გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში საბრძოლო მასალების ერთობლივ საწარმოს გახსნის

გერმანულმა სამხედრო კომპანიამ Rheinmetall-მა შაბათს, 17 თებერვალს, განაცხადა, რომ უკრაინელ პარტნიორებთან ერთად უკრაინაში საბრძოლო მასალების ერთობლივ საწარმოს გახსნის. გერმანულმა კომპანიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის სტრატეგიული ინდუსტრიების მინისტრთან ალექსანდრ კამიშინთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რათა უკრაინელ პარტნიორთან ერთად, რომლის ვინაობაც არ სახელდება, საბრძოლო მასალების საწარმო ააშენოს და მართოს. Rheinmetall-ის თქმით, გეგმის ფარგლებში, უკრაინა წელიწადში ექვსნიშნა […]

არა და არ შევიდა ბურთი კარში – მიქაუტაძემ ვერ გაიტანა და “მეცი” დამარცხდა

ლიგა 1-ის 22-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე უშუალო კონკურენტ „მონპელიესთან“ 0:3 დამარცხდა. მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა, მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და სილამ დააწინაურა. შემდეგ სწრაფი კონტრიერიშისას სტუმართა გუნდის თავდამსხმელი მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დაახანა, ნახევარმცველმა შოტარმა ჩაუსწრო და მისი დარტყმული ბურთი დაბლოკა. არადა, უნდა გაეტანა. გიორგი აქტიურობდა, შესვენებამდე კიდევ სამჯერ სცადა მეტოქის კარის დალაშქვრას, თუმცა მიზანს […]

U2-ის სოლისტმა ლას ვეგასში მსმენელებს ალექსეი ნავალნის სახელის სკანდირება სთხოვა

ირლანდიური როკ ჯგუფის, U2-ის სოლისტმა ბონომ ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე შეკრებილ ხალხს ალექსეი ნავალნის სახელის სკანდირება სთხოვა. მუსიკოსმა, რომელიც ცნობილია თავისი აქტიური სამოქალაქო პოზიციით, სცენიდან ილაპარაკა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილზე, რომლის სახელს, როგორც ბონომ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არასდროს ახსენებს. ბონოს გამოსვლის დასაწყისი, „მედუზას“ ცნობით, უკრაინას მიეძღვნა. ბონომ აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდა, უკრაინელებს მისცეს ყველაფერი, რაც […]

ზურაბიშვილი: ევროკავშირის გაფართოება საქართველოსთვის ეგზისტენციალურია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ეს აუცილებლობაა“ — თქვა სალომე ზურაბიშვილმა, „უსაფრთხოება და აუცილებლობა“: „ეს ერთადერთი პერსპექტივაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად ევროპულ ღირებულებებს იზიარებს. მაგრამ დღეს, შესაძლოა, მთავარია უსაფრთხოება და უსაფრთხოების ეს აუცილებლობა არის ის, რაც ევროკავშირმაც უნდა იგრძნოს, რადგან წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა […]

კობახიძე: ილია II-სთან ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის ცნობით, საპატრიარქოში პატრიარქ ილია II-ს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. “დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საპატრიარქოში ვესტუმრე. ვისაუბრეთ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე”, – წერს კობახიძე.

ელექტრომანქანების დამუხტვის პრობლემა

ორ მილიონამდე ელექტრომანქანაა რეგისტრირებული კალიფორნიის შტატში. თუმცა, მძღოლების თქმით, ამ ახალ რეალობასთან ამერიკის ინფრასტრუქტურა ჯერ ბოლომდე ადაპტირებული არ არის, არასაკმარისია მანქანების დასამუხტი სადგურები, ზოგიც გაუმართავია და მძღოლებს ხშირად საათობით უწევთ სადგურზე რიგში დგომა და ლოდინი.

იპონი 43-ე წამზე – სულამანიძემ ბაქოს გრან სლემი მეორედ მოიგო [VIDEO]

ბაქოს გრან სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა – ის მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული. სულამანიძემ ბაიმირატ მაიანოვი (თურქმენეთი), ეშლი გონსალესი (რუმინეთი), ისლამ ბოჟბაიევი (ყაზახეთი) და ნიაზ ბილალოვი (რუსეთი) დაამარცხა, ფინალში კი პიოტრ კუჩერას (პოლონეთი) 43 წამში იპონით სძლია. დღეს ტურნირზე მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ბაქარ ერაშვილმა (90 კგ), აკაკი ჯაფარიძემ (90 კგ), ონისე […]

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს – მამუკა მდინარაძე

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენი ქვეყნის ისტორია ასეთია – როდესაც ძალიან გაგვიჭირდებოდა, საფრთხე დაემუქრებოდა იდენტობას, ღირსებას, სულიერებას, ფიზიკური გადარჩენა დგებოდა დღის წესრიგში, ყოველთვის ჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამ ისტორიული ამოცანის გადაჭრას სათავეში ჩაუდგებოდა ხოლმე… ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს, მას და […]

სალომე ზურაბიშვილი – ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამოცხადება მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე შემთხვევითი არ იყო – ვფიქრობ, ეს იყო მესიჯი ამ კონფერენციისთვის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამოცხადება მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შემთხვევითი არ იყო და ამით რუსეთმა კონფერენციას გარკვეული გზავნილი გაუგზავნა. „ვფიქრობ, შემთხვევითი არ იყო, რომ ნავალნის გარდაცვალება გამოცხადდა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე. რუსეთისთვის დამახასიათებელია, შეეცადოს ფსიქოლოგიურად გავლენა მოახდინოს, რომ რუსეთი აკეთებს რასაც […]

უნგრული OTP Bank რუმინეთს ტოვებს და რუსეთის ბაზრიდან გასვლის პროცესშია

უნგრული ფინანსური გიგანტი, ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი OTP Bank-ი რუმინეთს, 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, ტოვებს. უნგრელებმა თავიანთი ბიზნესი 350 მლნ ევროდ უმსხვილეს რუმინულ ბანკს Banca Transilvania-ს მიჰყიდეს. ამის შესახებ Daily News Hungary-ზე დაყრდნობით წერს. შეთანხმება უკვე დაიხურა, მაგრამ ის რუმინეთის ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა დაამტკიცოს. თანხმობის შემთხვევაში, Banca Transilvania OTP-ის ყველა შვილობილ ბანკს […]