრცელებული ინფორმაციით, ის მომხდარიდან მალევე გარდაიცვალა. როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.
“აშშ მოუთმენლად ელის პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას” – ჯიმ ო’ბრაიენის განცხადება

„როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ვუთხარი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრისას, აშშ მოუთმენლად ელის მასთან და პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას 2024 წელს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის“ აღნიშნული განცხადება ჯიმ ო’ბრაიენმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ გააკეთა და ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას.
თბილისში წუხელ ერთი ადამიანი დაჭრეს – 24 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თბილისში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილმა დახმარება თავად ითხოვა. ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭს ჭრილობები მუცლის და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს. ამ დროისთვის […]
ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა გააგრძელა, აშშ აპირებს ვეტო დაადოს გაეროში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციის პროექტს

ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა 18 თებერვალს, იტყობინება AP-ი მედიკოსებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით. ამ ფონზე აშშ-მა განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს გაეროს რეზოლუციის მორიგ პროექტს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. აშშ, ისრაელის მთავარი მოკავშირე იმედს გამოთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის და მძევალთა განთავისუფლების შესახებ შეთანხმება შედგება ისრაელსა და აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულ ჰამასს […]
მიხეილ სარჯველაძე რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე – ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, რომ სალომე ზურაბიშვილისთვისაც მოულოდნელობა ყოფილიყო

ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, რომ სალომე ზურაბიშვილისთვისაც მოულოდნელობა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეს იყო დიდი ხნით ადრე კარგად დაგეგმილი შეფუთვის ერთ-ერთი ეტაპი და ახლა ცდილობს, რომ რაღაცა ფორმით ერთის მხრივ ეცადოს ქართულ საზოგადოებასთან არგუმენტი ნახოს საიმისოდ, რომ ჩაიდინოს მოღალატეობრივი ნაბიჯი, რასაც ჰქვია მის მიერ სააკაშვილის შეწყალება, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია „სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა სკოლაში“ გაიმართა

17 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფერენცია – „სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა სკოლაში” გაიმართა. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენცია ემსახურებოდა საქართველოში სოციალური და ემოციური განათლების პოპულარიზაციასა და სფეროში მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობის ხელშეწყობას. „კონფერენცია ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვთა განვითარების ინსტიტუტისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანული ფონდის Bread […]
ალჟბეტა იუნგროვას ფოტოგამოფენა ხელოვნების სასახლეში გაიმართება

20 თებერვალს 17:00 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიხსნება ალჟბეტა იუნგროვას პერსონალური ფოტოგამოფენა. გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ჩეხური ტრადიციების ამსახველ ფოტომასალას. ღონისძიება მომზადდა “ჩეხეთის ცენტრის” ინიციატივით. (ჩეხეთის ცენტრი გალხავთ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაარსებული კულტურის ინსტიტუტი.) ყველა ერს აქვს თავისი ტრადიციები. ისინი თანდათან იცვლებიან ან მთლიანად ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან. ჩეხური ტრადიციების ფოტოების კოლექცია ოთხ წელზე მეტი […]
კანადაში უცხოელებისთვის საცხოვრებლის ყიდვის აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა – Bloomberg

კანადაში უცხოელებისთვის საცხოვრებლის ყიდვის აკრძალვა კიდევ 2 წლით, 2027 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ Bloomberg წერს. აკრძალვა 2022 წელს შემოიღეს, შეზღუდვები 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა დასრულებულიყო. კანადის ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილანდი დარწმუნებულია, რომ აკრძალვის გახანგრძლივება მიუთითებს იმაზე, რომ ‘კანადაში სახლები კანადის ოჯახებისთვის არის საცხოვრებლად და არა სასპეკულაციოდ“. გამონაკლისს წარმოადგენენ ის უცხოელები, რომლებიც ყიდულობენ მიწას ან […]
სალომე ზურაბიშვილი – ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე გამოცხადება შემთხვევითი არ იყო – ვფიქრობ, ეს იყო მესიჯი ამ კონფერენციისთვის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადება შემთხვევითი არ იყო და ამით რუსეთმა კონფერენციას გარკვეული გზავნილი გაუგზავნა. „ვფიქრობ, შემთხვევითი არ იყო, რომ ნავალნის გარდაცვალება გამოცხადდა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე. რუსეთისთვის დამახასიათებელია, შეეცადოს ფსიქოლოგიურად გავლენა მოახდინოს, რომ რუსეთი აკეთებს რასაც […]
შეიძლება ითქვას, სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე, სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, „სამწუხაროდ პირველად არ ხდება ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გაჟღერებული და […]